შოუბიზნესი ''მკვლელი დიეტები'' - რა რისკზე მიდიან ვარსკვლავები წონაში დაკლებისათვის 2020, 14 მაისი, 17:35 ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია ჭორი იმის შესახებ, რომ ცნობილმა საოპერო მომღერალმა მარია კალასმა უამრავი უშედეგო დიეტის შემდეგ სოლიტერი გადაყლაპა და მხოლოდ ამით მოახერხა წონაში დაკლება. სავარაუდოდ, ეს ლეგენდა საფუძველს მოკლებული არაა... და მაინც, რასთან ასოცირდება თქვენთვის გამოთქმა "ვარსკვლავური დიეტა"? - ალბათ სასწაულმოქმედ რჩევებთან, რომლებიც დაგეხმარებათ ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეთ ზედმეტი წონისაგან, მაგრამ ხშირად ყველაფერი ისე ადვილი და მიმზიდველი როდია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ინტერნეტში თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ უამრავი დიეტა იმ ვარკვლავებისაგან, რომლებმაც შეძლეს რეკორდულად მოკლე დროში გახდომა, თუმცა ყველაფერ ამას ჯანმრთელობის დაკარგვის და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მიაღწიეს.
მოდით, ერთად გავერკვეთ, რომელი სელებრითის დიეტის გამეორება არავითარ შემთხვევაში არ ღირს და რატომაა ისინი სიცოცხლისათვის საშიში. ნაომი კემპბელი - ლიმონათი კაიენის წიწაკით ნაომი კემპბელის ეს "გამოცდილი" მეთოდი უკვე არავისთვის აღარაა საიდუმლო. მოდელმა არაერთხელ უამბო ჟურნალისტებს, რომ გამოსვლის წინ ამ სუპერდიეტით ახერხებს ათ დღეში ათი კილოგრამის დაკლებას. ის ამ პერიოდის განმავლობაში საერთოდ უარს ამბობს საჭმელზე და მხოლოს სვამს ლიმონათს, რომლის შემადგენლობაში შედის ლიმონის წვენი, ნეკერჩხლის სიროფი და კაიენის წიწაკა. ესე იგი, გარდა იმ მცირეოდენი ნახშირწყლისა, რომელიც ნეკერჩხლის სიროფის შემადგენლობაში შედის და ლიმონში შემავალი С ვიტამინისა, მოდელი არ ღებულობს არანაირ საკვებ ნივთიერებას. კაიენის წიწაკა გასტრიტის გაჩენის რეალური წყაროა. მოკლედ, ეს დიეტა გახდომის შესანიშნავი ხერხია, ოღონდ მაზოხისტებისათვის. ჯონი დეპი-მწვანე ჩაის დიეტა ფილმ "მუქი ჩრდილების" გადაღების დაწყებამდე ჯონი დეპმა გადაწყვიტა საგრძნობლად დაეკლო წონაში და თან საკმაოდ მოკლე დროის განმავლობაში. მსახიობი ლიტრობით სვამდა მწვანე ჩაის, ხოლო საკვებიდან მხოლოდ მარწყვს და ანანასს იღებდა. მაინც რატომაა ეს დიეტა საშიში - კალორიულობაზე და კვებით ღირებულებებზე რომ არაფერი ვთქვათ, საკმარისია გავიხსენოთ დიეტოლოგების აზრი, რომლებიც კატეგორიულად კრძალავენ დღეში 2-3 ფინჯანზე მეტი მწვანე ჩაის დალევას. საქმე იმაშია, რომ მწვანე ჩაი შეიცავს კატეხინებს, რომელიც მართლაც გვეხმარება გახდომაში, მაგრამ მათი დიდი რაოდენობით მიღება ორგანიზმიდან გამოდევნის რკინას, თან საკმაოდ აქტიურად, ხოლო რკინის დეფიციტმა რა სავალალო შედეგამდეც შეიძლება მიგვიყვანოს, ეს თქვენთვის კარგადაა ცნობილი (ანემია და მსგავსი დაავადებები). ლინდსი ლოჰანი - ხილის წვენების დიეტა ერთხელაც ლინდსი ლოჰანმა მოახერხა გახდომა, თან ისე კარგად, რომ ლამის ანორექსიამდე მივიდა. მსახიობმა ერთ თვეში შეძლო 12 კილოგრამის დაკლება იმით, რომ ღებულობდა მხოლოდ ახლადგამოწურულ ხილის წვენებს და სხვას აბსოლუტურად არაფერს. სწორედ ამ საბედისწერო დიეტის წყალობით მან ანორექსია აიკიდა. სინამდვილეში ეს დიეტა ძალიან სახიფათოა და ექსტრემალური- ორგანიზმი არ ღებულობს ცილებს, საკვებ ნივთიერებებს და ცხიმებთან ერთად თვალსა და ხელს შუა დნება კუნთებიც. გარდა ამისა, ეს დიეტა საშიშია იმითაც, რომ ფრუქტოზის დიდი რაოდენობით მიღებამ თავისუფლად შეიძლება შაქრიანი დიაბეტი აგკიდოთ. ლინდა ევანჯელისტა, დიეტა IV ლინდა ევანჯელისტას ცნობილმა დიეტებმა არაერთი მოდელი მიიყვანა სრულ გამოფიტვამდე. ანორექსიამდე მისულმა ლინდამ თვითონაც ძლივს მოახერხა ნორმალური ფორმის დაბრუნება. განსაკუთრებით ექსტრემალურია ლინდას დიეტა IV. ის დაფუძნებულია კალორიების დათვლაზე - დღეში არაუმეტეს 400 კალორიისა. