x
image
მანანა თურმანიძე
კორონა ბრალდებები - რას ფიქრობს ოფიციალური რუსეთი კორონავირუსზე და ვუჰანის ლაბორატორიის მანიპულაციაზე
image


ვუჰანის ლაბორატორიამ "გააკეთა აბსოლუტურად შეშლილი რამ, რათა კორონავირუსით მანიპულირებით გამოეწვია ადამიანების დაინფიცირება" - აცხადებს ცნობილი რუსი მიკრობიოლოგი.


პროფესორი ჩუმაკოვი, მოსკოვის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი, ამბობს, რომ: ”ჩინეთში, ვუჰანის ლაბორატორიის მეცნიერები ათი წლის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდნენ კორონავირუსის სხვადასხვა ვარიანტის შემუშავებაში.


უფრო მეტიც, მათ ეს გააკეთეს, სავარაუდოდ, არა პათოგენური ვარიანტების შექმნის მიზნით, არამედ მათი პათოგენურობის შესასწავლად.



ჩემი აზრით, მათ გააკეთეს აბსოლუტური სიგიჟეები. მაგალითად, ჩანართები გენომში, რამაც ვირუსს ადამიანის უჯრედების ინფიცირების შესაძლებლობა მისცა.


ახლა ეს ყველაფერი გაანალიზებულია. მიმდინარე კორნავირუსის შესაძლო შექმნის სურათი ნელა ჩნდება.”


მან გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეც“-ს განუცხადა: ”არსებობს მრავალი ჩანართი, ანუ გენომის ბუნებრივი თანმიმდევრობით ჩანაცვლება, რამაც მას განსაკუთრებული თვისებები მიანიჭა.


საინტერესოა, რომ ჩინელებმა და იმ ამერიკელებმა, რომლებიც მათთან მუშაობდნენ, გამოაქვეყნეს თავიანთი ნამუშევრები ღია (სამეცნიერო) პრესაში".


image

"ვფიქრობ, რომ გამოძიება მაინც დაიწყება, რომლის შედეგადაც შემუშავდება ახალი წესები, რომლებიც დაარეგულირებს მუშაობას ასეთი საშიში ვირუსების გენომებთან. ჯერ ადრეა ვინმეს დადანაშაულება.”


მისი თქმით, ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს "ვირუსის ვარიანტები ... მავნე განზრახვის გარეშე", რაც შესაძლოა აივ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისთვის იყო გამიზნული.


მაგრამ, თქვა მან: ”არავინ გამორიცხავს, ​​რომ მეცნიერების უკან კურატორები იდგნენ, რომლებიც მოქმედებებს მიმართავდნენ სხვა მიმართულებით, როგორც მათ სჭირდებოდათ”.


პროფესორი ჩუმაკოვი ასევე დაკავშირებულია რუსეთის იმუნობიოლოგიური პრეპარატების კვლევისა და განვითარების ფედერალურ კვლევით ცენტრთან.


ვლადიმერ პუტინის სპიკერმა ამ კვირაში გააჟღერა გაფრთხილება ბრალდებების წინააღმდეგ იმის შესახებ, რომ კორონავირუსი ადამიანის ხელით იყო შექმნილი.


”იმ სიტუაციაში, როდესაც არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია, მეცნიერების მიერ მხარდაჭერილი და გადამოწმებული ... ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიუღებელი და დაუშვებელია ვინმეს უსაფუძვლოდ დადანაშაულება.” - თქვა დიმიტრი პესკოვმა.


ადრე, ვერონიკა სკვორცოვას, რუსეთის ფედერალური სამედიცინო-ბიოლოგიური სააგენტოს ხელმძღვანელს და პუტინის ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს, ჰკითხეს, შეიძლება თუ არა პანდემიის ვირუსი წარმოებული იყოს ადამიანის მიერ.


”ეს არც ისე იოლი კითხვაა. ის მოითხოვს ძალიან საფუძვლიან შესწავლას, ”- თქვა მან რუსეთის პირველ არხზე.


"სერიოზული კვლევაა საჭირო, არცერთი ვერსია არ არის გამორიცხული.”


მან დასძინა: ”ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის ფრაგმენტები ამ ვირუსს განასხვავებს ძალიან ახლო ნათესავისგან, სარსისგან.


ისინი დაახლოებით 94 პროცენტი მსგავსია, დანარჩენი განსხვავებული…


ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული გამოკვლევა უნდა ჩავატაროთ”.


აშშ-მა არაერთხელ დაადანაშაულა ჩინეთი საგანგაშო მდგომარეობის დაფარვაში კორონავირუსის გამო, რომელიც, როგორც იგი მიიჩნევს, წარმოიშვა ვუჰანის ლაბორატორიაში. თუმცა მეცნიერებმა ამის დამადასტურებელი საბუთი ვერ მოძებნეს და ის ჩინეთმაც უარყო.


მისი ბოლო შეტევისას, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ დაადანაშაულა ჩინეთი კორონავირუსის ნიმუშების განადგურებაში, როგორც კონსპირაციის ნაწილი, ეპიდემიის გავრცელების საწყის პერიოდში.


მისი თქმით: ”მან (ჩინეთმა) დამალა, თუ რაოდენ საშიშია დაავადება.


მან არ განაცხადა ადამიანისგან-ადამიანზე გადაცემის თვისების შესახებ, ერთი თვის განმავლობაში, ვიდრე ის ჩინეთის ყველა პროვინციას არ მოედო, იგი ცენზურას ადებდა მათ, ვინც მსოფლიოს გაფრთხილებას ცდილობდა, რათა შეეჩერებინათ ახალი ნიმუშების ტესტირება და აგრეთვე გაანადგურა არსებული ნიმუშები.”


image


ამასთანავე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენლებმა შეაქეს ჩინეთი გამჭვირვალობისა და ეპიდემიასთან გამკლავების გამო.


დაავადება პირველად დაფიქსირდა დეკემბერში, ვუჰანში და გავრცელდა 2.6 მილიონზე მეტ ადამიანზე, რომლებიც დააინფიცირა, ხოლო180, 000-ზე მეტი მოკლა, მთელს მსოფლიოში.


წყარო: https://www.thesun.co.uk/news/11462934/coronavirus-wuhan-lab-russia-microbiologist-claims/



0
163
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0