x
image
გემი დალანდი
ვარშავის ზოოპარკში მთვრალი მამაკაცი დათვის დახრჩობას ცდილობდა
21 მაისს საიტ Live Leak-ზე ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ გადაძვრა მთვრალი მამაკაცი დათვის ვოლიერში და შემდეგ წყლით სავსე თხრილში დათვის დახრჩობას ცდილობდა.

imageდათვს აგრესია არ გამოუვლენია. ვოლიერიდან მამაკაცი მაშველებმა გამოიყვანეს და პოლიციას გადასცეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ 23 წლის მამაკაცს წარმოუდგენლად გაუმართლა, რადგან დათვი საბინა, რომლის დახრჩობასაც ის ცდილობდა, ადრე ცირკში გამოდიოდა და ადამიანებისადმი მეგობრული განწყობით გამოირჩევა. ამ სიტუაციაში ცხოველი დაზარალებულ მხარედ უფრო შეგვიძლია ჩავთვალოთ, რადგან, როგორც ზოოპარკის თანამშრომლები ამბობენ, ინციდენტის შემდეგ დათვი სტრესულ მდგომარეობაშია.

imageთუმცა, უნდა ითქვას, რომ საცირკო, გაწვრთნილი დათვიც კი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანისთვის. ასე რომ, ამ მამაკაცს ნამდვილად გაუმართლა, მით უმეტეს, რომ მთვრალი იყო, ალკოჰოლის სუნი კი ცხოველებს ძალიან აღიზიანებთ.


იხილეთ ვიდეო:

0
442
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
442
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0