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რას ჭამს დღეში 3 წლის ბავშვი. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვილი ბავშვის რაციონი უფრო კალორიულია, ვიდრე ლინდას დიეტა. მაინც რას უარყოფითი ეფექტები აქვს მოდელის დიეტას? -ესაა ნივთიერებათა ცვლის მოშლა (დიეტის შემდეგ ორგანიზმი დაიწყებს ენერგიის "ეკონომიას" და ერთ პატარა სტაფილოსაც კი ცხიმად გარდაქმნის), გამოფიტვა სრულ ანორექსიამდე და სიცოცხლისათვის აუცილებელი ელემენტების სრული უქონლობა. ასე რომ, თუ თქვენთვის სიცოცხლე ძვირფასია, უმჯობესია თავი შეიკავოთ ამ ექსტრემალური დიეტისაგან. ვიქტორია ბექჰემი-კენკრა და საშიმი ვიქტორია ბექჰემი- დიეტების ნამდვილი პროფესორია. მან უამრავი მათგანი გამოსცადა თავის თავზე, მაგრამ ყველაზე მკაცრი დიეტა, რომელსაც ვიკი მისდევდა მესამე შვილი გაჩენის შემდეგ, იყო კენკრის და საშიმის დიეტა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბექჰემი ჭამდა მხოლოდ იაპონური წესით მომზადებულ უმ თევზს და კენკრას. გასაოცარი ნებისყოფააა, არ მეთანხმებით? რა თქმა უნდა, ასეთი რაციონი ღარიბია უჯრედისით და ყველა ვარიანტში გამოიწვევს საჭმლის მონელების მოშლას. გარდა ამისა, დღიურად მიღებული კალორიების რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ადამიანი შეიძლება სისუსტისაგან ძვლებშიც კი გადატყდეს. ანჯელინა ჯოლი - მარცვლოვანი დიეტა ვინ აღარ ლაპარაკობს ანჯელინა ჯოლის არაბუნებრივ სიგამხდრეზე. თუ ტაბლოიდებს დავუჯერებთ, ამაში დამნაშავე მარცვლოვანი დიეტაა, რომელსაც ენჯი უკვე წლებია მისდევს. ამერიკული ჯურნალი Posh24 წერს: "ანჯელინა ყოველთვის იყო მარცვლოვანების და თესლეულის მოყვარული, თუმცა უკანასკნელ წლებში ეს სიყვარული უკვე გაღმერთებად გადაიქცა. სხვა სიტყვებით რონ ვთქვათ, ის ჩიტივით იკენკება მარცვლეულით და აბსოლუტურად არ ღებულობს ვიტამინებს, ნახშირწყლებს და მინერალებს. ანჯელინა ამტკიცებს, რომ მარცვლეული სრულიად უზრუნველყოფს მას საკვები ნივთიერებებით და საოცრად მაგიურად მოქმედებს სახის კანზე, თუმცა ანჯელინას გამხდარი სახე და გამოფიტული სხეული სულ სხვა რამეზე მეტყველებს. საქმე იმაშია, რომ მსახიობი საერთოდ არ ღებულობს ხორცს, ხილს და თევზს. კვების ასეთი რეჟიმის უარყოფითი მხარე ისაა, რომ მარცვლეული არ შეიცავს ცილებს და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელ ელემენტებს. ასე რომ, ამ დიეტის დაცვით შეიძლება საბოლოდ გამოეთხოვოთ ჯანმრთელობას. რენე ზელვეგერი - ცილები + გრეიფრუტის წვენი ფილმში- "ბრიჯიდ ჯონსის დღიური" შესრულებული როლის შემდეგ მსახიობს მოუხდა 20 კილოგრამის დაკლება, რადგან მან ეს წონა აკრიბა ოსკაროსანი როლის გამო. გასახდომად რენემ რადიკალური მეთოდი არჩია-ცილოვანი პროდუქტები + გრეიფრუტის წვენი, რომელიც განთქმულია იმით, რომ ინტენსიურად წვავს ცხიმებს. მსახიობმა რაციონიდან აბსოლუტურად გამორიცხა ფქვილოვანი ნაწარმი, ტკბილეული და ხილი. ის იკვებებოდა მხოლოდ ორთქლზე მომზადებული თევზით, ქათმის და ინდაურის ხორცით. დესერტად კი აყოლებდა გრეიფრუტის წვენს. მიუხედავად იმისა, რომ ცილოვანი დიეტა უკანასკნელ ხანებში არნახული პოპულარობით სარგებლობს, მის მიერ გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე საკმაოდ ბევრი ექიმი ალაპარაკდა. ზედმეტ ცილას შეუძლია გამოიწვიოს თირკმელების მუშაობის მოშლა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებანი. ღირს კი სილამაზე ჯანმრთელობის დაკარგვად?- ეს თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ! 599 7-ს მოსწონს
|