პროფილაქტიკა თავი აგტკივდათ და წამალი არ გაქვთ? ნახეთ რა პროდუქტები უნდა მიიღოთ რომ ტკივილი გაგიქრეთ 2020, 18 აპრილი, 17:06
1. მაგნიუმი როგორც იცით, მაგნიუმი ერთ-ერთი მიკროელემენტია, რომელიც სისხლძარღვებზე დადებითად მოქმედებს, ამიტომ, თუ უცებ გავი აგტკივდათ, შეჭამეთ ბანანი, კურაგა, ავოკადო, მზესუმზირა და სხვა ის პროდუქტები, რომლებიც მაგნიუმს შეიცავს.
2. კალიუმი ხშირად თავი მაშინაც გვტკივდება, როდესაც ცოტა სითხეს მივიღებთ. როგორც წესი გაუწყლოვნებას ორგანიზმში კალიუმის ნაკლებობა იწვევს, ის ასევე არეგულირებს სისხლის მიმოქცევასაც, ამიტომ თავის ტკივილის დროს ყველაზე კარგი პროდუქტი გამომცხვარი კანიანი კარტოფილია. რამდენიმე საშუალო ზომის კარტოფილი უებარი წამალია თავის ტკივილისთვის და ძალების მოსაკრებად. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ ფორთოხლის წვენი, ოთახის ტემპერატურის წყალი, პომიდვრის წვენი, კეფირი, ისპანახი, იოგურტი, ჩირი, ზღვის პროდუქტები.
3. შავი ჩაი შაქრით ტკბილი შავი ჩაი ასევე დადებითად მოქმედებს სისხლძარღვებზე და თავია ტკივილს ამსუბუქებს.
4. კალციუმი თუ თავიც და თმის ძირებიც გტკივათ ეს კალციუმის ნაკლებობასთანაა დაკავშირებული. ასეთ დროს შეგიძლიათ დალიოთ თბილი წყალი ან ოთახის ტემპერატურის კეფირი. ადევე მიირთვით ხაჭო, სხვადასხვა სახის ყველი, კვერცხი, ოხრახუში, სოიო.
5. ესტროგენი
ხშირად თავია ტკივილს ქალებში იწვევს ესტროგენის ჰორმონის დავარდნა, ასეთ შემთხვევაში სასურველია ისეთი პროდუქტები მიიღოთ, რომელიც ესტროგენით მდიდარია ასევე E ვიტამინი. ასეთი პროდუქტებია ვაშლი, სოიოს პროდუქტები, ლობიო, ზეითუნის ზეთი, ფისტა, კურაგა, ქლიავის ჩირი. 176 შეფასება არ არის
|