ჩვენ ხშირად ვოცნებობთ, მივეცემით ღრმა ფიქრებს, რომლებსაც ვინ იცის საითქენ მივყავართ.. გვსურს რომანტიკა, მაგრამ ვიცით კი სინამდვილეში რა არის რომანტიკა ან როგორ შევქმნათ ის? ჩვენ, ყველას გვინდა ჩვენი ცხოვრება მხატვრულ ფილმს ჰგავდეს, ჩვენი საყვარელი მამაკაცი კი იმ ჭკვიან, ძლიერ მამაკაცს, რომლებთა შესახებ ბავშვობიდან ვკითხულობთ ნოველებში .. და შემდეგ განვაგრძობთ მათზე ოცნებას, წარმოვიდგენთ როგორ გამოჩნდებიან ისინი ჩვენს ცხოვრებაში, როგორ გადაგვარჩენენ და ამავდროულად თავიანთ თავებსაც გადაირჩენენ .. ჩვენ არ ვოცნებობთ სტაბილურ, რუტინულ, პროგნოზირებად ურთიერთობებზე, ჩვენ ვოცნებობთ რომანტიკაზე, სასიამოვნო მოულოდნელობებზე.. რა გვინდა სინამდვილეში? გვინდა თავი სასურველად ვიგრძნოთ, ვიყოთ უსაფრთხოდ და მივეცეთ სიყვარულს..
თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ამას აკეთებს მას მართლა უყვარხართ
1. განებივრებთ კომპლიმენტებით
![თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ამას
აკეთებს, თქვენ მას მართლა უყვარხართ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202004/2020042517432190329.png)
2. აქვს სამომავლო გეგმები, რომლებშიც თქვენ მოგიხსენიებთ
3. უთქმელად კითხულობს თქვენს აზრებს
![თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ამას
აკეთებს, თქვენ მას მართლა უყვარხართ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202004/2020042517443990329.jpg)
4. ცდილობს ხშირად დაგირეკოთ, მას ხომ ენატრება თქვენი ხავერდოვანი ხმა
![თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ამას
აკეთებს, თქვენ მას მართლა უყვარხართ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202004/2020042517445190329.jpg)
5. სურს გააკეთოს რამე საინტერესო თქვენთან ერთად, იქნება ეს თამაში თუ უბრალოდ მუსიკის მოსმენა
![თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ამას
აკეთებს, თქვენ მას მართლა უყვარხართ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202004/2020042517450890329.jpg)
6. ზრუნავს თქვენზე, გაჩვენებთ თუ რატომაა ის თქვენით მადლიერი
![თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ამას
აკეთებს, თქვენ მას მართლა უყვარხართ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202004/2020042517452390329.jpg)
7. გამოხატავს სითბოს, თუნდაც ალერსიანი ღიმილით
![თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ამას
აკეთებს, თქვენ მას მართლა უყვარხართ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202004/2020042517454390329.jpg)
8. გჩუქნით საჩუქრებს
![თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ამას
აკეთებს, თქვენ მას მართლა უყვარხართ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202004/2020042517460190329.jpg)
9. იცის რა მოგწონთ
![თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ამას
აკეთებს, თქვენ მას მართლა უყვარხართ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202004/2020042517475790329.gif)
10. ახსოვს ყველაფერი, რაც კი ოდესმე გითქვამთ მათთვის
![თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ამას
აკეთებს, თქვენ მას მართლა უყვარხართ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202004/2020042517514790329.jpg)
უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტი პატივისცემაა, ეს აუცილებელი რამაა ჯანსაღი, ბედნიერი და ხანგრძლივი ურთიერთობის შესაქმნელად.. თქვენ ამით სითბოს, სიყვარულს და მისდამი კეთილგანწყობას გამოხატავთ..
შეიძლება თუ არა შევინარჩუნოთ ის თავდაპირველი გრძნობა, რომელმაც გვიბიძგა შევცვლილიყავით, რომელმაც სიყვარულის მორევში ჩაგვაგდო?! რათქმაუნდა ! მთავარია ნაპერწკალი არ დავკარგოთ.. ნაპერწკალია რომანტიკა, რომანტიკა კი თვითონ სიყვარულია .. არ ვიყოთ ერთფეროვნები, ვენდოთ, ვიფრინოთ სიყვარულისგან, არ ვაკრიტიკოთ, შევაქოთ, მივცეთ მათ ნება იყვნენ ისეთები როგორებიც სინამდვილეში არიან .. ვიყოთ პატარა ჭირვეული ბავშვები და ამავდროულად ამაყი, თავმომწონე ქალბატონები.. ზოგჯერ ამოუცნობები, ფანტაზიებით სავსე მანდილოსნები, რომელთა დაკარგვაც კაცებს არასდროს უნდათ.. ვიყოთ გარყვნილებიც და უმანკოებიც.. სპეტაკებიც და კიდევ უფრო საყვარლები.. ჩვენ თვითონ შევქმნათ ფილმები, ნოველები, რომლებშიც ადრე საკუთარ თავებს ვეძებდით, ჩვენ თვითონ ვიყოთ წვიმის წვეთები, რომლებიც ჩვენს სხეულზე ჩამოედინება, ვიყოთ თაფლი, რომლის დაგემოვნების სურვილი ყოველთვის აქვს ჩვენს საყვარელ ადამიანს, ვუყუროთ მათ თვალებში და ამოვიცნოთ მათი სურვილები .. ჩვენ მოგვწონს კაცები, რომლებიც მამაცები არიან, იციან რომ ქალები უნდა გააბედნიერონ და ამისთვის არაფერს იშურებენ, არ ავიწყდებით და უნდათ მთელი დღე, წუთი, წამი თქვენზე ფიქრს მიუძღვნან, ჩვენ მოგვწონს კაცები რომლებიც პრინც ერიკს ჰგვანან.. რომლებიც ფიქრობენ და თან მოქმედებენ, რომლებიც საყვარელ ქალებს სხვებს არ უთმობენ და იბრძვიან რათა სიყვარული დაიცვან .. რომლებიც ახსნის გარეშე მოქმედებენ, რომლებიც ერთ დღესაც ვერ ძლებენ ჩვენი ჩახუტების გარეშე და ამას აღიარებენ .. რომლებიც საუბრობენ ღიად, რომლებიც ისეთივე ჭკვიანები არიან როგირებიც ჩვენი საყვარელი მწერლები.. რომლებიც ჩვენი გულისთვის ვარცხნილობასაც კი შეიცვლიან, რომლებიც ითვალისწინებენ რჩევას, თქვენთან ცეკვავენ, სურვილებს გისრულებენ და სანაცვლოდ მხოლოდ უანგარო სიყვარულს ითხოვენ.. რომლებსაც მოსწონთ პიკნიკები, ცხოველები, სეირნობა და არ უშინდებიან არაფერს, რომელთათვის ზოგჯერ კანონიც კი არ არსებობს .. ან ისინი დაარღვევენ მათ ჩვენ გამო .. ჩვენ არ გვჭირდება თავგანწირვა ჩვენ გვჭირდება სიყვარულის გამომჟღავნება.. ჩვენ გვჭირდება სითბო .. კოცონი, ღვინის ჭიქა.. რომანტიკა, მზერა ..