x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ჩვენ და კიდევ 3 სხვა — ოთხი მთვარის ცივილიზაცია

ჩვენი პლანეტა, დაახლოებით, 5 მლრდ. წლის არის, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობა, — ასობით მლნ. წელს ითვლის… ასეთ ვითარებაში, უცნაურია, ადამიანთა ცივილიზაციის «საუკუნე», მხოლოდ რამდენიმე ათეულ წელს რომ მოიცავს.


image


მაგრამ, იქნებ, ყველაფერ არც ისე მარტივად არის? იქნებ, ჩვენი ცივილიზაცია პირველი არ არის პლანეტაზე? მაგ., 4 მთვარის ჰიპოთეზის თანახმად, დედამიწას, ერთ დროს, ოთხი თანამგზავრი, — 4 მთვარე ჰყავდა, რომლებიც დედამიწის ირგვლივ იმ ორბიტაზე მოძრაობდნენ, რომელზეც ახლა ჩვენი პლანეტის ერთადერთი თანამგზავრი მოძრაობს.


I მთვარის ცივილიზაცია


თანამგზავრების ორბიტაზე თანაბრად დაშორების გამო, პირობები დედამჲწაზე ბევრად უფრო კომფორტული იყო, ვიდრე დღეს არის. ამიტომ, სიცოცხლის განვითარება პლანეტაზე უფრო სწრაფად ხდებოდა და სულ მალე, ევოლუციამ თავისი განვითარების უმაღლეს წერტილს — აპოგეას მიაღწია: პლანეტაზე გონიერი არსებები გაჩნდნენ.

პირველი ადამიანები, ჩცვენს პლანეტაზე ჰუმანოიდისებრი რეპტილოიდები (ქვეწარმავლისთავიანი ადამიანები) იყვნენ, რომლებიც გარეგნობით თანამედროვე ადამიანს ჰგავდნენ, მაგრამ ქვეწარმავლებისთვის დამახასიათებლი ნიშნებიც ჰქონდათ (მაგ., ქერცლით დაფარული კანი). თავისი განვითარების უმაღლეს დონეს, პირველი მთვარის ცივილიზაციამ 65 მლნ. წლის წინ მიაღწია და იმ დროს, გონიერი რეპტილოიდები ისეთ ტექნოლოგიებს ფლობდნენ, ჩვენ რომ არც დაგვსიზმრებია:

მათ შექმნეს ანიჰილაციური რეაქტორი და ენერგეტიკული საკითხი მთლიანად გადაწყვიტეს, აითვისეს მზის სისტემის, მათვის საჭირო პლანეტები, აქტიურად მუშაობდნენ ჰიპერსივრცითი ძრავის შექმნაზე, რომლის მეშვეობით, დროში მოგზაურობას შეძლებდნენ. ამას კი დედამიწა, შეიძლება, კატასტროფამდე მიეყვანა…

თუმცა, პლანეტა გადარჩა, რადგან 65 მლნ. წლის წინ, მეტეორიტის (აღნიშნული ჰიპოთეზის მიხედვით, ერთ-ერთი მთვარე) ჩამოვარდნის შედეგად, დედამიწაზე გლობალური კატასტროფა მოხდა, რომელმაც დინოზავრები და სხვა ცოცხალი ორგანიზმები, მათ შორის, რეპტილოიდები, სრულად ამოწყვიტა.


II მთვარის ცივილიზაცია


მომდევნო ცივილიზაცია ბევრად უფრო გვიან განვითარდა – პირველი მთვარის ჩამოვარდნის შემდეგ, პლანეტას იარების მოსაშუშებლად, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა.

