სასარგებლო პროდუქტები იოშტა – სასარგებლო თვისებები და მურაბის რეცეპტი 2020, 27 მაისი, 9:57 ![]() იოშტა – ხურტკმელის და შავი მოცხარის შეჯვარებით მიღებული ჰიბრიდია, რომელიც ორივე მცენარის სასარგებლო თვისებებს ფლობს. მაღალი საგემოვნო თვისებების გამო, კენკრა ფართოდ გამოიყენება კულინარიაში – ის ტრადიციულ და ჩვეულებრივ კერძებს, სრულიდ ახალ, – განსხვავებულ გემოს ანიჭებს. იოშტა ჩვენთან ისეთი პოპლარული არ არის, როგორც მისი სახელოვანი «მშობლები», არა და, ეს მცენარე ბევრად უფრო გამძლეა ზოგიერთი დაავადების და მავნებლების მიმართ. ამასთან, მისთვის არც ყინვა წარმოადგენს პრობლემას. ხოლო, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა, დაახლოებით, 20—30 წელია და განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი დეკორატიულობა. უბრალოდ წარმოიდგინეთ, 2–2, 5 მ. სიმაღლის ბუჩქი, დიდ ზომის, ლამაზი ყვავილებით. ![]() კალორიულობა და ქიმიური შემადგენლობაიოშტას კენკრა შეიცავს შაქარს (დაახლოებით, 7 %), ორგანულ მჟავეებს, პექტინს და ასევე, ანტოციანებს (გლიკოზიდური ჯგუფის პიგმენტური ნივთიერებები). იშტაში შემავალი ქიმიური ელემენტებიდან, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია რკინა, კალიუმი, იოდი და სპილეძი. კენკრა მდიდარია ვიტამინებითაც. მასში განსაკუთრებით ბევრი – С და Р ვიტამინებია. რაც შეეხება მის კვებით ღირებულებას, იოშტა დაბალკალორიული პროდუქტია (100 გრ. – 45 კკალ), რაც მის დიეტოლოგიაში გამოყენების საშუალებას იძლევა. სასარგელო თვისებებიროგორც უკვე აღვნიშნეთ, იოშტა ხურტკმელის და შავი მოცხარის ჰიბრიდს წარმოადგენს და მეცნიერებმა მხოლოდ ხურტკმელის მოსავლიანობის გაზრდა და მისი სასარგებლო თვისებების შენარჩუნება კი არა, ბევრად უფრო ძლიერი მცენარის სახეობის შექმა შეძლეს. ის უფრო მაღალი იმუნური სისტემით ხაასიათდება და მდგრადია იმ დაავადებებისადმი, რომლებიც მშოლების სახეობებს აზიანებს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ კენკრის ამ სახეობას, ხურტკმელისგან განსხვავებით, ეკლები არა აქვს, რაც დამატებითი ბონუსია, მისი შემქმნელი, გერმანელი სელექციონერებისგან. ![]() * ვიტამინების და მიკროელემენტების გარდა, იოშტა ანტოციანებსაც (წითელი, ლურჯი და იისფერი პიგმენტები) შეიცავს, რომლებსაც დაავადების გამომწვევ ბაქტერიებთან ბრძოლის, სისხლძარღვების კედლების გამაგრების და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების თვისებები აქვს; * ხოლო, მის შემცველობაში არსებული ფიტონციდები, ბაქტერიების და სოკოების გამრავლება აფერხებენ და მავნე მიკროორგანიზმებს ანადგურებენ. ამიტომ, კენკრა ანთების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა; * იოშტას ნაყოფის რეგულარულად მოხმარება აუმჯობესებს და ნორმაში მოჰყავს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირება. ის ასევე სასარგებლოა დიარეის დროს; * ბროწეულის მსგავსად, იოშტასაც შეუძლია სისხლში ჰემოგლობინის გაზრდა და რეკომენდირებულია ანემიის და ასევე, ჰიპერტონიის დროს; * იოშტის ნაყოფი განსაკუთრებით სასარგებლოა დიდ ქალაქებში მცხოვრები ადამიანებისთვის, რადგან მას ორგანიზმიდან მძიმე ლითონების, ტოქსინების, მარილების და ზომიერი რაოდენობით, რადიაქტიული ნივთიერებების გამოყვანა შეუძლია; * სასარგებლოა კენკრის გამოყენება გაცივების პირველი სიმპტომების დროსაც. * მისი რეგულარული მოხმარება აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს; * იოშტა ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესს, რაც მასში ცხიმის მარაგის წვას იწვევს. ამიტომ, კენკრა სასარგებლოა მათთვისაც, ვინც ზედმეტი წონისგან გათავისუფლებას ცდილობს. შენიშვნა: იოშტას მოხმარება დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე, ამარაგებს მას ვიტამინებით და მინერალური ნივთიერებებით. მაგრამ, მისი მოხმარება საჭიროა კომპლექსურად, ამა, თუ იმ დაავადების მედიკამენტებთან ერთად – და არა, როგორც ცალკე აღებული წამლის სახით (კენკრას უამრავი დადებითი თვისება აქვს, მაგრამ, წამალს ვერ ჩაანაცვლებს)!
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |