ქალი და მამაკაცი უზუსტესი ტესტი: როგორ მამაკაცთან დაგაკავშირებთ ბედისწერა? 2020, 18 აპრილი, 14:42 ნებისმიერი გოგოს სურვილია იცოდეს, თუ ვის დააკავშირებს ბედი სამომავლოდ და მაინც, როგორი იქნება მისი "პრინცი". ამიტომ, ეს ტესტი მხოლოდ ქალბატონებისთვისაა განკუთვნილი და მისი მეშვეობით სუსტი სქესის წარმომადგენლებს აქვთ საშუალება, გაიგონ როგორი პარტნიორი შეეფერებათ და რა თვისებებით იქნება შემკული მათი რჩეული. წარმოიდგინეთ, რომ ცნობილი და პოპულარული დიზაინერი თქვენთვის სახელობით, ექსკლუზიურ ფეხსაცმელს კერავს. ქვემოთ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან უნდა აარჩიოთ ფეხსაცმლის დასამზადებლად განკუთვნილი მხოლოდ ერთი, თქვენთვის მისაღები მასალა და ამის შემდეგ გადახედოთ პასუხებს. 1. ხბოს ტყავით 2. პითონის ტყავით 3. ციყვის ბეწვით 4. თიკნის ტყავით 5. ნიანგის ტყავით 6. მელიის ბეწვით 7. ცხვრის ტყავით 8. ზებრის ტყავით 9. მგლის ბეწვით 10. კენგურუს ტყავით 11. დათვის ტყავით 12. ღორის ტყავით იხილეთ პასუხები1. თუკი თქვენ ხბოს ტყავით შეკერილი ფეხსაცმელი აირჩიეთ, პარტნიორი ცოტა ჯიუტი, ხელმომჭირნე, მაგრამ მზრუნველი და სტაბილური მამაკაცი იქნება. კუროს ან თხის რქის ტიპაჟი. 2. პითონის ტყავის მოყვარულს ერთი შეხედვით მშვიდი, თუმცა შინაგანად ემოციური, ვნებიანი და ტემპერამენტიანი პარტნიორი ეყოლება. წინდახედული, გამჭრიახი და ეშმაკი. მორიელის ტიპაჟი. 3. თუკი ფეხსაცმლის შეკერვა ციყვის ბეწვით მოისურვეთ, პარტნიორი მოუსვენარი ხასიათის, დინამიკური და კომუნიკაბელური ინდივიდი იქნება. კარგი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე და ერუდირებული. ტყუპის ტიპაჟი. 4. იმ შემთხვევაში, თუ თიკნის ტყავს მიანიჭეთ უპირატესობა, ცხოვრების მეგზური ასაკით გაცილებით უფროსი, გამოცდილი და წინდახედული ადამიანი იქნება. შესაძლოა, თქვენი ქორწინება გარიგებითაც მოხდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ამ კავშირს, აუცილებლად ექნება საფუძვლად ცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილება. თხის რქის ტიპაჟი. 5. ნიანგის ტყავით შეკერილი ფეხსაცმლის მსურველს დიდი ქონების პატრონი და ფინანსურად უზრუნველყოფილი პარტნიორი ეყოლება. თუმცა, ოჯახური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ხშირად მოუწევს მძაფრი განცდების, ეჭვიანობის და დრამატული ისტორიების გადატანა. მშვილდოსნის ტიპაჟი. იხილეთ პასუხები სრულად1254 3-ს მოსწონს
|