ქალი და მამაკაცი ძლიერი ქალი ყოველთვის მოითხოვს ამ 7 თვისებას ურთიერთობაში 2020, 11 აპრილი, 16:17 თუ თქვენი რჩეულის გვერდით თავს დაცულად არ გრძნობთ, მაშინ ეს გამოწვეულია იმით, რომ ის თქვენი პარტნიორი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში უნდა იყოს ის, ვისაც ყოველთვის შეგიძლიათ დაეყრდნოთ. მის გვერდით ცხოვრებაც მშვიდი და კომფორტულია. ჩვენ ვსაუბრობთ ჯანსაღი, ჰარმონიული ურთიერთობის ძირითად კომპონენტებზე. უმჯობესია, სხვის თვალში ფრთხილი ადამიანი ჩანდეთ, ვიდრე უაზრო ურთიერთობებმა ჭრილობები შეგმატოთ. ჩვენ ცხოვრებას ლამაზ სასიყვარულო ფილმთან ვერ გავაიგივებთ, როგორ იდეალურადაც უნდა აღვიქვამდეთ მას. მსგავს ფილმებში ბოლოს შეიძლება ყველა ბედნიერი იყოს, თქვენ კი რეალური ცხოვრების გათვალისწინებით მოგიწევთ პარტნიორთან კომპრომისებზე წასვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში რისკზე მიდიხართ და მუდმივ ძიების პროცესში ჩაერთვებით, რომ სრულყოფილი პარტნიორი მონახოთ. არცერთი ჩვენგანი არ არის სრულყოფილი და ეს სავსებით ნორმალურია, მაგრამ არსებობს ის, რაც ძლიერ ქალს შეუძლია საყვარელი ადამიანისგან „მოითხოვოს“. მოთმინებარომლის გარეშეც, ფაქტობრივად, შეუძლებელია ურთიერთობის შენარჩუნება. ეს არის მთავარი ფუნდამენტი იმის, რასაც აშენებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვორიენტირდებით ყველაზე უმნიშვნელო შემთხვევაზეც. ამ დროს შესაძლოა ცხოვრება გადაიქცეს კონფლიქტებითა და ბრალდებებით სავსე აურზაურად. პატივისცემა დადგენილი საზღვრების მიმართყველა ადამიანი ადგენს საკუთარ საზღვრებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს საზღვრები იყოს ნათელი და ადვილად გასაგები. ნუ დაელოდებით, რომ ადამიანი გამოიცნობს იმას, რაც თქვენთვის არასასიამოვნო ან მიუღებელია. ჯერ ერთი, მას შეიძლება უჭირდეს თქვენი აზრების წაკითხვა. თუ მას აუხსნით და მაინც რეგულარულად არღვევს თქვენს საზღვრებს და უგულებელყოფს მას, სერიოზულად უნდა დაფიქრდეთ, ღირს თუ არა მასთან ურთიერთობა. სიცილი და პატიოსნებასიცილი სიყვარულის და ურთიერთობების აუცილებელი ნაწილია. თუ ერთად სიცილიც არ შეგიძლიათ, მაშინ ურთიერთობა დაძაბულია. თუ თქვენს პარტნიორს საერთოდ არ გააჩნია იუმორის გრძნობა - სიტუაცია უკიდურესად სერიოზულია. თქვენ ბევრი რამ გაქვთ ერთად გასავლელი. მათ შორის იქნება ბედნიერი მომენტები და რთულია მათი დამახსოვრება ღიმილის გარეშე. რაც შეეხება ადამიანის პატიოსნებას, რაც უნდა მოხდეს, მან სიმართლე ყოველთვის უნდა გითხრათ. ხშირად სიმართლე მწარეა, მაგრამ ეს მიდგომა ერთადერთი ჭეშმარიტებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ გაანადგურებთ ნდობას და ურთიერთობას. განაგრძეთ კითხვა2356 2-ს მოსწონს
|