x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
როგორ მოვუაროთ მონსტერას - ფლორისტის რჩევები
image


ძლიერი, მსხვილღეროვანი და დიდფოთლოვანი ლიანა მცენარეა, რომლის სამშობლოდ ამერიკის ტროპიკული ტყეები მიიჩნევა. მშობლიურ ქვეყანაში ეს მცენარე დიდ ხეებზე 10-15 მეტრ სიმაღლემდეც კი ადის და ძალიან ლამაზ სანახაობას ქმნის. სახელიც სწორედ დიდი ზომისა და გარეგნობის გამო ეწოდა.


ყვავილობა


მონსტერას ყვითელი კონუსისებრი ყვავილედი აქვს, გარედან დიდი, თეთრი საფარველით. ოთახის პირობებში მცენარე მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ ყვავის, დაყვავილების შემდეგ ნაყოფი მწვანდება და იზრდება, ერთი წლის შემდეგ კი (როცა სრულად მომწიფდება) მოთეთრო ფერის ხდება.



განათება და მოვლა


მონსტერა მშვენივრად ეგუება ოთახის პირობებს და ადვილადაც იზრდება, თუმცა წინასწარ გაითვალისწინეთ, რომ დიდი ზომის გამო განვითარებისთვისაც დიდი ადგილი დასჭირდება. მცენარეს საცხოვრებლად ნათელი ადგილი უყვარს, მაგრამ ბუნებრივი გარემო-პირობებიდან გამომდინარე, ჩრდილსაც კარგად იტანს. არ უყვარს შუადღის მცხუნვარე მზე - ხუნდება და შეიძლება ფოთლებიც კი დაეწვას.


მონსტერასთვის საუკეთესო ტემპერატურააა 16-24 Co, 12Co-ზე დაბალ ტემპერატურაზე მცენარის ზრდა ჩერდება. გარდა ამისა, თუ მცენარე სითბოში იზრდება, ფოთლებს უფრო ლამაზი ჭრილები უჩნდება, ვიდრე სიგრილეში გაზრდილს.


მონსტერას უყვარს ტენიანობა, ამიტომ დამტვერილი ფოთლები შეგიძლიათ, თამამად გაუწმინდოთ - სანამ პატარაა და დაძრავთ, კარგი იქნება, აბაზანაში ან ეზოს ჩრდილში გრილი შხაპი მოუწყოთ; მოზრდილ მცენარეს კი შეგიძლიათ, წყალი სასხურებლით შეასხუროთ ან ფოთლები სველი ღრუბლითა და ნაჭრით გაუწმინდოთ. ამით ზედმეტ მტვერსაც მოაცილებთ და ფოთლებსაც გაახალისებთ.


image


რაც უფრო მაღალია ჰაერის ტენიანობა, მონსტერა ზომაში მით უფრო უკეთ იზრდება, თუმცა თბილისში ამ პირობის დაცვა ძნელია. ტენიანობის გასაზრდელად შეიძლება, მცენარეს ქოთანში ჩავუმაგროთ მსხვილი ჯოხი, რომელზეც ტორფს, ხავსს, ქოქოსის ან პალმის კანს ან, სულაც, ჯვალოს ნაჭერს შემოვახვევთ. სახვევის სისტემატურად დასველებით მცენარეს შესამჩნევად გავუზრდით ტენიანობას. გარდა ამისა, სახვევიანი ჯოხი მცენარის ვერტიკალურად დასამაგრებლადაც გამოადგება. მასზევე შეიძლება საჰაერო ფესვების დამაგრებაც. საჰაერო ფესვები გინდათ საყრდენზე დაახვიეთ, გინდათ - მიწაში ჩაუშვით, მთავარია, არავითარ შემთხვევაში არ მოაჭრათ. საჰაერო ფესვების გარეშე მცენარის ზრდა-განვითარებას სერიოზული ზიანი მიადგება.
ჰაერის ტენიანობას მცენარე თავადაც შესანიშნავად განსაზღვავს - როცა მის ირგვლივ ჰაერის ტენიანობა მაღალია (დაახლოებით, ისეთი, როგორც ტროპიკული წვიმის წინ), ფოთლების წვეროებზე მცენარეს წყლის წვეთები უჩნდება - ამ დროს ამბობენ ხოლმე, მონსტერა „ტირისო. სინამდვილეში, ამით მცენარე ჰაერის მაღალ ტენიანობაზე მიგვანიშნებს.


