x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
10 სამეცნიერო ფაქტი დედამიწის შესახებ, რომლიც ბევრმა არ იცის. ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენი პლანეტისთვის

გეოგრაფია სკოლაში ყველას უსწავლია და დედამიწის შესახებ, ფაქტიურად, ყველამ ყველაფერი იცის! აქ კი, 10 ფაქტს წარმოგიდგენთ, რომელიც სკოლოს სახელმძღვანელოებში, გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოხვდა.


image


ვინ მოიგონა სახელი «დედამიწა». ინგლისურად პლანეტას «Earth»-ი ჰქვია. ეს სიტყვა VIII საუკუნეში ანგლო-საქსური სიტყვიდან — erda-დან გაჩნდა, რაც მიწას (ნიადაგს) ან გრუნტს ნიშნავდა.




image


დედამიწის რადიაქტიურობა. დედამიწის მყარი ბირთვის ზედაპირზე ტემპერატურა, მეცნიერთა აზრით, დაახლოებით, 6 230 °C-ის ტოლია, რაც უფრო მაღალია, ვიდრე იგივე მაჩვენებელი მზის ზედაპირზე (5 500 °C). პლანეტის გავარვარებული ბირთვი წარმოქმნის ნაწილაკებს, რომლებსაც ანტინეიტრინო ეწოდება და ჩვენი პლანეტის მიერ გამომუშავებული სითბოს ნახევარი (40 ტერავატი) სწორედ ამ ელემენტების რადიოაქტიური დაშლის შედეგად მიიღება.




image


სიცოცხლე ოკეაანის ფსქერის ქვეშ. ზღვის ფსკერიდან 2, 5 კმ-ს სიღრმეზე, დაახლოებით, 2.9 x 10^29 მიკროორგანიზმი ბინადრობს და მათი უჯრედების გაყოფის სიჩქარე 10-დან – 1000 წლამდე პერიოდს შეადგენს.




image

ხავსების სამფლობელო. არ არის დედამიწაზე ადგილი, ხავსი რომ არ იზრდებოდეს — ის ყველგან «ხარობს»: ხეზე, ნიადაგის და ქვის ზედაპირზე და უდაბნოშიც კი, რადგან მას წყლის «დაჭერა» ჰაერშიც კი შეუძლია.





image

მსოფლიო ოკეანის დონე მატულობს. 2100 წლისთვის, ოკეანის დონე 80 სანტიმეტრით გაიზრდება, რაც ძალიან სახიფათოა კუნძულოვანი და ზღვის სანაპიროებთან მდებარე ქვეყნებისთვის.




image

ღრუბლები, როგორც პლანეტის ტემპერატურის მარეგულირებლები. ყველა ღრბელში არსებული წყლის შეგროვება და დედამიწის ზედაპირზე გადანაწილება რომ შეიძლებოდეს, დედამიწის დაფარვა, ადამიანის თმის ღერის სისქის, თხევადი აპკის ფენით იქნებოდა შესაძლებელი... და ასეთი მიზერული რაოდენობის წყალი, ჩვენი პლანეტის კლიმატს ისეთად ხდის, როგორიც ის არის.




image

პლანეტარული მასშტაბის თერმული ძრავა. მზის სითბოს შთანთქვა პლანეტის დაბალ განედებზე და ზედაპირების მიერ ხდება. ხოლო, მისი გამოსხივება, უკვე მაღალ განედებზე და ატმოსფეროში ხორციელდება. ბუნებრივი თერმული ძრავის მუშაობა, ქარებისა და ქარიშხლების კინეტიკურ ენერგიაში გადადის, რომელიც არც ისე ეფექტურად მუშაობს — სხვაობა თბილ და ცივ ჰაერის მასებს შორის, ძალიან დიდია და სითბოს გარკვეული ნაწილი სულ ტყუილად იკარგება.




image

დედამიწის მოცულობა მცირდება. დედამიწა თანდათანობით «ხდება» და ამის მიზეზი გრუნტის წყლების ამოტუმბვა არის — წყლის ამოღების შემდეგ, გამოთავისუფლებულ ადგილზე, მიწის ფენის ჩაშლა ხდება.




image

საფრთხე პლანეტისთვის. ყველაზე დიდი საფრთხე დედამიწისთვის, რომელმაც, შეიძლება, ის შუაზე გააპოს, — 12 ბალის მაგნიტუდის მიწისძვრა არის.




image

მიკრობები და ვირუსები დედამიწაზე. ჩვენს პლანეტაზე იმ რაოდენობის მიკრობია, რომ დათვლა კი არა, წარმოდგენაც კი შეუძლებელია. მაგ., ერთ ჩაის კოვზ ნიადაგში, მილოარდამდე მიკრობია... შედარებისთვის, აფრიკის კონტინენტზე, ამდენივე ადამიანი ცხოვრობს.

რაც შეეხება ვირუსებს, მათი რიცხვი, დაახლოებით, 10 ნონილიონს შეადგენს, — ეს 30 ნულიანი რიცხვია და იმაზე მეტია, ვიდრე ცაში ვარსკვლავები...

ჩვენ ერთ კორონავირუსს ძლივს ვუმკლავდებით და წარმოიდგინეთ, პლანეტა რამდენად მყიფე მდგომარეობაშია და როგორი გაფრთხილება ესაჭიროება მას!

imageimageimage* 15 საინტერესო ფაქტი ლაბირინთების შესახებ და ლაბირინთიდან გამოსვლის წესი

* 20 ბუნებრივი მოვლენა, რომელიც შეიძლება სიკვდილის მიზეზი გახდეს (+ გაფრთხილება–რეკომენდაციები ზღვაზე დამსვენებლებისთვის)
* 20 რეალური ფაქი, რომელიც ტყუილს უფრო ჰგავს
* რატომ ეძახიან საკრედიტო დაწესებულებას «ლომბარდს», სიმსივნეს – «კიბოს»... და რატომ «მიდიან ინგლისელები დაუმშვიდობებლად»?

* 10 შოკისმომგვრელი ფაქტი აფრიკის შესახებ

0
952
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
952
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0