ფსიქოლოგია ამ იაპონური სიბრძნის წყალობით, უკეთესად ცხოვრებას შეძლებთ 2020, 31 აგვისტო, 9:43 აღმოსავლეთის და დასავლეთის ფილოსოფია მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგ., ბევრი რამ, რაც ევროპელებისთვის ცხოვრების ნორმად ითვლება, იაპონიაში აკრძალულია. ხოლო, იაპონიაში რაც მიღებულია, ჩვენთვის, შეიძლება, გაუგებარი იყოს და უცნაურადაც მოგვეჩვენოს.
იაპონელები თვლიან, რომ ზედმეტი აზრები, ადამიანს ყველაზე მნიშვნელოვან საქმეზე, ყურადღების კონცენტრაციაში უშლის ხელს და შეიძლება, ჭეშმარიტების გზიდანაც კი ააცდინოს.
მაგ., იაპონელი მოსწავლე, გამოცდის წინ, ვიდრე სკოლაში წავა, რჩევის მისაღებად, აუცილებლად მშობლებთან მიდის, რაც ამ ქვეყანაში, ერთგვარი რიტუალი და ტრადიციაა. ხოლო, ისინი ბავშვს ეუბნებიან: «ყველაფერი ისე გააკეთე, თითქოს, ამ ქვეყანაზე აღარა ხარ» — და ესეც ტრადიციის ნაწილია. იაპონელებს სჯერათ, რომ ასეთი რჩევა-დარიგება, ადამიანს საკუთარი შიშების გადალახვაში და ფარული პოტენციალის გახსნაში ეხმარება.
იაპონელების აზრით, ემოციებს გონების დაბინდვა შეუძლია და სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ადამიანი, ცხოვრების გზაზე, ძალიან ბევრ შეცდომას უშვებეს. მათი მტკიცებით, მხოლოდ ის იქნება, თავისი ცხოვრების ბატონ-პატრონი, ვინც საკუთარი გრძნობების მართვას შეძლებს! მაგრამ, ემოციებისგან გათავისუფლება, ევროპელებისთვის ძალიან რთულია... ხოლო, კავკასიელებისთვის, — საერთოდ წარმოუდგენელი. რაც შეეხებათ იაპონელებს, ისინი ემოციების კონტროლს ბავშვობიდან ეჩვევიან და სწორედ ამიტომ აქვს სახის ერთნაირი გამომეტყველება ყველა იაპონელს: მათ სახეებზე ვერაფერს ამოიკითხავთ — ვერც წუხილს და ვერც ბედნიერებას.
იაპონელებს სამყაროზეც თავისებური ხედვა აქვთ. მათთვის, ცხოვრებაში, მთავარი — თვითდისციპლინა და საკუთარი საქმის სრულყოფილად ცოდნაა. იაპონელი სკოლის მოსწავლეებიც კი, ძალიან განსხვავდებიან ჩვენი მოსწავლეებისგა — ისინი სკოლაში ცოდნის მისაღებად დადიან და არა იმიტომ, რომ ამის ვალდებულება აქვთ, ან ვინმე აძალებს.
სწორედ განათლებას აქვს, ამ ერისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა. ისინი მზად არიან, რომ მთელი ცხოვრება სწავლას მიუძღვნან, რადგან მათი აზრით, ვიდრე ადამაინი რამეს მიაღწევს, ან იმისთვის რომ თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი გახდეს, — ბევრი უნდა ისწავლოს.
გარდა ამისა, ფიქრობენ, რომ სრულყოფილების მიღწევა ყველას არ შეუძლია, რადგან ამისთვის, შესაბამისი ნიჭია საჭირო! თუმცა, მისკენ, ყველა ადამიანი უნდა ისწრაფვოდეს!!!
* 5 ბრძნული აზრი და რჩევა, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ
* ახალგაზრდობის, ბედნიერებისა და წარმატების 4 საიდუმლო * რჩევები 30-ს გადაცილებულებს – 60-ს გადაცილებულებისგან! ამის წაკითხვა ნამდვილად ღირს! 96 7-ს მოსწონს
|