მეორე ცივილიზაციის წარმომადგენლები, რომლის ჩასახვა ჩრდ. აფრიკაში მოხდა, უკვე ნამდვილი ადამიანები იყვნენ და ამ კულტურამ, თავისი განვითარების უმაღლეს მწვერვალს მილიონი წლის წინ მიაღწია. მართალია, რეპტილოიდების ტექნოლოგიური განვითარების დონემდე ვერ მივიდნენ, მაგრამ ატომის ბირთვის გაყოფის რეაქცია აღმოაჩინეს და იმდენი ატომური იარაღი შექმნეს, რომ პლანეტაზე, ამჟამად არსებულ საბრძოლო მასალის არსენალს ბევრად გადააჭარბეს… შედეგად, ატომური აპოკალიფსი შესდგა… თუმცა, ცივილიზაცია მაშინვე არ დაიღუპა და «მეორე ადამიანებმა» ბუნკერებში გააგრძელეს ცხოვრება და მასობრივი განადგურების იარაღზე მუშაობა. სულ მალე, მათ ანტიმატერიის აღმოჩენა შეძლეს და იარაღი შექმნეს, რომლის გამოყენების შემთხვევაში, პლანეტის ნაწილებად დაშლის საფრთხე, რიალური იყო. თუმცა… მოსახდენი მოხდა — პლანეტაზე II მთვარე ჩამოვარდა, რომელიც დედამიწის თანამგზავრებს შორის, ყველაზე პატარა, თითქმის ასტეროიდის ხელა იყო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისმა ჩამოვარდნამ დიდი ტექტონიკური გადაადგილებები და მიწისძვრა გამოიწვია. ხოლო, ამან, თავის მხრივ, მიწისქვეშა ბუნკერები და ლაბორატორიები გაანადგურა.


III მთვარის ცივილიზაცია


მესამე ცივილიზაცია დედამიწაზე, — ატლანტების ცივილიზაცია იყო. რომლის შესახებ, ბევრი რამ არის ცნობილი. მაგ., ის, რომ ატლანტები ანტიგრავიტაციულ იარაღს ფლობდნენ და ტექნოლოგიების განვითარების დონის მიხედვით, ჩვენზე ბევრად უფრო წინ იყვნენ. თუმცა მათ, ერთი დიდი პრობლემა ჰქონდათ და ეს ენერგოდეფიციტი იყო: თერმობირთვული სინთეზი ვერ აკმაყოფილებდა მათ მზარდ მოთხოვნას ენერგიაზე. ხოლო, ანტიმატერიის შექმნა, ანიგილაციისთვის, მათ ვერ შეძლეს… ამიტომ, წარმოუდგენელი რამ მოიფიქრეს — ენერგიის მოპოვება დედამიწის ბირთვიდან გადაწყვიყტეს და მისკენ მიმავალი გვირაბის თხრა დაიწყეს. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ატლანტებს ენერგიის მუდმივი, უშრეტი წყარო ექნებოდათ. მაგრამ, რეალურად, დედამიწის შიდა ფენების ბურღვა, შესაძლებელია პლანეტის ნაწილებად დაშლის მიზეზი გამხდარიყო…

და პლანეტაზე მესამე მთვარე ჩამოვარდა, რომელმაც ატლანტების გეგმებში «კორექტივები შეიტანა»: მატერიკი, რომელზეც ატლანტები ცხოვრობდნენ, ოკეანემ შთანთქა, ხოლო უდიდესი კატასტროფა, რომელიც მეტეორიტის (მთვარის) ჩამოვარდნას მოჰყვა, ბიბლიაში წარღვნის სახით არის აღწერილი.


თანამედროვე ადამიანი — IV მთვარის ცივილიზაცია


ამჟამად, პლანეტას ჩვენი ცივილიზაცია ფლობს. მაგრამ, თუ მივიხედ-მოვიხედავთ, რას ვნახავთ?! — ირგვლივ გაუთავებელი ომებია, მიმდინარეობს ატმოსფეროს დაბინძურება, მიწის და წყლის რესურსების უკონტროლო ათვისება და უყაირათო ხარჯვა, ტყეების გაკაფვა, ცხოველების განადგურებ და ეკოლოგიური სისტემების რღვევა ხდება!

იქნებ, შეჩერების და დაფიქრების დრო მოვიდა? რადგან, იქ, ზევით, კიდევ ერთი მთვარეა… და როგორც ჩანს, ვიღაცისთვის დედამიწა ბევრად უფრო ფასეულია, ვიდრე ჩვენ, მასზე მცხოვრები ადამიანები ვართ?!

imageimageimage* ჩვენი პლანეტის ყველაზე დიდი საიდუმლო — როგორ გავიგოთ, არსებობდა თუ არა სხვა ცივილიზაცია დედამიწაზე?
* ჰიპერბორეა – ქვეყანა ჩრდილოეთის ქარებს მიღმა
* არქეოლოგებმა აქამდე უცნობი ცივილიზაციის კვალი აღმოაჩინეს

* ძველი ეგვიპტის ფარაონები უცხოპლანეტელების და ადამიანების ჰიბრიდები იყვნენ

* ყველაზე ცუდი წელი კაცობრიობის ისტორიაში



0
653
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
653
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0