x
ალუბლების ცეკვა, მივეცეთ სიყვარულს ერთად

შთაგონება შრომისმოყვარეობის და ფოკუსის ქარბუქია .. ჩვენ არ შეგვიძლია მისი კონტროლი, ის გვაკონტროლებს და გვმართავს ჩვენ .. გვექცევა, როგორც ზღაპარს და სწორედ მისი წყალობით ვბრწყინავთ.. მუზა არ არის მხატვრული საიდუმლო, ის მათემატიკურ განტოლებას უფრო ჰგავს..image
როცა ჩვენ ვჯდებით და ვწერთ, მუზების ძალა კონცენტრირებულია ჩვენ გარშემო, სწორედ მათი წყალობით მივექანებით ბურუსით მოცულ გზაჯვარედინზე..შთაგონებას გვაძლევს ის, რაც ხილულად ან უხილავად გვაფრთიანებს, აცოცხლებს პეპლებს და იწყებს ნოტებით სასიამოვნო თამაშს.. ვინ ან რა არის მუზა სინამდვილეში? ილუზია თუ ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ? ადრე მუზა წარმომედგინა შუა ხნის ქალად, დიდი აზიდული თვალებით და მუდამ მომღიმარი სახით, რომელსაც ხელში ბევრი სხვადასხვა ფერის ბურთულა ეჭირა, თითქოს ის აძლევდა საშუალებას ადამიანებს აერჩიათ თითო ბურთულა და ამით უნაწილებდა ის ხალხს შთაგონების წყაროებს.. ვინ უნდა გადაშვებულიყო მთელი სხეულით ღრმა კლდოვან კედლებს შუა და გადაშლოდა უზადო არეალი ხატვისთვის.. ის ხდიდა ხმას ხავერდოვანს რათა ემღერათ.. ხდიდა მოქნილს, რათა ვნებიანად ეცეკვათ.. ჩუქნიდა მათ ბამბუკის გრძელ ბუმბულიან კალამს, რომ გაუთავებლად ეწერათ.. ასე იწყებოდა შედევრების ეპოქა.. მუზად იღვრებოდა ყველა დეტალი კაცში.. თითქოს მათში ერთი დიდი ზოოპარკი ცხოვრობდა..image
ისინი ყველანაირად ფიქრობდნენ, ყველა ცხოველად გადაიქცეოდნენ და ზესთ მწყობრთა წყობამდე მაღლდებოდნენ.. ალბათ მუზა ის არის ვის ან რასაც ჩვენში შემოღწევის, ჩვენი აზრების კონტროლის უფლებას ვაძლევთ.. ბოლომდე მხარს ვუჭერთ და გასაქანს ვაძლევთ, რომ ძილშიც არ მოგვასვენოს, თავს დაგვესხას და წვიმის წვეთად გვაქციოს.. ჩვენ ხომ მისი წყალობით გვიყვარს ჩვენი საქმე, მუზა გვქმნის და გვძერწავს.. მუზაა სიყვარული და რომანტიკა, სილამაზე და უსასრულობა..

0
118
შეფასება არ არის
ავტორი:მილიცა რუსია
მილიცა რუსია
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0