ამოცანები მარტივი მათემატიკური ამოცანა, რომელსაც ბევრი არასწორად ხსნის 2020, 23 მაისი, 21:54 ინტერნეტ სივრცეში პოპულარული გახდა მათემატიკური ამოცანა, რომელიც ჭკვიან ადამიანებსაც ჩიხშიც აგდებს. ამოცანა ძალიან ადვილია, მაგრამ მასში პატარა ხრიკია - ამოცანის ამოხსნის დროს ტვინი არასწორ პასუხს თავად გვიბიძგებს. მზად ხართ თქვენი ძალები შეამოწმოთ?
მათემატიკური ამოცანა ყველაფერი, რაც უნდა გააკეთოთ - თანმიმდევრულად ციფრების დამატებაა. სიტუაციის გასამარტივებლად ერთი ციფრის გამოტოვება ან მათი დაჯგუფება არ შეიძლება. დაიწყეთ 1000-დან. დაუმატეთ +40. დაუმატეთ +1000. დაუმატეთ +30. დაუმატეთ კიდევ +1000. მიღებულ ჯამს 20 დაუმატეთ. დაუმატეთ 1000. და ბოლოს +10. რომელი რიცხვი მიიღეთ? რაში მდგომარეობს ხრიკი? სწორი პასუხია 4100, მაგრამ ბევრი პასუხობს, რომ რიცხვი 5000-ს ტოლია. შეცდომა ბოლო ეტაპზე ხდება, თქვენ თავში 4090 გაქვთ და მას შემდეგ, რაც გითხრეს 10-ს დამატება, ტვინი შემთხვევით 5000-მდე ხტება. მეგობრებს მისი ამოხსნა სთხოვეთ, განწყობას ნამდვილად აიმაღლებთ! აი, ასეთ მარტივ ამოცანას ადამიანის გონების ჩიხში მოქცევა შეუძლია! ასევე დაგაინტერესებთ: 1 წუთი გაქვთ, რომ ამ სურათზე ყველა უცნაურობა იპოვოთ თუ ამ სურათზე 25 ადამიანს მაინც გამოიცნობთ, თქვენ განათლებული ადამიანი ხართ მარტივი ტესტი, რომელიც გიჩვენებთ თუ რამდენად ჭკვიანი ხართ ამოცანა გენიოსებისთვის - გენიოსი მის ამოხსნას 10 წამში ახერხებს, ბილ გეითსი 20 წამში, თქვენ? საინტერესო ლოგიკური ვარჯიში - რომელი მათგანია მდიდარი? 651 შეფასება არ არის |