მამაკაცი ფაქტიურად მისი ასეთი მდგომარეობა სიკვდილის ტოლფასია-მანანა არჩვაძე-გამსახურდია 2020, 3 მაისი, 16:37
მანანა არჩვაძე-გამსახურდია შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში ახალ ინფორმაციას აქვეყნებს:
"სამი თვე ისე გავიდა, რომ ცოტნეს დამტვრეულ თავის ქალაზე არავითარი მედიკამენტოზური მკურნალობა არ ჩატარებია, ტვინი რომელიც მოკლებულია აღქმას, ემოციებს, გარემოში ვერ ერკვევა, მეტყველება ნულის დონეზეა, ცენტრალური ნერვული სისტემა რეაგირების გარეშეა და სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა…, მისი ზონდერ მხარდამჭერები დუმილს ამჯობინებენ, სამი თვის გაცდენა ასეთ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფს სამუდამო ინვალიდობას უქადის, რაც ტერაქტის დამკვეთების და მხარდამჭერების მიზანი იყო, თუ ცოტნე სიკვდილს გადაურჩებოდა!!! ფაქტიურად მისი ასეთი მდგომარეობა სიკვდილის ტოლფასია. მსოფლიოში თუ რამ შესაძლებლობა არსებობს გირჩევთ გამოიყენოთ, რათა ცოტნე ამ ტრაგიკული მდგომარეობიდან გამოვიდეს, დრო მიზანმიმართულად ნუ გაგყავთ, თავს ვერაფრით გაიმართლებთ !!! წინააღმდეგ შემთხვევაში დამკვეთი, მკვლელი, მხარდამჭერი საზოგადოებისგან უმძიმეს პასუხს მიიღებს.” შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია გასული წლის დეკემბერში კოლხური კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთარი სახლის სიახლოვეს მძიმედ დაჭრეს. ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე დააკავეს 5 პიროვნება, აქედან 4-ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული 1 პირი სასამართლომ გაათავისუფლა. ცოტნე გამსახურდიას ხეჩინაშვილის კლინიკაში ორი რთული ოპერაცია გაუკეთდა, შემდეგ კი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. 626 1-ს მოსწონს
|