საზოგადოება სატანის დევიზია: მიიტყუე ხალხი ეკლესიებში, მიაღწიე ეპიდემიის აფეთქებას და გაიმარჯვე არჩევნებში 2020, 13 აპრილი, 15:08 ![]()
"საქართველოში საშიში ვირუსის ეპიდემია მძვინვარებს. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და მოქმედებს კომენდანტის საათი. აკრძალულია არათუ ხალხმრავალი ღონისძიებები, არამედ, სამზე მეტი ადამიანის შეკრებაც კი. ეს ეხება ყველა იმ ადგილს, სადაც ადამიანები შეიძლება იკრიბებოდნენ. გამონაკლისის დაშვების შემთხვევაში, აქამდე გაწეული ყველა მონდომება და ძალისხმევა, შესაძლებელია, წყალში გადაყრილი აღმოჩნდეს, მაგრამ ვინ უნდა იყოს კანონის შესრულებასა და გამონაკლისის არ დაშვებაზე ზედამხედველიც და პასუხისმგებელიც? რა თქმა უნდა, სახელმწიფო!
ახლა დავაკვირდეთ, რა ხდება სინამდვილეში: ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიდრე სახელმწიფო თავის მტკიცე ნებას გამოხატავდა, გამოცვივდნენ "ნაცები" და თავიანთ ბინძურ მხარდამჭერებთან ერთად იყვირეს ის, რაც ხელისუფლებას უნდა ეთქვა, - საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული წესები ყველასთვის სავალდებულოა, მათ შორის, მართლმადიდებელი ეკლესიისთვისაცო!
ისინი ხალხს ეკლესიისგან დისტანცირებისკენ იმის იმედით მოუწოდებენ, რომ მათგან გაღიზიანებული ხალხი პირიქით მოიქცევა და ეკლესიებს მიაწყდება. მათ იციან, რომ ღმერთს მატერიის კანონები ჯერ არ გაუუქმებია და ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია თუ ვირუსოლოგია ეკლესიებშიც მოქმედებს. მათი გათვლაც ესაა, ვინაიდან, ამან შესაძლებელია ვირუსის აფეთქება გამოიწვიოს, რაც ხელისუფლების რეიტინგს ძირს დასცემს და პოლიტიკურ სატანისტებს მომავალ არჩევნებში ხელისუფლებისკენ გზა გაეხსნებათ. აი, ვერაგობა! ამ სატანის ნაშიერებმა რაკი დაასწრეს, ეს აწ და მარადის დამფრთხალი ხელისუფლება ხალხს გადაჭრით ვერ მოუწოდებს, საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის პირობებში სააღდგომო ლიტურგიასა და წირვა-ლოცვაზე ნუ მიხვალთო, რადგან ეშინია, ამის გამო ხალხმა ხელახალ და ფარულ კოაბიტაციაში არ დაადანაშაულოს. ხალხი, როგორც ყოველთვის, დაიბნა და შუაზე გაიხლიჩა. ერთი, შედარებით რაციონალურად მოაზროვნე ნაწილი თუ სიფრთხილისა და თავშეკავების მომხრეა, მეორე, უფრო ეკლესიური ნაწილი, რომელიც სატანისტთა ხრიკზე წამოეგო, გაღიზიანებულია და სიფრთხილის ღონისძიებებზე უარის თქმას რწმენისთვის თავდადებისა და ეკლესიისადმი ერთგულების გამოხატვის ერთად-ერთ სწორ ფორმად მიიჩნევს. ამაშია სატანის პროვოკაციული არსი. მისი მიზანი არის ცდუნება. იგი ცდუნების იარაღად, ზოგადად, სიცრუეეს იყენებს, მაგრამ ხალხისთვის თავ-გზის უფრო მეტად ასარევად, იმ სიცრუეში ზოგჯერ სიმართლესაც გაურევს. ამით მისი ნათქვამი თუ ნამოქმედარი მეტ ცხოველმყოფელობას და დამჯერებლობას იძენს. სატანა საშიშია, როდესაც სიცრუით გვაცდუნებს, მაგრამ იგი ორმაგად საშიში ხდება, როცა სიმართლით გვაცდუნებს. იგი სწორედ ასე იქცევა ამ კონკრეტულ ვითარებაში, რითაც ერთდროულად უთხრის ძირს ეკლესიასაც, სახელმწიფოსაც და ხალხსაც. სახელმწიფო, ეკლესია და ხალხი ამ ჩანაფიქრს თუ ვერ ჩასწვდა, ქვეყანა ეპიდემიის აფეთქების რეალური საშიშროების წინაშე დადგება და სატანის იმ მზაკვრულ მახეში აღმოჩნდება, ვისი წინასაარჩევნო, პოლიტიკური, ფარული დევიზია: მიიტყუე ხალხი ეკლესიებში, მიაღწიე ეპიდემიის აფეთქებას და გაიმარჯვე არჩევნებში! ვალერი კვარაცხელია 13 აპრილი, 2020 წ. 1074 1-ს მოსწონს 1-ს არა |
ეს რუსეთის ნომრიანი აგენტი, ესა...