10 ადგილი იდეალური პაემნისთვის, რომელთაც ამოიცნობთ ფოტოებზე და წაიკითხავთ სტატიაში
ურთიერთობა და პაემნები რატომღაც უკავშირდება ერთფეროვან, ღვინის ბოკლით სავსე საღამოებს ძვირადღირებულ რესტორნებში, ჩვენ მოგვწონს მოქარგული ხელსახოცები, ცეკვა, საუბარი როალის თანხლებით და მკრთალი შუქი რომელიც შეყვარებულ თვალის გუგებს კიდევ უფრო გვიფართოვებს.. გვჭირდება რამე ახალი? თუნდაც მთვარის შუქზე სეირნობა ან სახლის სახურავზე შამპანურის შხეფების ფოიერვერკი? სულაც არ გამოვრიცხავ რომანტიკულ პაემანს რესტორანში იმ სიიდან სადაც შეიძლება გაჩნდეს პირველი ნაპერწკალი, მეტიც პირველი პაემანი მომთხოვნია, ძველი წიგნის სუნი ასდის და იასამნის ფურცელივით ნაზი უნდა იყოს.. შესაბამისად რესტორანი ან თუნდაც პატარა მყუდრო კაფე იდეალური ვარიანტია, სასიამოვნო მუსიკალური გაფორმებით..
![10 ადგილი იდეალური პაემნისთვის,
რომელთაც ამოიცნობთ ფოტოებზე და
წაიკითხავთ სტატიაში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202005/2020051514524990329.jpg)
მთავარია არ ვაფიქრებინოთ ჩვენს პარტნიორს რომ ფანტაზიის უნარი ამოგვეწურა და ყოველ შეხვედრაზე ისევ იქ არ გავაქანოთ სადაც პირველად აღფრთოვანდა თქვენით.. საკმარისია ვესტლაიფის სინგლი ჩართოთ და იდეები თავისით გაჩნდება..
შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო და რომანტიკულ იდეას, იყავით განსხვავებულები და იფიქრეთ ორაზროვანად..
![10 ადგილი იდეალური პაემნისთვის,
რომელთაც ამოიცნობთ ფოტოებზე და
წაიკითხავთ სტატიაში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202005/2020051517284390329.jpg)
ყველა ქალს უხარია ყურადღება და მითუმეტეს საჩუქრები, მიეცით მას უფლება ბედნიერებისგან იბრწყინოს, აჩუქეთ სასიამოვნო მოულოდნელობები, იქნება ეს ლიქიორიანი შოკოლადები თუ ურალოდ მაჯის საათი..
![10 ადგილი იდეალური პაემნისთვის,
რომელთაც ამოიცნობთ ფოტოებზე და
წაიკითხავთ სტატიაში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202005/2020051517323290329.jpg)
ყოველი თქვენი პაემანი ფილმს დაამსგავსეთ, გააოცეთ, გაახარეთ და მიეცით განცხრომას, ესტუმრეთ ზოოპარკს, მოაწყვეთ პიკნიკები, პარაშუტით იფრინეთ და ხელი არ გაუშვათ თქვენს რჩეულს.. ჰკითხეთ რა მოსწონს ან კითხვის გარეშეც შეგიძლიათ იმოქმედოთ ეს უფრო სასიამოვნო იქნება.. შეიძლება გამოიცნოთ თქვენი რჩეულის საყვარელი ჰობი..
![10 ადგილი იდეალური პაემნისთვის,
რომელთაც ამოიცნობთ ფოტოებზე და
წაიკითხავთ სტატიაში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202005/2020051517354390329.jpg)
იყავით საინტერესო, გამოხატეთ თქვენი გრძნობები თქვენი რჩეულისადმი.. ასწავლეთ ცურვა, ხატვა, გრძნობებით ხატვა და თოლიებთან ერთად ცურვა.. გაისეირნეთ ნავით, წადით აგარაკზე და უბრალოდ დატკბით გარემოს სილამაზით.. თქვენს გარშემო არსებული აყვავებული ბუნება მოგცემთ შთაგონებისა და სიყვარულის უნარს.. იცეკეთ წვიმაში და აჩუქეთ კოცნა მას..
![10 ადგილი იდეალური პაემნისთვის,
რომელთაც ამოიცნობთ ფოტოებზე და
წაიკითხავთ სტატიაში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202005/2020051517385190329.jpg)
იყავით ბავშვურად ლაღები, მორცხვები და აკეთეთ ის რაც აქამდე სულელურად გეჩვენებოდათ, გაერთეთ ატრაკციონებით, სილაში ითამაშეთ, უბრალოდ იპოვეთ ნაპერწკალი და მიჰყევით მას..
![10 ადგილი იდეალური პაემნისთვის,
რომელთაც ამოიცნობთ ფოტოებზე და
წაიკითხავთ სტატიაში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202005/2020051517404990329.jpg)
იგრძენით ადრენალინის მოზღვავება, ირბინეთ, ითამაშეთ და იკეკლუცეთ..
![10 ადგილი იდეალური პაემნისთვის,
რომელთაც ამოიცნობთ ფოტოებზე და
წაიკითხავთ სტატიაში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202005/2020051517424990329.jpg)
მიეცით მას უფლება იყოს თქვენი სუპერმენი, აჩუქეთ ერთმანეთს კომპლიმენტები, იფრინეთ სიყვარულისგან და იყავით ყოველთვის გემოვნებიანები..
![10 ადგილი იდეალური პაემნისთვის,
რომელთაც ამოიცნობთ ფოტოებზე და
წაიკითხავთ სტატიაში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202005/2020051517441990329.jpg)
იცეკვეთ, იცეკვეთ უსასრულობამდე, პარკში, სახლში, ქუჩაში, ღია ცის ქვეშ, იცეკვეთ თითქოს არავინ გიყურებთ და თითქოს ყველა თქვენი ცეკვის სურვილით იწვის..
![10 ადგილი იდეალური პაემნისთვის,
რომელთაც ამოიცნობთ ფოტოებზე და
წაიკითხავთ სტატიაში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202005/2020051517455390329.jpg)
იყავით რომანტიკულები, ყოველი დღე აქციეთ თაფლზე უფრო ტკბილ წუთებად და დალიეთ მხოლოდ შუშხუნა სასმელები, იყავით ალუბლებივით გემრიელი და რძესავით მსუყეები..
![10 ადგილი იდეალური პაემნისთვის,
რომელთაც ამოიცნობთ ფოტოებზე და
წაიკითხავთ სტატიაში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202005/2020051517484890329.jpg)
გააკეთეთ ის რაც თქვენს რჩეულს აფრთიანებს, გამოიცანით მისი სურვილები და უბრალოდ გიყვარდეთ, შეყვარებულ ქალზე ლამაზი არავინაა..