სიახლეები “ნებისმიერ ვირუსთან ბრძოლისას, რძის პროდუქტი იმუნური სისტემის მთავარი გამაძლიერებელი კომპონენტია“ 2020, 15 აპრილი, 16:44 მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოსცა რეკომენდაციები, რომელშიც აღინიშნა, რომ აუცილებელია რძის პროდუქტების მიღება, რათა გაძლიერდეს იმუნური სისტემა, განსაკუთრებით, ვირუსული ინფექციის დროს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ რძის პროდუქტების მოხმარების ძირითადი პრინციპები ჩამოაყალიბა და ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა როლი უკავია რძის ნაწარმს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. ორგანიზაციის ოფიციალურ მიმართვაში ნათქვამია, რომ დაბალანსებულმა, ჯანსაღმა კვების რაციონმა შეიძლება გააუმჯობესოს ორგანიზმის ამტანობა, გაზარდოს იმუნური წინააღმდეგობა ვირუსის მიმართ და ხელი შეუწყოს საჭმლის მომნელებელ სისტემას ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს დოკუმენტი შეიცავს 5 მთავარ რეკომენდაციას:
რძის ნაწარმი არის პროტეინის, ვიტამინ A და B2-ს, კალციუმის, ცილისა და ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი სხვა ნივთიერებების მიღების წყარო. რძე, ასევე, შეიცავს იმუნოგლობულინს, ლაქტოფერინს, ლაქტალბუმინს და გლიკოპეპტიდებს. ეს ელემენტები ეხმარებიან სხეულს იმუნომოდულატორული პროცესების ამოქმედებაში, ზეგავლენას ახდენენ სხვადასხვა იმუნურ უჯრედებზე და ხელს უშლიან ვირუსის გავრცელებას. ამრიგად, აუცილებელია გავითვალისწინოთ ექსპერტთა რეკომენდაციები რძის ნაწარმის როლზე ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. რძის პროდუქტის ყოველდღიურად მიღება, ჯანსაღი კვების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჭიროა მაღალი იმუნური წინააღმდეგობის ქონა ახალ კორონა ვირუსთან საბრძოლველად. გარდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებისა, აუცილებელია გავითვალისწინოთ ჩვენი ექიმების მითითებებიც. R 125 1-ს მოსწონს
|