მამაკაცი აწუხებთ თუ არა ფრჩხილის სოკო მამაკაცებს – 5 მითი და რეალობა სოკოს შესახებ 2020, 24 აპრილი, 13:01 ფრჩხილის სოკო ერთ–ერთი იმ პრობლემათაგანია, რომელსაც თქვენთან ერთად ცხოვრება ძალიან მოსწონს და წასვლა სულაც არ უნდა, თუ ძალიან არ მოინდომებთ. ეს ინფექციური დაავადებაა, რომელიც სწრაფად ვრცელდება და ადამიანმა დაავადებას თავი მარტივად რომ დააღწიოს, ამისთვის მკურნალობის დროულად დაწყებაა საჭირო. ამ დაავადებას ხშირად თან ახლავს უსიამოვნო სუნი და ფრჩხილის ჩაზრდის დიდი რისკი. ესთეტიკურად კი ძალიან უსიამოვნო შესახედია. ეს რომ არ დაგემართოთ, ჰიგიენის პირობებისა და კანის ზედაპირის მთლიანობის დაცვაა აუცილებელი. დაზიანებულ კანში ინფექცია ადვილად იჭრება. მნიშვნელოვანი ფაქტორია ჭარბოფლიანობის კონტროლიც, რადგან ტენიან გარემოში სოკოს გამრავლებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობები იქმნება. ამ საკმაოდ გავრცელებულ დაავადებაზე საზოგადოებაში არაერთი მითია გავრცელებული, რომელზე რეალურ ინფორმაციასაც ახლა გთავაზობთ: მითი #1 – მე არ დამემართება მსოფლიო მოსახლეობის 10% დაავადებულია ფრჩხილის სოკოთი, დაავადების ალბათობა ასაკის მატებასთან ერთად იზრდება. ეს დაავადება ყველგანაა, სადაც დადიხართ, მათ შორის საცურაო აუზებზე, სპორტ დარბაზებსა და სილამაზის სალონებში. სწორედ ამიტომ არ უნდა იფიქროთ, რომ ეს თქვენ არ დაგემართებათ და შეუმჩნევლად არ უნდა დატოვოთ ფრჩხილის ფერის, ფორმის შეცვლა, აქერცვლა. თუ ამას ყურადღებას არ მიაქცევთ, სიტუაცია ბევრად უფრო მწვავე გახდება და მკურნალობის პროცესიც გახანგრძლივდება. მითი #2 – ფრჩხილის სოკო კაცების პრობლემა არაა ბევრი ფიქრობს, რომ ფრჩხილის მოვლა მხოლოდ ქალების საქმეა და არც ფრჩხილის სოკო აწუხებთ მამაკაცებს. ხშირად ფრჩხილის ფერის ცვლილებაც არ ეჩვენებათ პრობლემად. რეალურად კი საქმე სულ სხვაგვარადაა. ფრჩხილის სოკო ისევე აქტუალური პრობლემაა კაცებისთვის, როგორც ქალებისთვის. მოუვლელი და დაავადებული ფრჩხილი მამაკაცსაც უქმნის დისკომფორტს, კაცზეც ისევე არაესთეტიკური სანახავია, როგორც ქალზე და ვიზუალურ მხარეზე რომ არ ვისუაბროთ, ეს არის დაავადება, რომელსაც კაცმაც ისევე უნდა უმკურნალოს, როგორც ქალმა. მამაკაცები, რომლებიც აქტიურად არიან დაკავებული სპორტით, უფრო ხშირად არიან მიდრეკილი სოკოვანი დაავადებისკენ. რადგან მიკროტრავმები, ოფლიანი ტერფები და გაუხეშებული ტერფები სოკოს ძალიან მოსწონს. მამაკაცები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ აუზზე, აბანოსა და პლაჟზე ინდივიდუალური ფეხსაცმლის გამოყენებას. აუცილებელია ჰიგიენის ნორმების მაქსიმალური დაცვა, ფეხის სწორი დაბანა, კარგი შემშრალება... ასევე, მნიშვნელოვანია ხარისხიანი ფეხსაცმლის ჩაცმა. სასურველია, რომ ერთი წყვილი ფეხსაცმელი გადაბმულად დიდი ხანი არ გეცვათ, რადგან ის შიგნიდან ინესტება, გაშრობას ვერ ასწრებს და სოკოსთვის სასურველი გარემო იქმნება. არ დაგავიწყდეთ რომ ჯანმრთელი ფრჩხილი მამაკაცებისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ქალებისთვის. მითი #3 – სოკოსგან განკურნება სპეციალური პრეპარატების გარეშეც შესაძლებელია როგორც კი ფრჩხილის უსიამოვნო ფერს შეამჩნევთ, ან სუნი გაჩნდება, აუცილებელია რომ მაშინვე მიმართოთ ექიმს და დროულად მოაგვაროთ პრობლემა, რომ უფრო სერიოზული გართულებების წინაშე არ დადგეთ. ონიქომიკოზის სამკურნალო საშუალებები მრავალფეროვანია. არსებობს ადგილობრივი და სისტემური საშუალებები. სასურველია, თუ დაავადებას ადგილობრივი მოხმარების პრეპარატებით დაამარცხებთ. ამ შემთხვევაში საუკეთესო არჩევანი არის ლაქის ტიპის პრეპარატები, რომელიც განაპირობებს წყალგაუმტარი აპკის წარმოქმნას ფრჩხილის ზედაპირზე, სამკურნალო ხსნარებისაგან განსხვავებით, რომლებიც მარტივად ჩამოირეცხება, რაც ამცირებს სამკურნალო ნივთიერების კონცენტრაციას ფრჩხილის ფირფიტაში. ლაქის გამოყენება რეკომენდებულია პროფილაქტიკის მიზნითაც. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ „ლოცერილი პრო“, რომლის უპირატესობა ისიც არის, რომ მხოლოდ კვირაში ერთხელ წასმა საკმარისია. მამაკაცებისთვის ლაქის საშუალებით მკურნალობა ბევრად უფრო მოსახერხებელი და პრაქტიკულია, ვიდრე სხვა საშუალებებით. მითი #4 – სოკო მხოლოდ ზაფხულის პრობლემაა ფრჩხილის სოკომ სეზონი არ იცის. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ფრჩხილი უფრო მეტად ზაფხულში ჩანს და მოვლაც ზაფხულშია საჭირო, ძალიან ცდებით. ფრჩხილის სოკო ცხელ სეზონზე მეტად ცივ სეზონში ჩნდება, რადგან ამ დროს უფრო ხშირად გიწევთ დახურული ფეხსაცმლის ტარება. ონიქომიკოზის მკურნალობა საკმაოდ ხანგრძივი პროცესია. სწორედ ამიტომ ის ზამთარში ან გაზაფხულზე უნდა დაიწყოთ, რომ ზაფხულში თქვენი ჯანმრთელი ფრჩხილების გამომზეურება თამამად შეძლოთ. ასე რომ არ დაგავიწყდეთ, ფრჩხილის სოკოს პრობლემის მოსაგვარებლად ზაფხულს ნუ დაელოდებით. მითი #5 - სოკოსგან დაცვა შეუძლებელია სოკოთი დაინფიცირება მარტივად ხდება, თუმცა მისგან დაცვა შესაძლებელია:
გაიძლიერეთ იმუნიტეტი, რადგან სოკოვანი დაავადებით ინფიცირება ადვილია, როცა ორგანიზმი დასუსტებულია. 683 1-ს მოსწონს
|