x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსეთი ირწმუნება,რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აგვისტოს ბოლოს მზად იქნება

image

რუსეთში შესაძლოა ზაფხულის ბოლოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად იყოს. ამის შესახებ გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის დირექტორმა, ალექსანდრე გინცბურგმა რუსეთის 1 ტელეარხის ეთერში განაცხადა, იუწყება ТАСС.



”ვფიქრობ, ზაფხულის ბოლოს ვაქცინას დარეგისტრირდება. მსურს(და ასეც ვფიქრობ) თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, აგვისტოს თვეში ვიმედოვნებ მზად იქნება, ”- განაცხადა მეცნიერმა. მან ასევე აღნიშნა, რომ აცრა მარჯვენა მხარზე გაკეთდება. გინცბურგმა ისიც დასძინა, რომ თუ COVID-19 გახდება სეზონური დაავადება, მაშინ ვაქცინა მოხვდება ეროვნულ კალენდარში და ბავშვები სხვა სავალდებულო აცრებთან ერთად აიცრებიან.

როგორც მეცნიერემა აღნიშნა ამჟამად მიმდინარეობს წინასწარი კლინიკური კვლევები, მათ შორის ტოქსიკურობაზე, რეაქტოგენურობაზე და სხვა კრიტერიუმებზე ეს პროცესი გაგრძელდება დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, შემდეგ კი დაიწყება ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას.



დღეისთვის რუსეთში საყოველთაო ვაქცინაციის კალენდარში შედის ვირუსული B ჰეპატიტის, ჰემოფილური, მენინგიოკოკური და პნევმოკოკური ინფექციების, გრიპის, დიფტერიის, ყივანახველას, წითელას, წითურას, პოლიმიელიტის, ტეტანუსის, ტუბერკულოზისა და ყბაყურის საწინააღმდეგო აცრები .

ეპიდემიური სიტუაციის მიხედვით, ვაქცინაციის კალენდარი ასევე ითვალსიწინებს ვაქცინაციას ისეთი დაავადებების საწინააღმდეგოდ, როგორიცაა ცოფი, ტიფი, ჩუტყვავილა, ტკიპებით გამოწვეული ვირუსული ენცეფალიტი, მენინგოკოკური ინფექცია, ციმბირის წყლული, ქოლერა და შავი ჭირი.

0
255
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
255
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0