კინო 10 საუკეთესო ფილმი LGBT უმცირესობების შესახებ 2020, 17 მაისი, 19:45 თითოეული ფილმი, მოგვითხრობს იმ ადამიანების იდენტობის შესახებ, რომლებიც უმრავლესობის მიღმა რჩებიან ყოველთვის და, რომელთაც ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა მენტალურად, მორალურად და ფიზიკურად, საზოგადოების წინააღმდეგ. მათ შორის არის რეალურ ამბავზე დაფუძნებული ფილმებიც. LGBT არის ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერების აღმნიშვნელი ტერმინი. 1. ჰარვი მილკი / MILK (2008) რეჟისორი გას ვან სენტი / Gus Van Sant შეიძლება ითვას, რომ ამ თემაზე შეუდარებელი ფილმია "ჰარვი მილკი". ის მოგვითხორბს რეაულ ამბავს ჰარვი მილკის შესახებ, რომელიც იყო პირველი პოლიტიკოსი კაცი ისტორიაში, ვინც საჯაროდ აღიარა თავისი ორიენტაცია. 2. ლურჯი ყველაზე თბილი ფერია / Blue Is the Warmest Color (2013) რეჟისორი აბდელატიფ კეშიში / Abdellatif Kechiche "სიყვარულმა სქესი არ იცის, იყავი მასთან ვინც გიყვარს. გააკეთე ის, რაც ბედნიერს გხდის. ვის რაში ადარდებს. ჩვენ ხომ ხვალ მოვკვდებით. არც ეგ ადარდებს არავის" -ეუბნება ბარში შესულ ადელს ერთ-ერთი უცნობი. 15 წლის ადელს თითქოს უყვარს ბიჭი, მაგრამ ვერ გრძნობს ბედნიერებას. თავისი გრძნობები თავდაყირა დგება, როცა შემთხვევით ლურჯთმიან გოგოს დაინახავს. ფილმი 3 საათს გრძელდება და ნამდვილად ჩაგითრევთ, აგატირებთ კიდეც. ...და არასდროს დაგავიწყდებათ თმები, ადელის მუდამ აწეწილი თმები. ფილმს მოგებული აქვს პალმის ოქროს რტო კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2013 წელი. 3. დამწყებები / BEGINNERS (2010) რეჟისორი მაიკ მილსი / Mike Mills ფილმი რეჟისორის მშობლების მოგონებებზე დაყრდნობითაა გადაღებული. ეხება მამისა და შვილის ურთიერთობას. ოლივერის მამა 75 წლის ასაკში შვილს ორ ამბავს ეტყვის: რომ სიყვარული ეწვია და რომ ავადაა. მთავარ როლს, ოლივერის როლს ევან მაკგრეგორი ასრულებს. 4. კუზიანი მთა / Brokeback Mountain (2005) რეჟისორი ენგ ლი / Ang Lee ფილმის მოქმედება 1963-1981 წლებში ვითარდება. ორი კოვბოი ცხვრის ფარის სამწყემსოდ ვაიომინგის მთებში, კუზიან მთაზე მიდიან, სადაც მათ შეუყვარდებათ ერთმანეთი. ფილმს 3 ოსკარი აქვს მოგებული. გადაღებულია ანი პოუქსის მოთხრობის მიხედვით. 5. ქეროლი / Carol (2015) რეჟისორი ტოდ ჰეინსი / Todd Hayness მოქმედება 1950-იანი წლების ნიუ-იორკში ვითარდება. ორი განსხვავებული საზოგადოების წრის ქალს უყვარდებათ ერთმანეთი. 6. მთვარის შუქი / Monnlight (2016) რეჟისორი ბერი ჯენკინსი / Barry Jenkins ფილმი მოგვითხრობს აფროამერიკელი ჰირონის ამბავს სამნაწილად. ნაჩვენებია მისი ბავშვობა, მოზრდილობა და ზრდასრულობა, და წინააღმდეგობრივი გზა თავისი ორიენტაციის გამო, რაც ამ წლებში გამოიარა. 7. უიქენდი / Weekend (2011) რეჟისორი ენდრიუ ჰეი / Andrew Haigh მთავარი გმირი რასელი პატარა ქალაქში ცხოვრობს, მუშაობს ბასეინზე და უწევს დამალოს თავისი ორიენტაცია. თუმცა მალე გაიცნობს გეი უფლებების დამცველს, რომელიც შეუყვარდება და სრულად შეცვლის მის ცხოვრებას. 8. გარიყული / Pariah (2011) რეჟისორი დი რიისი / Dee Rees ბრუკლინელი თინეიჯერის ისტორია. მას ბიჭური ტანსაცმელის ტარება უყვარს, რის გამოც მუდამ კომფლიქტები ხვდება გარშემომყოფებისგან მეგობრებისგან ოჯახის წევრებისგან. 9. გალია ჩიტებისთვის / The Birdcage (1996) რეჟისორი მაიკ ნიკოლსი / Mike Nichols არმანის და ალბერტს საკუთარი ღამის ბარი აქვთ მაიამის ცენტრში. მათ სიმშვიდეს მოულოდნელად დაარღვევს არმანის შვილის დაბრუნება. 10. მარტოხელა კაცი / A Single Man (2009) რეჟისორი ტომ ფორდი / Tom Ford “გრანტი: -როდესაც რუსები ბომბს გვესვრიან გრძნობებისთვის დრო აღარ იქნება. ჯორჯი: -თუ ამ სამყაროში გრძნობებისთვის დრო აღარ იარსებებს მაშინ მე მასში ცხოვრება არ მსურს”. ფილმი აღწერს კოლეჯის პროფესორის ჯორჯ ფელკონერის ერთ დღეს, მან საყვარელი ადამიანი დაკარგა. დაკარგა ყველაზე ძვირფასი ნაწილი თავისი ცხოვრების და უჭირს ახალი დღის დაწყება. გულს ვერ უბრძანებ და რთულია შეეწინააღმდეგო საკუთარ თავს, ისეთს როგორიც ხარ. რადგან სიყვარული თვითონ ირჩებს ობიექტს, ამიტომ კარს უღებ მას ვისკენაც მიგიწევს გული. 884 შეფასება არ არის
|