დიეტოლოგია "15 ათასამდე შემომთავაზეს რეკლამაში... არ ენდოთ ხაფანგს!" - რა ვიცით სახიფათო დიეტის შესახებ, რომელსაც ცნობილი სახეები უწევენ პოპულარიზაციას 2020, 13 მაისი, 13:29 ადამიანები ოცნებობენ, იყვნენ ლამაზები, ჰქონდეთ იდეალური ფორმები, ამისათვის კი სხვადასხვა სახის პლასტიკურ ოპერაციებსა და დიეტებს მიმართავენ. წონაში დასაკლებად ვარჯიში წლებს მოითხოვს, თუმცა შედეგი ჯანსაღი და გარანტირებულია, აი დიეტების შემთხვევაში კი, ფიზიკურად არ იღლები და შედეგსაც რამდენიმე დღეში ხედავ, თუმცა რამდენად ჯანსაღს, ეს საეჭვო საკითხია... ბოლო დროს, "ინსტაგრამზე" პოპულარული ქართველების გვერდები გამოჩნდა, სადაც ყვებიან როგორ მიაღწიეს იდეალურ წონას სპეციალური დიეტის საშუალებით და ურჩევენ ყველას, ვისაც ჭარბ წონასთან ბრძოლა სურს, ამ დიეტის დაცვას. პერიოდულად აქვეყნებენ მადლიერი კლიენტების ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ ვიღაცამ 3 დღეში 7 კილო დაიკლო, ტექსტიც ხშირ შემთხვევაში გულისამაჩუყებელია - როგორ ხდებიან ქორწილისთვის „ენერჯი სმარტ დიეტის“ საშუალებით. პროდუქცია რუსეთიდან შემოდის, თუმცა, როგორც ქართველი ინფლუენსერები თავიანთ ვიდეოჩართვებში ამბობენ, ის ფრანგულ-რუსული წარმოებისაა. ალბათ ყველაფერი ასე ბედნიერად გაგრძელდებოდა, რომ არა ერთ დღეს დახურულ ფეისბუქ-ჯგუფში (GLAM FACTORY) გოგონას მიერ გამოქვეყნებული პოსტი ამ დიეტის შესახებ, რომელსაც დიდი გამოხმაურება და უკმაყოფილო მომხმარებლების კომენტარები მოჰყვა. "დიეტის დაწყებიდან პირველივე დღეს, დღეში ორჯერ მქონდა დიარეა, მეორე დღეს 3-ჯერ. მივწერე რატომ მქონდა ასეთი საშინელი დიარეა და პასუხი “ზუსტად ეგ კუჭის აშლა ხელს გიწყობთ იმაში, რომ გახდეთ". დღე მესამე - ისე ცუდად და შეუძლოდ გავხდი, მეგონა მოვიწამლე, იმიტომ, რომ პირღებინება მქონდა და ასევე მწვავე დიარეაც. არ დაგავიწყდეთ, არ ვჭამდი არაფერს, მხოლოდ დღეში ერთხელ, ისიც მოხარშულს. დედა ექიმი მყავს ️და მითხრა, რომ ეს უკვე ამ პროდუქტის დამასახურება იყო, მაინც არ დავუჯერე. დღე მეხუთე - ისე ცუდად გავხდი, რომ დამჭირდა გადასხმები, გამოვიფიტე მთლიანად, შემექმნა თირკმელებზე პრობლემა. მითხარით ხალხნო, ადამიანს დიარეა რომ გიგრძელდება 15-25-40 დღის მანძილზე, თან დღეში 4ჯერ, ეს ნორმალურია ორგანიზმისთვის?" - წერდა გოგონა. მსგავსი გამოცდილების შესახებ სოციალურ ქსელში კიდევ ბევრმა ახალგაზრდა ქალმა დაწერა, თუმცა, რადგან პოსტები დახურულ ჯგუფში დაიდო, მათ ანონიმურად დავტოვებთ: "გადავწყვიტე დეტალურად ავხსნა ყველაფერი და მოგიყვეთ ჩემი ძალიან ცუდი გამოცდილების შესახებ. ეს დიეტა ქსელური მარკეტინგის აყვავების ერთ-ერთი ხრიკია და საკმაოდ ცნობილი ადამიანები თავიანთი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე ისეთ რეკლამას უკეთებენ, რომ მარტივად შეიტყუებენ ნებისმიერ ადამიანს და დააჯერებენ, რომ ეს პროდუქტი ძალიან კარგია. ასევე ინტერნეტში ნახავთ ვითომ ექიმებს, რომლებიც ამ კოქტეილებზე დადებითად საუბრობენ და მეც კი, ადამიანს რომელიც მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის მომხრეა, დამაჯერეს რომ ცდად ღირდა. სანამ ამ პროდუქტს გამოვწერდი და მოხმარებას დავიწყებდი, ზუსტად 1 თვით ადრე მომიწია ყოველწლიურმა გამოკვლევამ და სისხლში რაც კი რამე შეიძლებოდა, ყველაფერი გამომიკვლიეს. არც ერთი მაჩვენებელი არ ყოფილა არადამაკმაყოფილებელი. ჩამომივიდა კოქტეილები, 6 დღე დავლიე. დავიკელი 3-4 კილო (სითხის ხარჯზე) გავაგრძელე ჯანსაღი კვება და ვარჯიში და ამის მიუხედავად ეს წონა პირველივე კვირაში მოვიმატე. ყველაფერი აქედან დაიწყო - მალევე თავს ვეღარ ვგრძნობდი კარგად, მივხვდი რომ ჩემი ენერგიის დონე საკმაოდ დაეცა. დამეწყო თავბრუსხვევები. ერთ საღამოს სავადმყოფოშიც კი მოვხვდი ამის გამო და ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა. იქ გამიკეთეს სისხლის ზედაპირული ანალიზი, რომლის მიხედვითაც, ჰემოგლობინი მქონდა დავარდნილი და მითხრეს, რომ მივსულიყავი ოჯახის ექიმთან და თავიდან გამეკეთებინა დეტალური გამოკვლევა. მალევე ჩავაბარე ანალიზები და აღმოჩნდა რომ:
სახეზე მაქვს აშკარა სურათი: ჩემი სისხლის იდეალური მდგომარეობა ამ საშინელი პროდუქტის მიღებამდე და სისხლის სავალალო მდგომარეობა ამ პროდუქტის მიღების შემდეგ! თავბრუსხვევას ასე საშინლად რომ არ შევეწუხებინე და იმ დღეს საავადმყოფოში არ ამომეყო თავი, არც გამოვიკვლევდი მეორედ სისხლს და ვერც მივხვდებოდი რისი ბრალი იყო ჩემი უენერგიობა. ამიტომ, დამერწმუნეთ 100% აგირევთ სისხლში მაჩვენებლებს. სავარაუდოდ, ვერც გაიგებთ დიდი ხანი და სისხლის ასეთი ცუდი სურათი ძალიან ბევრ დაავადებას განავითარებს თქვენს ორგანიზმში. ასე რომ, მართლა გირჩევთ არ გაეკაროთ და არ გარისკოთ თქვენი ჯანმთელობა, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში!" - წერს "ენერჯი დიეტის" მომხმარებელი საკუთარი გამოცდილების შესახებ. თუმცა „ენერჯი დიეტის“ შესახებ ჯგუფში გამოქვეყნებულ პოსტის კომენტარებში, კმაყოფილი მომხმარებლებიც წერენ, რომ შედეგს ნამდვილად მიაღწიეს და ცუდადაც არ გამხდარან. "მე ძალიან კმაყოფილი ვარ. საცდელად 7 დღე მივიღე ეს ყველაფერი და დავიკელი 4 კილოგრამამდე. არც ცუდად ვყოფილვარ, არანაირი უკუჩვენება, რთული კი იყო. გაგრძელებას არ ვაპირებ მაგრამ ასეთი საშინელებაა არაა" ჯგუფში განხილულ თემას გამოეხმაურა ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელსაც სოციალურ ქსელებში უამრავი მიმდევარი ჰყავს. როგორც მან დაწერა, დაუკავშირდა რუსულენოვანი მამაკაცი, რომელმაც დაუჯერებლად მაღალი თანხა შესთავაზა ამ პროდუქტის რეკლამირებისთვის... განაგრძეთ კითხვა <<< 900 2-ს მოსწონს
|