კინო მეოცნებენი 2020, 18 მაისი, 14:42 1960-იანი წლების ფრანგული რევოლუციის დასაწყისში, და-ძმა თეო და იზაბელი დემონსტრაციაზე გაიცნობენ ამერიკელ ბიჭს მეთიუს და სთხოვენ რომ მათთან გადმოვიდეს საცხოვრებლად, სწორედ აქედან იწყება მათი სექსუალური და ეროტიკული თავგადასავალი.
ფილმის სიუჟეტი მიყვება საფრანგეთში სექსუალური რევოლუციის პერიოდს, და სწორედ ეს სამი მეოცნებე გახდება სახე ამ რევოლუციის და მთავარი რაც ამ ფილმში არის საინტერესო, ისაა რომ მეთიუ ვერ ხვდება როგორ მივიდნენ ამ მდგომარეობამდე იზაბელი და თეო და რატომ გადაწყვიტეს აერჩიათ ცხოვრების წესად არაორდინალური სექსუალური და ეროტიკული ურთიერთობები.
ფილმის ბოლოს იზაბელი გაზის მილით, საწოლში, მეთიუსთან და თეოსთან ერთად, ცდილობს თავი მოიკლას, რათა სამუდამოდ აღბეჭდოს თავისი ცხოვრება მის გონებაში, მაგრამ ამ დროს ფანჯრიდან ცრემლსადენი გაზი შემოვარდება და აღმოაჩენენ სამივენი რომ გარეთ სახალხო დემონსტრაციაა და ყველა ქუჩაშია გასული.
მეთიუ, თეო და იზაბელი გავლენ გარეთ და შეუერთდებიან დემონსტრაციას, თუმცა მეთიუ დარწმუნებულია, რომ ეს ფაშიზმამდე მიიყვანს საზოგადოებას და ტოვებს აქციას. იზაბელი და თეო საბოლოოდ "გაზის კვამლში უჩინარდებიან".
115 შეფასება არ არის
|