სხვა ულამაზესი სახლები პოპულარული ფილმებიდან, რომლებიც მაყურებლისთვის საოცნებოა 2020, 11 აპრილი, 13:36 ბევრი ფილმი სიუჟეტის, მსახიობების, კოსტიუმების გარდა, ყურადღებას ულამაზესი სახლებითაც იპყრობს. მაყურებლისთვის კი, ამ სახლების ნახვა, დათვალიერება და თუნდაც ერთი ღამის გათევა, საოცნებოა. თვალი გადავავლოთ სახლებს პოპულარული ფილმებიდან, რომლებიც შეუძლებელია გონებაში არ ჩაგრჩენოდათ. 1. “შვებულება“/The Holiday 20016 წელს გადაღებულ რომანტიკულ მელოდრამაში ქეით უინსლეტისა და ქამერონ დიასის გმირები სახლების გაცვლას გადაწყვეტენ, რათა თავიანთ ყოველდღიურ ერთფეროვნებას, პრობლემებს, სტრესს და დეპრესიას გაექცნენ. ქამერონ დიასის გმირი, ამანდა, ლონდონის გარეუბანში, მყუდრო სახლში აღმოჩნდება და მიუხედავად იმისა, რომ შენობაში არ არის კომფორტული ცხოვრებისთვის შესაბამისი პირობები, ის მაინც აღმოჩნდა ბევრისთვის საოცნებო. სახლი დღეს ტურისტებზე ქირავდება. 2. „უბის წიგნაკი“/The Notebook ამ სახლს ბევრი ყველაზე რომანტიკულ შენობას უწოდებს, რომელიც აქამდე ფილმებში გადაუღიათ. სახლი ამერიკაში, სამხრეთ კაროლინაში მდებარეობს და მის სანახავდ ყოველ დღე უამრავი ადამიანი მიდის ხოლმე. 3. „ქარწაღებულნი“/Gone With The Wind თამამად სეგვიძლია კინოს ისტორიაში ამ სახლს ყველაზე პოპულარული ვუწოდოთ. ფილმი 1939 წელსაა გადაღებული. სამოქალაქო ომმა სახლს ზიანი მიაყენა, თუმცა შემდეგ აღადგინეს ოდნავ შეცვლილი ფორმით. 4. „ტოსკანის მზის ქვეშ“/Under The Tuscan Sun განაგრძეთ კითხვა326 2-ს მოსწონს
|