მუსიკა ქეთა თოფურია ტყეში გაშიშვლდა 2020, 18 აპრილი, 13:51
33 წლის "A'Studio" -ს ვოკალისტი მიუხედავად იმისა, რომ ქორწილისთვის ემზადება, მაინც აძლევს საკუთარ თავს უფლებას საკმაოდ ურცხვი ფოტოები გამოაქვეყნოს.
მომღერალმა ქეთა თოფურიამ ყოველდღიური საკარანტინო ცხოვრება ოდნავ განმუხტა და გულშემატკივრებს გაუზიარა ბუნების წიაღში გადაღებული ფოტო, სადაც ქეთა თოფურია შიშველია. "პირველყოფილი ბუნება"-ასეთი კომენტარი დაადო ფოტოს პოპ-მომღერალმა. ამა წლის თებერვალში გახდა ცნობილი, რომ ქეთი ბიზნესმენ ლევ დენგოვთან დაქორწინებას აპირებს. მომღერალმა იგი მინსკში იმ დროს გაიცნო, როდესაც ბიზნესმენმა საკუთარ დაბადების დღეზე A'Studio მიიწვია. ქორწილი ზაფხულის დასაწყისში ვიწრო წრეში იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიის გამო ალბათ გადაიდება. შეგახსენებთ, 2013 წელს ქეთა თოფურია ცოლად გაჰყვა ბიზნესმენ ლევ გაიხმანს, ვისთანაც 2015 წელს შეეძინა ქალიშვილი ოლივია, წყვილი ერთმანეთს 2017 წელს გაშორდა, თუმცა ჯერ კიდევ გაყრამდე თოფრუია ხვდებოდა რეპერ გუფს. 2278 4-ს მოსწონს
|