როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ის ''ის'' არის ? ვის აქვს სინამდვილეში სიყვარულის გასაღები?
ჩვენ ყველანი ვოცნებობთ ურთიერთობებზე, რომელიც აგვავსებს სასიამოვნო ემოციებით, რომელიც ზესთ მწყობრთა მწყობამდე აგვამაღლებს, გვაქცევს პოეტებად და გვაჩუქებს მუზას.. მაგრამ, სინამდვილეში არის თუ არა მარტივი შეადგენდე ურთიერთობის ნაწილს? ან ზოგადად ჰქმნიდე მას? არა
.. ამას არ ჭირდებება დიდი ძალისხმევა, საკმარისია, გიყვარდეს .. იყო მამაკაცი, უკვე საინტერესო ფენომენია, მაგრამ იყო შეყვარებული კაცი ეს კიდევ უფრო სხვა რამეა.. კაცები არც ისეთი მარტივები არიან, როგორებიც ჩვენ გვგონია.. მათაც უყვართ ფიქრი, ზოგჯერ იმაზე მეტი ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ, მათაც აქვთ ოცნებები, მაგრამ არც ისე ზღაპრული როგორიც ქალებს.. მათაც უყვარდებათ, ზოგჯერ აღიარებენ, ზოგჯერ არა.. მათაც მოწონთ, და უყვართ კომპლიმენტების თქმა, უყვართ სეირნობა, ვიდეო თამაშები და ისტორია
.. თუ გსურთ გაიგოთ რას ფიქრობენ ისინი სინამდვილეში ერთხელ მაინც წარმოიდგინეთ თავი კაცად, თუნდაც ჩაიცვით ისე როგრც ისინი, შეეცადეთ იფიქროთ ისე, როგორც ისინი, დალიეთ ის რასაც კაცები სვამენ და მოწიეთ სიგარა, თქვენც იმასვე იფიქრებთ რასაც სინამდველეში ისინი ფიქრობენ.. დაიწყებთ პრიორიტეტების გადანაწილებას, ფეხს ისე გადაიდებთ როგორც ამას კაცი აკეთებს და შეიძლება სწორედ მაშინ ამოხსნათ ამოცანა.. ამოცანა სიყვარულისა.. უბრალოდ იპოვეთ ადამიანი რომელიც თავს მთვრალად გაგრძნობინებთ როცა ფხიზელი ხართ.. ამაშია ბედნიერების გასაღები ..
შეხედეთ მას თვალებში
და უსმინეთ პეპლების ხმებს თქვენში ..