x
image
ზოგადი განათლება
ბავშვები და მუსიკა - როგორ განვუვითაროთ ბავშვებს გონებრივი პოტენციალი ადრეული ასაკიდან

ფლეიტა, გიტარა, გნებავთ ფორტეპიანო - ბავშვთა უმეტესობა ადრეული ასაკიდან იწყებს ინსტრუმენტებზე დაკვრას, რაც საკმაოდ კარგია. მუსიკა წამალივითაა არა მარტო სულიერი განვითარებისთვის, არამედ პოზიტიურად მოქმედებს ტვინის განვითარებასა და პოტენციალზე. ბავშვები, რომლებიც ადრიდანვე ინტერესდებიან მუსიკითა და მუსიკალური ინსტრუმენტებით, არიან უფრო ყურადღებიანები და იშვიათად ჰიპერაქტიულები. ამასთანავე დამხმარე როლს ასრულებს მუსიკალური ვარჯიში ყურადღების დეფიციტის, ჰიპერაქტიული სინდრომისა და დისლექციის(კითხვის უნარის დაქვეითება) მქონე მცირეწლოვანებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის დადებითი ეფექტები, რომლებსაც ინსტრუმენტებზე ადრეულ ასაკში დაკვრა განაპირობებს, ნარჩუნდება ასაკის მსვლელობასთან ერთად(სხვაგვარად, ასაკის ზრდის მიუხედავად, შეძენილი გავლენები არ ქვეითდება).

image

მუსიკა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს კაცობრიობის თითქმის ყველა კულტურაში და ეს გასაკვირი არცაა - ჰარმონიული ჟღერადობა ზემოქმედებს ჩვენს ხასიათსა და შეგრძნებებზე. მუსიკა გვეხმარება '’გამოფხიზლებასა’’ და განტვირთვაში. მუსიკაზე თავისებურად რეაგირებს ყველა, მათ შორის ჯერ არდაბადებული არსებები, რომლებიც დედის საშვილოსნოში იმყოფებიან(ეს კიდევ ერთხელ მიგვითითებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნაყოფის შემდგომ განვითარებაზე ორსულობის პერიოდში მუსიკის მოსმენა). ჯანმრთელობის მხრივ, ეფექტურია არა მარტო მღერა, არამედ მოსმენაც - ეს აძლიერებს გულის მუშაობას და ქვემოთ წევს სისხლის წნევას( უცხოელ ექიმთა რეკომენდაციით, მაღალი წნევის მქონე ადამიანებმა ყოველდღიურად უნდა უსმინონ მუსიკას, როგორც წნევის რეგულირების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას).





ახალი ნერვული კავშირები ტვინში




ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება მუსიკისა და დაკვრის სარგებლიანობასთან დაკავშირებით ვთქვათ, მისი წარმოუდგენლად დიდი გავლენაა ტვინზე. კვლევებმა აჩვენა, რომ მცირე დროით ვარჯიში ინსტრუმენტებზე უკვე გვამზადებს პირველი ცვლილებებისთვის. მაგალითად, ვიოლინოზე დაკვრით წარმოიშობა ახალი ნერვული კავშირები, რომლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ აბამენ ე.წ. ’’ ნატიფ ქსელს’’ ტვინში. ეს, პირველ რიგში, აიოლებს სწავლას და ორმაგად ავითარებს მახსოვრობის უნარს.

image

კიდევ უფრო გამაოგნებელია ეფექტები ტვინზე, როცა ინსტრუმენტებზე დაკვრას ბავშვობიდანვე ვიწყებთ. დადასტურებულია, რომ ადრეულ ასაკში მუსიკალური განათლების მიღება ასტიმულირებს ტვინის ყველა იმ უბანს, რომელიც პასუხისმგებელია მოძრაობის კოორდინაციასა და კონცენტრაციაზე. აგრეთვე იმ არეალებს, რომლებიც სწავლასა და მახსოვრობას ემსახურება. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ემოციურობის განვითარებისა და ნორმალიზების პროცესშიც.

მეორე მხრივ, მრავალჯერ განმეორებადი, სისტემატიური მუსიკალური ვარჯიშები(მოსმენა, მღერა და განსაკუთრებით ინსტრუმენტებზე დაკვრა) ხელს უწყობს ბავშვებში თვითდისციპლინის ჩამოყალიბებას, ამაღლებს თვითშეგნებას და თავდაჯერებულობას, აუმჯობესებს მეტყველებას, ზრდის დაკვირვების ხარისხს, ამცირებს დაბნეულობისა და გაფანტულობის შემთხვევებს.

image

მაშ,

1. ხშირად განიტვირთეთ მუსიკით ორსულობის პერიოდში და მიეცით საშუალება თქვენს ნაყოფს შეძლებისდაგვარად მალე ეზიაროს მუსიკასა და მის ძალას.

2. შეუქმენით ბავშვებს გარემო, რომელიც თავად უბიძგებს მას მუსიკით დაინტერესებისკენ.

3. თქვენ კი უსმინეთ, იმღერეთ და დაუკარით ინსტრუმენტებზე, თუკი გუნების ცვლილებას ამჩნევთ. ამ ''საქმით'' სისტემატიური დაკავება გუნების სტაბილურობას, სასიამოვნო ემოციებსა და ამაღლებულ განწყობას მოგიტანთ.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ სტატია!

0
32
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0