x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ჰიპერბორეა – ქვეყანა ჩრდილოეთის ქარებს მიღმა

ძველი წყაროების მიხედვით, დღევანდელი არქტიკის რეგიონში, ჯერ კიდევ რამდენიმე ასეული წლის წინ, მდებარეობდა კონტინენტი, რომელიც მდინარეებით 4 ნაწილად იყო გამოყოფილი. ის 3 მზის დროს (როდესაც მზის და მის მახლობლად მდებარე, ორი ვარსკვლავის ორბიტა გადაიკვეთა) ოკეანიდან ამლვიდა და მისი დასახლება, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, 458 508 წლის წინ დაიწყო... და სწორედ ეს კონტინენტი იყო მთელი კაცობრიობის პირველი სამშობლო.

ხსენებულ წყაროებში, ხმელეთის ეს ნაწილი ორტის, ვორტის და არტის სახელებით არის მოხსენიებული, მოგვიანებით კი, მას არქტიდასაც ეძახდნენ. ხოლო, ძველმა ბერძნებმა მას ჰიპერბორეა უწოდეს, რაც ჩრდილოეთის ქარებს მიღმა მდებარე ქვეყანას ნიშნავს. წარსულში, ამ ქვეყნის არსებობის შესახებ, მხოლოდ ლეგენდებიდან და მითებიდან გვეცოდინებოდა, რომ არა გ. მერკატორის (1515-1594 წწ.) მიერ შედგენილი და უკვე მისი სიკვდილის შემდეგ, 1595 წ. გამოცემული რუკა, რომელზეც სწორედ ეს კონტინენტია ასახული.


image


ჯერ კიდევ, 1569 წ. გერჰარდ მერკატორმა გამოაქვეყნა მსოფლიოს რუკა, რომელიც იმ დროისთვის, ინოვაციურ კარტოგრაფიულ პროექციას შეიცავდა. მისი სურვლის მიუხედავად, რომ რუკა სანავიგაციოდ ყოფილიყო გამოყენებული, ის ამ მიზნებისთვის ნამდვილად ვერ გამოდგებოდა. ჯერ ერთი, – იმიტომ, რომ მეტისმეტად დიდი (1, 24 х 2 მ.) იყო. გარდა ამისა, მსოფლიო ოკეანის დიდი ნაწილი ლათინური ტექსტით იყო დაფარული. რუკა ულამაზესი ილუსტრაციებით იყო გაფორმებული და ყურადღებას იმითაც იქცევდა, რომ მასზე, ბოლო დროს აღმოჩენილი მიწებიც იყო ასახული. ასე, რომ, მერკატორის რუკა კედლის გასაფორმებლად უფრო გამოდგებოდა (იმ ეპოქაში რუკა ხელოვნების ნიმუშად ითვლებოდა, ძალიან ძვირი ღირდა და მდიდარი ადამიანები მას სახლის ინტერიერის გასაფორმებლად იყენებდნენ. რედ.), ვიდრე საზღვაო–სანავიგაციო საჭიროებებისთვის.

აღნიშნულ რუკაზე, ერთადერთი სიახლე პროექცია არ იყო. შეიძლება, მაშინ ამას ნაკლებად მიაქციეს ყურადღება, მაგრამ ჩვენთვის მეტად თვალშისაცემია, მის ქვედა მარცხენა კუთხეში, დღევანდელი არქტიკის რეგიონის რუკა, რომელიც რუკის ჩანართს წარმოადგენსს. მასზე ჩანს, რომ ჩრდ. პოლუსის სიახლოვეს და მის ირგვლივ, კონტინენტი (კუნძულები) მდებარეობს.


imageimageმერკატორის რუკა, 1569 წ. (სრულად და მისი ქვედა მარცცხენა ფრაგმენტი)


ცნობილი კარტოგრაფი 1594 წ. გარდაიცვალა და თავისი უდიდესი პროექტი – ატლასის 6 ტომი და მსოფლიოს ისტორია, დაუსრულებელი დარჩა. მისმა ვაჟმა Rumhold-მა და მერკატორის კარტოგრაფიული სახელოსნოს თანამშრომლებმა, რომელთა შორის მერკატორის 3 შვილიშვილიც იყო, შეაგროვეს დიდი კარტოგრაფის ბოლო მასალები და ატლასის მესამე ტომი გამოაქვეყნეს, რომ უკვე გამოცემული 2 ტომისთვის, დასრულებული სახე მიეცათ.

