x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
შეეჯიბრეთ დეტექტივს – 5 საქმე – 5 გამოცანა (პასუხები აქვს)
image


1. უნებლიე მოწმე


დეტექტივი მერიდიტი და პოლიციის შერიფი მონაჰამი ნელა მიდიოდნენ ბილიკზე, რომელიც ჯეიმს ერნსტის ეზოში, სახლის ახლად შეღებილ უკანა კარსა და მის წინ მდებარე სახელოსნოს შორის გადიოდა.

– ნებისმიერი ადგილიდან ამ ბილიკზე ხვდები, – თქვა შერიფმა, – ერნსტ შეეძლო დაენახა, როგორ გაგუდეს ფრედ კოლპი. ის ერთადერთი შესაძლო მოწმეა, მაგრამ უარყოფს, რომ რამე დაინახა.
– თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? – ჰკითხა მერიდიტმა და მიუთითა, ბილიკის მახლობლად, საღებავის წვეთებზე.
– ერნსტმა, კარის შეღებვა დაასრულა და საღებავი სახელოსნოში მიჰქონდა, დაახლოებით იმავე დროს, როდესაც მკვლელობა მოხდა. ის ამბობს, რომ ვერ შეამჩნია, რომ საღებავის ქილა გახვრეტილი იყო და იქიდან საღებავი წვეთავდა, ვიდრე სახელოსნოში არ შევიდა – უპასუხა შერიფმა.

მერიდიტი უფრო ყურადღებით დააკვირდა მიწაზე დაქცეულ საღებავს. კარებიდან, დაახლოებით, ბილიკის შუა ნაწილამდე, საღებავის წვეთები წრიული ფორმის იყო და ის ყოველი 3 ფუტის შემდეგ ეცემოდა. ბილიკის შუა ნაწილიდან სახელოსნომდე კი, წვეთებს შორის მანძილი, თითქმის, 9 ფუტი იყო და ფორმაც უფრო გაწელილი ჰქონდა. მერიდიტს არ გაჰკვირვებია, როდესაც სახელოსნო დაკეტილი დახვდა.

– ერნსტს ძალიან შეეშინდა, – თქვა შერიფმა. – ის დაბნეულია. თუ მან იმაზე მეტი იცის, ვიდრე ამბობს, რამენაირად უნდა ვაიძულოთ, რომ ყველაფერი თქვას.

– ეჭვი არ მეპარება, რომ მას მკვლელის ეშინია და ამიტომ დუმს, – თქვა მერიდიტმა – მაგრამ, მან ყველაფერი დაინახა.


კითხვა: როგორ მიხვდა მერიდიტი?


2. «ფანჯრიდან გადავარდნა»


პროფესიონალი ფოტოგრაფების გამოფენის დათვალიერების დროს, მერიდიტი ერთ უცნაურ ფოტოსურათთან შეჩერდა, რომელსაც «ფანჯრიდან გადავარდნა» ერქვა. მასზე ლამაზი ქერა გოგონა იყო ასახული, რომელსაც ანთებული ასანთი საშობაო სანთელთან ჰქონდა მიტანილი, ხოლო მის უკანა ფონზე, ფანჯრის მინაზე, სანთლის ანარეკლის მიღმა, ქალი ჩანდა, რომელიც ზედა სართულებიდან ძირს ვარდებოდა.
სურათის ქვემოთ კი ეწერა: «ეს ფოტოსურათი გადაღებულია 24 აგვისტოს 21:30 ბერტრამ კენედის მიერ, მის ბრუკლინის ბინა-სტუდიაში. გადაღების მომენტში, მისის კლარ გრამელინი ექვზი სართულით ზემოთ მდებარე ფანჯრიდან გადმოვარდა. იმ საღამოს ფოტოგრაფი სურათს იღებდა “Family Times" ჟურნალის საშობაო ნომრის გარე ყდისთვის».
როდესაც მერიდიტმა კითხვა დაასრულა, დაინახა რომ მას ჟიურის ჯგუფი უახლოვდებოდა. ერთ მათგანს ხელში ცისფერი ლენტი ეჭირა და მისი მიმაგრება სწორედ ამ სურათზე უნდოდა.
– თქვენს ადგილზე ამას არ გავაკეთებდი, თუ რა თქმა უნდა, პირველი ადგილის მიცემა გაყალბებული ნამუშევრისთვის არ გინდათ! – უთხრა მას მერიდიტმა.


კითხვა: როგორ მიხვდა მერიდიტი, ფოტოსურათი რომ გაყალბებული იყო?



