x
image
თორნიკე55
„ვიცი, რაც გაკლიათ. თქვენ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მოწყობა დაგვიწყებიათ"!

ვალუტის გადამცვლელი პუნქტილეგენდის თანახმად, ერთ ზე-მდიდარ პიროვნებას ზინოვი გერდტის მეზობლად აგარაკი აუშენებია, ერთ დღეს საყვარელი მსახიობი სტუმრად მიუწვევია და „ბეჭის ამოგდებით“ სტუმარი უსასრულოდ ვრცელ სართულებზე მონდომებით შემოუტარებია. სათითაოდ დაათვალიერებინა თურმე გიგანტური ზომის დარბაზები, ათეულობით საძინებელ-მოსასვენებელი, როკოკო-ბაროკო ბუხრებით და ვერსაჩეს ლომებით მოვარაყებული გრანდიოზული მისაღები ოთახები, მომსახურე პერსონალის „მოკრძალებული სამყოფელი“ და ბოლოს, როდესაც სატრენაჟორო დარბაზამდე და 30 ადგილიან საოჯახო კინოთეატრამდე მიუღწევიათ, მსახიობი შეყოვნებულა და მცირე ჩაფიქრების შემდეგ უთქვამს: „ვიცი, რაც გაკლიათ. თქვენ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მოწყობა დაგვიწყებიათ!“.

0
82
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0