სხვა "არ არსებობს არავითარი ვირუსი!"– რუსი მედდის ჩანაწერები 2020, 26 აპრილი, 14:28 მოსკოვის ქალაქის №40 საავადმყოფოს, ე.წ. "კომუნარკას" ექთნის ჩანაწერები. "საოცარია, როგორ არის ადამიანი მოწყობილი. ეს რეალობის არდაჯერების ჯიუტი უგნურობა მაცოფებს. აბა, თვალები გაახილე, ფანჯარას გახედე - სასწრაფო დახმარების მანქანები სირენების წივილით ერთიმეორეს მიყოლებით გარბიან. ყველა ახალი ამბები ერთ თემას ეხება, თუმცა ნაცნობმა ლიფტიორმა და ბლოგერმა Instagram- ზე ”ავტორიტეტულად” შეატყობინა ხალხს, რომ "არანაირი დაავადება არ არსებობს." არა იმიტომ, რომ ის პირადად ცუდად გრძნობს თავს, არამედ უბრალოდ, ჟანრის კანონის თანახმად: "ხალხო ნუ დაუჯერებთ, გვატყუებენ! ისინი ჩვეულებრივი ცინგლების გამო ძალად მიგვათრევენ ბოქსირებულ განყოფილებაში! შეთქმულებაა, ტოტალურად ჩიპების ჩადგმა, ეკონომიკის გადანაწილება! დედამიწა არის კვადრატული, ხოლო "კომუნარკაში"(იგულისხმება №40 ქალაქის საავადმყოფო) დასახლდნენ მასონები, რომლებსაც სურთ.... და ა.შ. მაგალითად, გუშინ მამაკაცი შემოიყვანეს, პირდაპირ რეამინაციაში გადავიყვანეთ, ძნელია განსაზღვრო ვინაა, იქ უკვე ყველა "ჰალსტუხის გარეშეა", მხოლოდ პამპერსები.კლასიკური ჟანრი-პნევმონია, ხროტინებს, მარტენის ღუმელივით ცხელია, ახალგაზრდაა, ასე 45 წლის, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის კანდიდატია, დაბინდულ თვალებს ძლივს ახელს და ამბობს:" რა არის, ამ ვირუსზე ყველაფერი სიმართლეა?კარგით რა, არ არსებობს არავითარი ვირუსი..ეს მოიგონეს..." ვაააჰ! ჩვენთან ბევრი ახალი არაფერი ხდება. ვცხოვრობთ ჩვენს ინფექციურ “ქალაქში”, ზუსტად ცვლიდან ცვლამდე. ზოგადად, მეჩვენება, რომ მხოლოდ საავადმყოფოში ვცხოვრობ, რადგან სახლში მოვდივარ და მხოლოდ მძინავს და მძინავს. ბოლო დროს, ცხენივით ზეზეულად კინაღამ ლიფტში ჩამეძინა, ძალდატანებით ვიღვიძებ, მთავარია დედაჩემს დავურეკო და ფსევდოხმაზე ვუთხრა, რომ ყველაფერი რიგზეა. იგივე მეორდება ჩემი ქალიშვილზეც. შემდეგ ვიძინებ, რადგან სიზმარში მაინც არ ნერვიულობ და არ ფიქრობ ამ ყველაფერზე. სინამდვილეში ეთიშები ამ კოშმარს. ისე, მე მაინც არა მიშავს - მარტოხელა ვარ. და ვისაც პატარა ბავშვები ჰყავს? საერთოდ ვერ წარმომიდგენია. უნდა გაუმზადო, იზრუნო ... ქმართან იჩხუბო. აი, ჩვენი პრეტენზიების სიახლეების კატეგორიიდან - მოიტანეს სამედიცინო კომბინიზონების ახალი ნაკრები. არ ვიცი, ვინ გამოიგონა ეს, კაცობრიობის მტრებმა? არა მარტო სუნთქვაა შეძლებელი, არამედ საერთოდ რაღაც გაუმტარია, თითქმის ლინოლეუმი! ისე, რომ წარმოიდგენ მთელი დღე ამ აბჯრით უნდა იარო თავზარი გეცემა ... მაგრამ აუცილებელია მისი ტარება, თავი არ უნდა დაინანო. არა! არავითარ შემთხვევაში, არცერთი წუთით! ამ მომენტში ვცდილობ ვიფიქრო იმათზე, ვინც რეგიონებშია. ამბობენ, რომ ზოგჯერ არაფრით იცავენ თავს. მჯერა! და თანაგიგრძნობთ მეგობრებო. სხვათა შორის, ჩვენ უკვე მივიღეთ კლასიფიკაცია "ალიკაპი"(გულისხმობს დამცავ ნიღბებს). ყველაზე საშინელი და ყველაზე ლამაზიც. საშინელებაა - ისინი თვალებზე ისე გიჭერს, როგორც ყველაზე პატარა ზომის საცვალი მუცელზე, ერთ საათში ოფლიანდება ისე, რომ შეუძლებელია სუნთქვა, ყარხარ და გეწყება ქავილი. გაძლევენ სხვას, რომ გამოიცვალო, გარბიხარ "გახდის ზონაში" ("ჩაცმის ზონის" საპირისპიროდ), ეშმაკმა იცის, სად უნდა "მოკლა" მთელი ეს კოსტუმი, შემდეგ ისევ უნდა ჩაიცვა, მხოლოდ ერთი რესპირატორის გულისთვის. ამით საქმეს ცდები და კარგავ ძვირფას დროს. მაგრამ აქაც გამიმართლა - დავმეგობრდი ერთ დეიდასთან, რომელიც აკონტროლებს ჩაცმის პროცესს და მაძლევს ორი ლამაზ ნიღაბს ერთდროულად! და თუ სამი მომცა- გოგოებს ვუზიარებ. ზოგიერთმა ექიმმა თავისთვის შეიძინა რაღაც მაგარი „აირწინაღი“. ჩემმა ქალიშვილმა სულგრძელობა გამოიჩინა, ის უკვე ზრდასრულია, 25 წლის და შემომთავაზა ეყიდა ჩემთვის იგივე საკუთარი ფულით. მაგრამ მე არც განყოფილების უფროსი ვარ, არც ექიმი, ეს რაღაცნაირად სულელური საქციელი იქნებოდა ზოგად ფონზე ... დიახ, თან ფულიც არ გვაქვს. უკეთესია დეიდას ვთხოვო კარგი ნიღაბი. რეანიმინაციაა ბოლო-ბოლო ... და კიდევ ერთი რამ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნიღბები. ეს უცნაურია და ძალიან საშინელა: რატომ კვდებიან ახალგაზრდები ასე სწრაფად? ხნიერი ხალხი უფრო მეტ ხანს იბრძვის სიცოცხლისთვის. ალბათ, მეცნიერები მოგვიანებით გვეტყვიან ამის შესახებ, როდესაც ისინი გაერკვევიან ამ "არარსებულ" დაავადებაში, განათავსებენ თაროებზე და შეიტანენ რეესტრებში. ახლა ამისთვის არავის სცალია. რაშიც დარმწუნებულები ვართ და ცხადია, რომ დაავადება არსებობს, არ აქვს მნიშვნელობა რას ამტკიცებს ნახევრადშეშლილი პიონერი ვალია, პაციენტი პამპერსებში თუ ბლოგერი." 575 5-ს მოსწონს
|