3. არქტიკის მკვლევარი


სემ ჯეიმს ჰარვი, მოხუცი მოგზაური და არქტიკის მკვლევარი, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. სახლიდან გაქრა 400 000 დოლარი, რომელსაც მეცნიერი სეიფში ინახავდა. მაგრამ, პოლიცია დარწმუნებული იყო, რომ ფული ისევ სახლში იყო და ისეთ რაღაცაში იდო, რაც თავად მკვლელმა მიიტანა. ჯეიმს ჰარვის სახლში მკაცრი წესები მოქმედებდა: მასში შესვლა ყველას თავისუფლად შეეძლო, იქიდან გამოსვლის კი, არა – ყველას ჩხრეკდნენ, მსახურებსაც კი. აუქციონს, რომელზეც მეცნიერის ქონება უნდა გაეყიდათ, მერიდიტიც ესწრებოდა და შერიფი მონაჰანიც.

– დღეს ყველაფერს გაყიდიან, – უთხრა შერიფმა.
აუქციონი დაიწყო და გასაყიდად გამოიტანეს სერ ჰარვის კოლექცია, რომელშიც შედიოდა: არქტიკიდან ჩამოტანილი რამდენიმე ფიტული – ორი თეთრი დათვი, პინგვინი და სამი თევზი; გარდა ამისა, ესკიმოსების ნაირ-ნაირი სამოსი და ამ სამოსისთვის განკუთვნილი აქსესუარები და იარაღი.
– მკვლელი ახლა სახლშია, – თქვა შერიფმა. – მაგრამ ჩემი ხალხი ყველას თვალთვალს ვერ შეძლებს.

– დამშვიდდით, – უთხრა მერიდიტმა. – ის ახლა ამ ოთახშია და მზად არის ერთი კონკრეტული ნივთი შეიძინოს.


კითხვა: როგორ მიხვდა მერიდიტი?


4. სიკვდილი ჰაერში


როგორც კი, ძველი თვითმფრინავი ნიგერიიდან გამოფრინდა, ბორტზე ძლიერი ჯანჯღარი დაიწყო. ფრენის დაწყებიდან, დაახლოებით, ნახევარი საათის შემდეგ, მერიდიტის ფიქრები, ჯანჯღარის შეწყვეტის სურვილებით, ბორტგამცილებელმა შეაწყვეტინა.

– ბატონო მერიდიტ, სასწრაფოდ მობრძანდით, თუ შეიძლება.
იმით კმაყოფილი, რომ ის ცნობადი სახე იყო, მერიდიტმა პილოტების კაბინისკენ გაიკვლია გზა და დაინახა, რომ პირველ სკამზე, მკვდარი ადამიანი იჯდა, რომელსაც მკერდში დანა ჰქონდა გაყრილი. ის კაბინაში შევიდა, რომელშიც, სავარძლის გვერდით, პატარა მაგიდა იდგა, ხოლო მასზე, ლამაზი კალიგრაფიით, დაწერილი ფურცლები ელაგა.

– ტვირთის დეკლარაციებს ვავსებდი, – თქვა ბორტგამცილებელმა. ხუთი წუთის წინ ხრიალი მომესმა, მაგრამ საეჭვოდ არაფერი მივიჩნიე. ერთი წუთის წინ მოვიხედე და მგზავრი ასეთ მდგომარეობაში ვიპოვე.
მერიდიტმა მოიარა თვითმფრინავის სალონი. ცხრამეტ ადგილიან თვითმფრინავში, მხოლოდ სამი მგზავრი იყო: სალონის შუაში, ერთ ბატონს ეძინა, წინდების ამარა. ერთი ფეხსაცმელი ძირს ეგდო, ხოლო მეორე – მის გვერდით, სავარძელზე. დანარჩენი ორი მგზავრი, ახალგაზრდა წყვილი იყო. ვაჟს გოგონას მარცხენა ხელი ეჭირა, რომელიც სავარძელზე მიყრდნობილი იყო და პირი ჰქონდა ღია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ძალიან ეშინოდა.
მერიდიტმა პილოტს სთხოვა, პოლიცია გამოეძახა და როდესაც თვითმფრინავი დაჯდა, პოლიციელს უთხრა:
– დააპატიმრეთ...


კითხვა: ვინ დააპატიმრეს?


5. ინდიელებთან მოვაჭრე


მერიდიტი, სხვა ტურისტებთან ერთად, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში წავიდა სამოგზაუროდ. ტურისტები მუზეუმში შევიდნენ და მწვანე ბოთლის ცარიელ ქანდაკებას მიაშტერდნენ, რომლის გვერდით, დაფაზე ეწერა: "ექიმი ჰენრის საიდუმლო ელექსირი." გიდმა ტურისტებს ამ ბოთლის შენახვის მიზეზი აუხსნა.

