სხვა გინდათ გახდეთ სასურველი? შეიყვარეთ საკუთარი თავი, იყავით ის ვინც ხართ და იკითხეთ, რადგან კითხვაშია ბედნიერების გასაღები 2020, 26 აპრილი, 0:08 იქნება თუ არა მილიცას სტატიები, თქვენი ყოველდღიური მეგზური და ვისწავლით თუ არა ერთად?! მე მილიცა ვარ, ჰაეროვანი, თავით ფეხებამდე მაგიური და ჭრელი, დაახლოებით ისეთივე როგორ სიზმრებსაც ვხედავ.. მიყვარს ხატვა, ფიქრი და ოცნება.. ღრუბლებში ვლივლივებ, ცისარტყელაზე ვზივარ და მთვარის შუქს ვაკვირდები, მომწონს ვარსკვლავების განლაგება და ბუშტები, ბევრი ფერადი ბუშტი.. ემოციებით სავსე ვარ, ეიფორიით, ღელვითა და ჟრუანტელით.. მიყვარს ჩემი ცხოვრება, მეტიც ის მაფრთიანებს და ვგიჟდები საკუთარ თავზე მხოლოდ იმიტომ რომ მე ასეთი ვარ, მხოლოდ იმიტომ რომ არასდროს ვმალავ გრძნობებს.. მიყვარს სილურჯე.. მიყვარს ვნება, კოცონის ბობოქრობა, მწველი მზე, ისეთივე როგორიც ჩემს სიზმრებშია.. ღრმა და ბურუსით მოცული ფანტაზია ვარ.. საკუთარ თავს აღვადგენ როცა მარტო ვრჩები და ვცდილობ გავუძლო უკიდეგანოდ ვრცელი გრძნობების, მძაფრი ვნებათაღელვის კორიანტელს, რომელიც ნებსიდ თუ უნებლიედ თავს მესხმის, თავით ფეხამდე ჟრუანტელად მაქცევს.. მათრობს.. ერთ დიდ წვეთად გადაიქცევა, რომლის დაცემის ხმაც არ წყდება და არც მინდა რომ შეწყდეს.. დამდნარ ჟელატინად მაქცევს, მთის ზეფირად.. გამაწითლა, გამაფერადა.. ისე, როგორც ვერავინ და ვერაფერმა.. მას ჩემი ფუნჯი ჰქვია, რომელმაც ყოველთვის ზუსტად იცის რა მინდა, რას ვგულისხმობ, რას განასახიერებს შტრიხი და ზოგჯერ უბრალო მზერა.. ჩემმა ფუნჯმა იცის, როგორ უნდა გააბედნიეროს, როგორ უნდა მოეფეროს, სად წავიდეს და რა შექმნას .. მოდით შევიყვაროთ, მოდით ვწეროთ დღიურები, წავიკითხოთ წიგნები, აღმოვაჩინოთ ვარსკვლავები ჩვენს თავებში.. ალბათ ზოგ თქვენგანს, როგორც მე არ ჰქონდა დრო, რომ ეკითხა ან დაეწერა, თუნდაც ევარჯიშა ან უბრალოდ შეყვარებოდა.. მოდით დავიწყოთ ეს დღეიდან.. მე ავირჩიე ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო და საყვარელი წიგნი წასაკითხად, ნიკოლას სპარკსის -''დღიური'', ზოგჯერ საყვარელი წიგნის კითხვა ან ახალი საყვარელი წიგნის აღმოჩენა ბიბლიოთეკაში ჟანგბადს ჰგავს ან სისხლს ჩვენ ვენებში.. ვიმოგზაუროთ მაგიურ ფურცლებში, დავიჭიროთ გრძნობა და გავაგრძელოთ ცხოვრება სხვადასხვა პიროვნებებით ან უბრალოდ კეთილი გონებით.. 109 შეფასება არ არის
|