ასეთივე წვეთების წარმოქმნას იწყებს მცენარე იმ შემთხვევაშიც, თუ ზედმეტი მორწყვა მოგვივიდა. ამ გზით მონსტერა თავს ზედმეტი წყლისგან „ითავისუფლებს“.


მორწყვა


მონსტერას მორწყვისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ოტახის ტემპერატურა, რადგან რაც მეტია სითბო, მით უფრო ხშირად დასჭირდება მცენარეს მორწყვა. მონსტერას წყალი უყვარს, მაგრამ უზომოდ მორწყვასაც ვერ იტანს - თუ ქოთანში წყალი ჩაუდგება, დალპება. ამიტომ, უმჯობესია, შუალედებში მიწის შეშრობას დაელოდოთ და მცენარე მხოლოდ ამის შემდეგ მორწყათ. რაც შეეხება წლის ცივ პერიოდს - ამ დროს მორწყვა მინიმუმამდე უნდა შეამციროთ და მცენარე მხოლოდ მაშინ უნდა მორწყათ, როცა მიწის ზედაპირი ქოთანში კარგად გამოშრება. მოსარწყავად ოთახის ტემპერატურის წყალი გამოიყენებთ. ეცადეთ, წყალი ქლორიანი და ხისტი არ იყოს.


ნიადაგი


მონსტერას ნოყიერი და ფხვიერი მიწა უყვარს, ამიტომ კარგი იქნება, თუ დასარგავ მიწაში ნაკელს, ტორფს და ცოტა ქვიშას შეურევთ. ასე შეზავებულ მიწაში ჩარგულ პატარა მონსტერას დამატებითი საკვები აღარ სჭირდება, წამოზრდის შემდეგ კი, თვეში ერთხელ, მიწა ოთახის მცენარეებისთვის განკუთვნილი სასუქით გაანოყიერეთ.


image


მცენარეს სასუქი წლის თბილ პერიოდში - მარტიდან სექტემბრამდე სჭირდება, როცა ტემპერატურა მაღალია და მცენარეც ინტენსიურად იზრდება. სიგრილეში, როცა მორწყვა მცირდება, მონსტერას სასუქს არ ვაძლევთ.


გადარგვა


ახალგაზრდა მონსტერა სწრაფად მზარდი მცენარეა, ამიტომ პირველი 4-5 წელი ყოველწლიურად შედარებით მოზრდილ ქოთანში უნდა გადარგოთ. 5 წლის შემდეგ კი ეს პროცესი შეგიძლიათ 2-3 წელიწადში ერთხელ გაიმეოროთ.
მონსტერას დიდი სივრცე უყვარს. შესაბამისად, ქოთანიც დიდი მოცულობის ურჩევნია. 10 წელზე ხნიერი მცენარის გადარგვა გაგიჭირდებათ, ამიტომ მიწის ზედა ფენა (5-10 სმ.) მაინც თანაბარი რაოდენობის მიწისა და ნეშომპალის ან გადამწვარი ნაკელის ნაზავით ყოველწლიურად შეუცვალეთ. არასოდეს დაიზაროთ ზრდასრული მცენარისთვის სასუქის მიწოდება, რადგან ნიადაგში საკვების ნაკლებობის გამო ფოთლები გაყვითლდება.


გამრავლება


მონსტერა ადვილად გასამრავლებელი მცენარეა და, ძირითადად, ღეროს კალმების დაფესვიანებით მრავლდება... განაგრძეთ კითხვა



0
297
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
297
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0