საზოგადოება წელს მევენახეებს გაუჩნდათ სიამაყის გრძნობაც, რომ მათ თავიანთი ვენახით არამარტო საკუთარი, არამედ საქვეყნო საქმეც გააკეთეს 2020, 30 აპრილი, 2:18 COVID 19 - მა მოსახლეობა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებაზე მეტად დააფიქრა, როგორია ბოლო პერიოდში ვენახის ფართობების ზრდის ტენდენცია და უნდა ველოდოთ თუ არა შემდეგ წლებში ამ მხრივ მატებას? პანდემიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საჭიროა თითოეულ ქვეყანას ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი დამოუკიდებლობა მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის საკითხში. ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროსი;კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (ფაკულტეტის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი) დავით მაღრაძესაქართველოში მევენახეობა და მეღვინეობა ლიდერი დარგებია, შედის რა ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის პირველ ხუთეულში. ამიტომ მისი ლიდერი პოზიციის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის. საქართველოს მევენახეობა და მეღვინეობა ჰარმონიულად ვითარდება 2013 წლიდან. ეს ნიშნავს ღვინის სახეობების რაოდენობრივ მატებას, ხარისხობრივ გაუმჯობესებას და მარკეტინგულ წარმატებებს. ამის საფუძველს კი სწორედ მევენახეობა ქმნის, რომელიც ღვინოზე გაზრდილ მოთხოვნებს ვენახების ფართობების გადიდებითა და საჰექტარო მოსავლიანობის გაზრდით პასუხობს. ვენახების ზრდის ტენდენციები კარგად იყო გამოკვეთილი ბოლო წლების განმავლობაში და გაგრძელდა მიმდინარე სეზონზეც - მე ვიცი ბევრი მევენახე, რომელმაც ამ წელს - COVID 19-ის კარანტინის პერიოდში - გააშენა ახალი ვენახი. მაგრამ ახალი ვენახის გაშენებით გამოწვეული სიხარულის გარდა წელს მევენახეებს გაუჩნდათ სიამაყის გრძნობაც, რომ მათ თავიანთი ვენახით არამარტო საკუთარი, არამედ საქვეყნო საქმეც გააკეთეს.საქართველო ღვინის სამშობლოდაა აღიარებული. ცხადია ქართული ღვინისა და ყურძნის სხვა პროდუქტებზე მოთხოვნა ყოველწლიურად მატულობს, არის თუ არა არსებული ვენახები პოტენციურად მზარდი ბაზრისთვის საკმარისი? საბაზრო მოთხოვნა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ბიზნესის განვითარებას და სანედლეულო ბაზის შესაბამისობას. ამიტომ ეს უკანასკნელი თან მისდევს მოთხოვნას. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი ვენახები ძირითადად აკმაყოფილებს ამჟამინდელ საბაზრო მოთხოვნებს (თუმცა ხვანჭკარისა და უსახელოურის ყურძნის მაღალი შესასყიდი ფასი გარკვეულ დეფიციტზეც მიუთითებს). მაგრამ ამავდროულად, ჩვენი ვენახები თან მიჰყვება მზარდ საბაზრო მოთხოვნას ორი კუთხით: 1) ფართობების გაზრდა და წარმოებული ყურძნის რაოდენობის გადიდება; 2) ადექვატურობა საბაზრო მოთხოვნებისადმი, ანუ ისეთი ყურძნის ჯიშების წარმოების გაზრდა, რომლის ღვინოზეც გადიდებული მოთხოვნა შეინიშნება. პირველ საკითზე პასუხი უკვე გავეცით წინა კითხვაში. მეორე საკითხის მაგალითად შეიძლება დავასახელოთ საფერავის ფართობების ზრდა ქინძმარაულის ადგილწარმოშობის ზონაში, ხოლო ალექსანდროულისა და მუჯურეთულის - ხვანჭკარის მიკროზონაში; იშვიათი ჯიშების - ქისის, ხიხვის, დანახარულის, მცვივანის, შავკაპიტოს, თავკვერის, უსახელოურის და ა.შ. - ვენახების ფართობების ზრდა და მათი მონაწილეობით შექმნილი ღვინოების პრეისკურანტის მატება. თქვენ აქტიურად ხართ ჩართული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების კუთხით. აგრეთვე ხელმძღვანელობთ სამეცნიერო მიმართულებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე. დანერგა თუ არა COVID19-ის რეჟიმმა ახალი შესაძლებლობები ამ მიმართულებით? ალბათ უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ COVID19-მა გამოიწვია ჩამოყალიბებული კომუნიკაციის ფორმების გადახედვა და გარკვეული განსხვავებული შეხედულებების და მიმართულებების ჩამოყალიბება არსებული რეალობის ადექვატურად. სავარაუდოდ, ახალი მიმართულებების გაჩენა მომავალშიც არის მოსალოდნელი. ამჯერად რაზეც შეიძლება საუბარი, ეს არის განათლების სამინისტროს შემოთავაზებების ბაზაზე ჩამოყალიბებული დისტანციური სწავლების მრავალფეროვანი ფორმების - აუდიო და ონ-ლაინ ლექციები, სემინარები და შეხვედრების - ათვისება, განვითარება და დახვეწა სხვადასხვა ტექნოლოგიურ ბაზაზე. მომავალში ეს უკანასკნელი წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული სტუდენტებთან და ასევე უცხოელ კოლეგებთან დისტანციური კომუნიკაციის მიზნით. პანდემიით გამოწვეულმა გადაადგილების შეზღუდვებმა ლაბორატორიული მუშაობის გარკვეული პოტენციალის შემცირება (თუმცა არა სრული შეჩერება) გამოიწვია, რომელიც ვიმედოვნებთ, რომ მალე დასრულდება. სამაგიეროდ, გამოთავისუფლებული დრო მთლიანად დაეთმო უკვე არსებული ექსპერიმენტული მასალების ანალიზს, სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობასა და ახალი საპროექტი წინადადებების ჩამოყალიბებას, რომელთა რეალიზაციაც დაიწყება პოსტ-COVID19-ის პერიოდში. 184 1-ს მოსწონს
|