– მშვენიერი ჯინა ნოსკი, 83 წელს, 77 ასეთი ბოთლით იყო გადარჩენილი, – დაიწყო მან. – მოხუცი ჰენრი მხოლოდ ინდიელებთან ვაჭრობდა. მას, თავისი ელექსირი, თეთრი ადამიანისთვის არასოდეს მიუყიდია და არც მის შემადგენლობას უმხელდა ვინმეს. მაგრამ, სიკვდილის წინ, მოხუცმა თავისი საიდუმლო, ნდობით აღჭურვილ პირს გაანდო... და როგორც აღმოჩნდა, ელექსირში მხოლოდ შაქარი და წყალი იყო. ერთხელ მთვრალმა ინდიელმა ახალგაზრდა ჯინა მოიტაცა და ჰენრი გამტაცებელს თავისი სურვილით დაედევნა. ის, გოგონას დასახმარებლად, გადახურული ოთხთვალათი გაემართა, რომელიც ინდიელებთან გადასაცვლელი საქონლით იყო დატვირთული, ხოლო გარედან, თოკებით, 80 ცალი ელექსირის ბოთლი ეკიდა. ხუთი დღე იარა მან ყინულით მოლიპულ გზებზე, საშინელ ქარში და თოვლში და ჯინა სახლში უვნებლად დააბრუნა. მან მთელი საქონელი და 77 ბოთლი, ჯინას სანაცვლოდ მისცა ინდიელებს, ხოლო დარჩენილი სამი ბოთლი, ჯინას მისცა და მანაც მაშინვე დალია.
– ჰენრი ნამდვილი გმირი იყო, – დაასრულა მოყოლა გიდმა, – წარმოგიდგენიათ, ის მთებში მარტო წავიდა, თან ზამთარში და მთელი თავისი საქონელი გოგონაში გაცვალა.

– ექიმი არ იყო გმირი, – შეეწინააღმდეგა მას მერედიტი. – ის თაღლითი და ჯინას გატაცების თანამონაწილე იყო!


კითხვა: როგორ მიხვდა ამას მერედიტი?


პასუხები:

image1. ის საღებავის წვეთების ფორმის და დაშორების მიხედვით მიხვდა, რომ ბილიკის შუა ნაწილიდან – სახელოსნომდე, ერნსტი გარბოდა.

2. უკვე ძალიან გვიანი იყო (საღამოს 9:30) და თუ ფანჯარაში სანთლის ანარეკლი ჩანდა, ქალის ფიგურა, მის უკან, ვერანაირად ვერ გამოჩნდებოდა.

3. პინგვინები არქტიკაში არ ბინადრობენ და არქტიკის მკვლევარს მისი ფიტული არ ექნებოდა. ის გეოგრაფიის არმცოდნე მკვლელმა მიიტანა და სეიფიდან დაკარგული ფული, სწორედ პინგვინის ფიტულში იყო დამალული.

4. ბორტგამცილებელი. ის აშკარად იტყუებოდა. დეკლარაცია ლამაზი კალიგრაფიით იყო შესრულებული, რომელიც, მისი თქმით, ფრენის დროს შეავსო. ჯანჯღარი თვითმფრინავის აფრენისთანავე დაიწყო და ასეთ ვითარებაში, ლამაზად ვერ დაწერდა. სინამდვილეში, დეკლარაცია აფრენამდე შეავსო, რომ ალიბი ჰქონოდა.

5. ხუთი დღის მანძილზე, ყინვაში, შაქრიანი წყალი აუცილებლად გაიყინებოდა და ბოთლები დასკდებოდა, თან თუ გამტაცებლებს გაეკიდა, ცხენით უნდა წასულიყო და არა საქონლით დატვირთული ოთხთვალათი. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოიგონა, რომ ჯინას ოჯახს, მისთვის, ინდიელებისთვის მიტანილი საქონლის საფასური გადაეხადა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* პუგაჩოვა სასახლეს ყიდის

* რუსეთის ახალი საზღვარი და ტერიტორია, რომელზეც მას "თვალი კიდევ უჭირავს"

* ტიბეტელი ბერები ადამიანის სულზე და სიკვდილის შემდგომ მდგომარეობაზე

* ამ ქალაქებში თუ ნამყოფი ხართ, ჩათვალეთ, რომ მსოფლიო ნახეთ...

* ორგიები დედათა მონასტერში

* 7 ცნობილი "ფეიკი", რომლისაც ჯერ კიდევ, ყველას სჯერა

* ვინ გაქურდა მაღაზია? – გამოცანა მთელი ოჯახისთვის (პასუხი აქვს)

* ყველაზე დიდი დრამა პუტინისთვის

* ზიგი "ამაღლებს", ზოგი "ადაბლებს" – 10 რამ, რაც კოლგოტების შესახებ უნდა ვიცოდეთ



1
414
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
414
  
4 ოქტომბერი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1