მერკატორის ატლასის ბოლო ტომში, მის მიერ დაწერილი მსოფლიო ისტორიის პირველი თავი და 28 რუკა შევიდა, რომელთა შორის იყო არქტიკის რუკაც, რომელიც უფრო დეტალური იყო, ვიდრე 1569 წელს გამოქვეყნებულ რუკაზე. ისევე, როგორც მსოფლიო რუკაზე, მასზეც, იმ ადგილზე, სადაც რეალურად, ჩრდ. ყინულოვანი ოკეანე უნდა ყოფილიყო, – 4 დიდი კუნძული იყო. კუნძულებს ერთმანეთისგან 4 მდინარე ჰყოფდა, რომლიც, ამავდროულად, პოლუსზე მდებარე შიდა ზღვას, ოკეანესთან აკავშირებდა. ხოლო, უშუალოდ პოლუსზე, 33 მილის გარშემოწერილობის მქონე, შავი კლდე იყო ამოზრდილი, რომელიც სიმაღლით ზეცას სწვდებოდა. გარდა ამისა, პირდაპირ რუკაზე, ერთ–ერთ კუნძულს ზემოდან ეწერა: «Pygmae hic habitant 4 ad summum pedes longi, quaemadmodum illi quos in Gronlandia Screlingers vocant (აქ ცხოვრობენ პიგმეები, რომელთა სიმაღლე 4 (30, 48 სმ.) ფუტია, იმის მსგავსნი, რომლებსაც გრენლანდიაზე Screlingers-ს («Scraeling» – ამერიკელი ინდიელები) ეძახიან)».


imageარქტიკის რუკა, 1595 წ.


ეს ყველაფერი რაოდენ უცნაურადაც არ უნდა გამოიყურებოდეს, აღნიშნული კუნძულები, ნამდვილად არ ყოფილა მერკატორის წარმოსახვის ნაყოფი — მას წყარო ჰქონდა... და საოცარია, რომ ამ ისტორიამ ჩვენამდე მოაღწია:

ცნობილია, რომ მერკატორმა, ინფორმაცია აოპრქტიკული კუნძულების შესახებ, მე-14 ს–ის ჰოლანდიელი მოგზაურის იაკობ ვან კნოს წიგნიდან მიიღო, რომელიც ამჟამად, დაკარგულად ითვლება. თავის მხრივ, კნო, ინფორმაციის წყაროდ ორ სხვა წიგნს ასახელებდა. ესენია: Inventio Fortunatae (ბედნიერი აღმოჩენა) და Gestae Arthuri (არტურის წარმატება) — ორივე წიგნი მოგზაურის მიერ არის დაწერილი და დღეს, ორივე დაკარგულად ითვლება. თუმცა, ამ წყაროენის მოკლე აღწერა, მერკატორს 1569 წელს გამოქვეყნებულ რუკაზე აქვს მოცემული.

ამავდროულად, ინგლისელმა მეცნიერმა ჯონ დიმ (John Dee), რომელიც არქტიკის წყლებში ნავიგაციის და ბრიტანეთის იმპერიის ფლოტის შექმნის საკითხებზე მუშაობდა, მერკატორს წერილი მისწერა (ისინი მეგობრები იყვნენ და ერთი პერიოდი, ჯონ დი ბელგიაში ცხოვრობდა და მერკატორის სახელოსნოში მუშაობდა. რედ.), რომელშიც არქტიკის კუნძულების შესახებ, დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას სთხოვდა. მერკატორმა, მის ხელთ არსებული, ვან კნოს წიგნის, საკმაოდ დიდი ნაწილის ასლი გააკეთა და დის გაუგზავნა. თავის მხრივ, დიმ მიღებული ინფორმაცია, უფრო სწორედ, მისი ის ნაწილი, რომელიც საინტერესოდ მიიჩნია, თავის საიდუმლო დღიურში გადაწერა და ამჟამად, სწორედ ეს დღიურია შემორჩენილი.

«შორეულ ჩრდილოეთში, არის ქედი, რომელიც, დაახლოებით, 78° განედზე, ჩრდ. პოლუსს მთლიანად ეკვრის. მთები დაყოფილია 19 ოკეანური არხით, რომლებსაც იმდენად ძლიერი დინება გააჩნია, რომ არხში შესულ ნებისმიერ გემს, ჩრდილოეთისკენ ექაჩება და მისი გადარჩენის არანაირი შანსი არ არსებოს. აღნიშნული არხების წყალი 4 შიდა ზღვაში ერთიანდება. ხოლო, ზღვებს შორის, 4 კუნძულია. მათგან ერთზე პიგმეები ცხოვრობენ, სამი კი, უკაცრიელია. ბნელი ნორვეგიის (ასე მას პოლარული ღამეების გამო ეძახდნენ. რედ.) პროვინცია (იგულისხმება გრენლანდია) ერთ-ერთ არქტიკულ კუნძულთან ვიწრო ყელით არის დაკავშირებული, ხოლო მის ჩრდ-დას–ით კუნძული Grocland–ი მდებარეობს, რომელიც მას შემწოვი ზღვებისგან იცავს. ამ კუნძულზე გიგანტები ცხოვრობენ» – წერია დის დღიურში.


