x
პემფიგუსი
პემფიგუსი
სიტყვა პემფიგუსი ბერძნული წარმოშობისაა და ბუშტს ნიშნავს. პემფიგუსი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება აკანტოლიზის შედეგად შიდაეპიდერმული ბუშტების წარმოქმნით. დაავადების ეტიოლოგია უცნობია, ვლინდება შეჭიდულობა სხვა აუტოიმუნურ დაავადებებთან .


დაავადების ხელშეწყობი ფაქტორებია

1. ემოციური სტრესი

2.ნარკოტიკები


3.დიეტა

4.ულტრაიისფერი გამოსხივება

5.სხვადასხვა ქირურგიული ჩარევები

6.ინფექციები

7.სხვადასხვა მედიკამენტი


პემფიგისი გვხვდება ნებისმიერ ასაკში, მათ შორის - ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებთანაც, მაგრამ დაავადების პიკი მოდის 50-60 წლის პირებზე . ხშირია ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში. 0, 5-3, 2 შემთხვევა 100 000 კაცზე.


უმეტესად გამონაყარი პირველად ჩნდება პირის ღრუში, ტკივილით და ყლაპვის გაძნელებით. ახასიათებს დიდი ზომის, სითხით სავსე ბუშტუკების არსებობა, ბუშტუკების ადგილზე მოგვიანებით ვითარდება ეროზიები, არ ახასიათებს ქავილი, მაგრამ ხშირია მეორადი ინფიცირება.


არსებობს პემფიგუსის სხვადასხვა სახეები : ვულგარული, ფოთლისებური, სებორეული, ვეგეტაციური და IGA პემფიგუსი.


ვულგარული პემფიგუსი ყველაზე ხშირია სხვა ფორმებთან შედარებით . უმეტესად იწყება პირის ღრუდან. ფოთლისებრი პემფიგუსი ძირითადად ლოკალიზდება გულმკერდზე, ბუშტუკის ზედაპირი არის ნაზი და მალევე სკდება, წარმოიქნება ეროზიები. სებორეული პემფიგუსი ლოკალიზდება სებორეისთვის დამახასიათებელ ადგილებში : სახე, კისერი, თავის თმიანი არე და სხვა. ბუშტუკის სეროზულ შიგთავსში ერევა ცხიმი, რის შედეგადაც ვითარდება მოყვითალო ფერის ქერქი. ვეგეტაციური პემფიგუსი ძირითადად ლოკალიზებულია გარეთა სასქესო ორგანოებსა და მათ გარემომცველ კანზე, სხეულის ნაოჭებში, ჭიპის არეში, უკანა ტანში .


როგორ ისმება პენფიგუსის დიაგნოზი?


1. კლინიკური სიმპტომატიკა

2. ნიკოლსკის სიმპტომი

3. ციტოლოგიური გამოკლევა

4. ჰისტოლოგიური გამოკლევა

5. იმუნოფლუორესცენციული გამოკლევა

6. კანის ბიოფსია, ჰემატოქსილინი და ეოზინის საღებავი

7.კანის ბიოფსია, პირდაპირი იმუნოფლუორესცენცია


პემფიგუსის მკურნალობა ხანგრძლივია. მკურნალობა ტარდება სისტემური კორტიკოსტეროიდებით. გამოიყენება ადიუვანტური პრეპეარატები რომლებიც ზრდის ძირითადი პრეპარატის ეფექტურობას და აქვს ე.წ. სტეროიდდამზოგველი მოქმედება .


მკურნალობის პერიოდში აუცილებელია კარგად დამუშავებული, ნახევრად თხევადი საკვების მიღება, ავადმყოფებს სჭირდებათ ცილითა და ვიტამინებით მდიდარი საკვები, ნახშირწყლების შეზღუდვა რაციონში და საჭიროა ჰიგიენის წესების დაცვა დაზიანებული კანის ინფიცირებისაგან დასაცავად .


0
223
4-ს მოსწონს
ავტორი:არმინე კუშიან
არმინე კუშიან
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0