საზოგადოება 1918 წელს აღდგომის ღამეს გარდაცვლილი ნიკალას აღდგომა ლუვრიდან დაიწყო 2020, 19 აპრილი, 17:40 "ეს "მღებავი" ნიკალას დახატული აღდგომაა, გასული საუკუნის 60-იან წლებამდე ნიკალას მხატვრად მხოლოდ ვიწრო პროფესიული საზოგადოება თუ აღიქვამდა.
მიხეილ ჭიაურელის კარიკატურამ, ცალსახად დაცინვად რომ მიიღო, მთლიანად დაანგრია სულიერად, საზოგადოებას პროტესტი გამოუცხადა და ყველას და ყველაფერს განერიდა... ჰოდა აბა რა გასაკვირია, რომ სარდაფში (და არა კიბის ქვეშ) გარდაცვლილი ფიროსმანი ბედნიერ ქართველობას არც მოუსაკლისებია... ფაქტია, ფიროსმანი მხოლოდ მას შემდეგ გახდა პოპულარული, უცხოელი მხატვრები რომ დაინტერესდნენ... 1968 წელს მისი სურათები ლუვრში გამოიფინა... ლუვრიდან იწყება 1918 წელს აღდგომის ღამეს გარდაცვლილი ნიკალას აღდგომა... გილოცავთ, ქრისტე აღსდგა!!!"- წერს მსოფლიო ცივილიზაციის ინსტიტუტის კავკასიური ცივილიზაციის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელი, მამუკა ნაცვალაძე. 391 3-ს მოსწონს
|