imageGrocland


და კიდევ ერთი ფრაგმენტი ინგლისელი მეცნიერის დღიურიდან, რომელიც მან, სავარაუდოდ, მერკატორის წერილიდან გადაიწერა:

«1364 წელს, კუნძულებიდან, 8 ადამიანი მივიდა ნორვეგიის მეფესთან სასამართლოზე. ერთ-ერთი მათგანი მღვდელი იყო, რომელსაც თან ასტროლაბი (გეოდეზიური ხელსაწყო) ჰქონდა. მან თქვა, რომ ის ინგლისელი ფრანცისკანელი ბერისგან მიიღო, რომელსაც კუნძულებზე შეხვდა. მისივე თქმით, ბერმა დიდი დრო გაატარა კუნძულებზე, — ის მოგზაურობდა და გეოგრაფიულ დაკვირვებას აწარმოებდა. ბერის მიერ აღწერილმაა ჩრდილოეთმა, «არტურის წარმატებაში» (Gestae Arthuri) მოყვანილი ფაქტები განამტკიცა და კუნძულების მდებარეობის დახასიათებას, უფრო მეტი დეტალი შესძინა. ის პოლუსთან იმდენად ახლოს მივიდა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. მისივე გადმოცემით, ჩრდილოეთის კუნძულებზე, ის მხოლოდ პიგმეების ჯგუფებს ხვდებოდა. მოგვიანებით, ბერმა თავისი მოგზაურობის ანგარიში, «ბედნიერი აღმოჩენების» სახელით, ინგლისის მეფეს ედუარდ III (1312-1377 წწ.) წარუდგინა».

თავად კნოს, რომლის წიგნი, არქტიკის რეგიონის რუკის შექმნისას, მერკატორის წყარო იყო, ბერის მიერ დაწერილი «ბედნიერი აღმოჩენები» არასდროს უნახავს. მას სავარაუდოდ, სხვა წყარო ჰქონდა. თუმცა, მოგზაური ბერის შესახებ, მას ინფორმაცია ჰქონდა და ის წიგნშიც მოიხსენია. მისი ინფორმაციით, ბერმა «ბედნიერი აღმოჩენების» დაწერის შემდეგ, მეფის დავალებით, კუნძულებზე კიდევ 5–ჯერ იმოგზაურა.

რაც შეეხებათ პიგმეებს, – ისენი ძველ და შუა საუკუნეების წყაროებში, უბრალოდ პატარა ადამიანებად კი არა, «ურჩხულების» რასის წარმომადგენლებად არიან მოხსენიებულნი, რომლებიც შორეული ჩრდილოეთის ქვეყანაში ცხოვრობდნენ. იგივე წყაროებში ნათქვამია, რომ პიგმეები საუკუნოვან ომში, რომელსაც ისინი წეროებთან (სავარაუდოდ, გოლიათები) აწარმოებდნენ, გულადები და ორგანიზებულები იყვნენ.


imageგრენდლანდიის პიგმეები


P.S. თანამედროვე გეოგრაფები გაკვირვებულნი არიან მერკატორის რუკის სიზუზტით, რადგან ეს, იმ დროისთვის, უბრალოდ წარმოუდგენელი იყო:

ჯერ ერთი, რუკაზე ზუსტად არის ასახული კონტინენტების სანაპირო ხაზები... ხოლო, ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ მერკატორის 1595 წლის რუკაზე, დეტალურად არის ნაჩვენები, თითამის, 50 წლის შემდეგ, 1648 წელს აღმოაჩენილი, ბერინგის სრუტის სანაპირო ხაზი!

როგორც თანამედროვე მეცნიერები ვარაუდობენ, მერკატორი რუკებს უძველესი გამოსახულებებიდან იხაზავდა, რომლებსაც კონკურენტებისგან საიდუმლოდ ინახავდა. ხოლო, სიკვდილის წინ, ეს ფასდაუდებელი ორიგინალები, მან შვილს გადასცა, რომელმაც საგამომცემლო საქმე გააგრძელა და რუკებს ყოველთვის მამის სახელით აქვეყნებდა.

და კიდევ, რაც შეეხება მერკატორის მიერ დასახელებულ წიგნს, რომლის მიხედვითაც, თითქოს მან რუკა შეადგინა, – უნდა ითქვას, რომ მხოლოდ განზოგადებული ტექსტით და რეგიონის, თუნდაც დეტალური აღწერილობით, გეოდეზიური აზომვების და კოორდონატების მითითების გარეშე, ისეთი დეტალური რუკის შედგენა, როგორიც მერკატორმა გამოსცა, უბრალოდ, შეუძლებელია.
imageimageimage* არქეოლოგებმა აქამდე უცნობი ცივილიზაციის კვალი აღმოაჩინეს
* რა ელის დედამიწას უახლოესი 20 წლის მანძილზე
* ძველი სამყაროს 3 ძირითადი საიდუმლო
image

0
762
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
762
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0