კულტურა ყველაზე დაცული ადგილები მსოფლიოში 2020, 9 აპრილი, 15:12
1. ციხე ADX Florence არაოფიციალურად ამ ციხეს მთის ალკატრასს უწოდებენ. პატიმრები კი ამ ადგილს აღწერენ როგორც ჯოჯოხეთის უფრო სუფთა ვერსიას. კამერები მთლიანად ბეტონისაა, ბეტონისაა ასევე საწოლები და ნიჟარები. 1400 რკინის კარი ქსელური კონტროლით და ლაზერის მახეები და ძაღლები მათთვის, ვინც გაქცევას მოინდომებს. პატიმრებს აკრძალული აქვთ ერთმანეთის ნახვა, დარაჯებს კი უფლება აქვთ დახვრიტონ ნებისმიერი პატიმარი, თუკი რაიმე საეჭვოს შეამჩნევენ.
2. შაიენის მთა ცივი ომის დროს აქ აშენებული იყო მიწისქვეშა კომპლექსი NORAD. რომელიც განკუთვნილი იყო ჯარების სამართავად სსრკს ატომური დარტყმის შემდეგ. ახლა ცენტრი “ცხელი კონსერვანციის" ფაზაშია, რაც იმას ნიშნავს რომ მისი გააქტიურება რამდენიმე საათში შეიძლება.
3. კურორტი The Greenbrier ესაა კურორტი დასავლეთ ვირჯინიას ტყეებში, რომელიც სპეციალურად ამერიკელ მაღალჩინოსნებისთვისაა განკუთვნილი. და მსოფლიოში ყველაზე დაცულ კურორტად ითვლება. კურორტზე ასევე არსებობს მიწისქვეშა ბუნკერი, სადაც ატომური აფეთქების შემთხვევაში კონგრესის წევრები იქნებიან.
4. დემილიტარიზაციის ზონა კორეაში ალბათ ყველაზე დაცული საზღვარია სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის, რომელიც ორივე მხრიდან მკაცრად კონტროლდება.
5. Bold lane ს პარკინგი საოცარია, მაგრამ ჩვეულებრივი პარკინგის ადგილიც ყველაზე დაცული ადგილების სიაში შედის. იქ შესასვლელად სპეციალური საშვია საჭირო. ყველა ადგილი განათებულია და მოძრაობის სენსორები აქვს. რაიმე საეჭვო ქმედების დროს კი ჭიშკარი ავტომატურად იბლოკება.
6. ფედერალური რეზერვის ბანკი ალბათ, ყველა ქურდის საოცნებო ადგილია. სწორედ აქ ინახება მსოფლიო ოქროს მარაგის 25 % და არამარტო. ძირითადი საცავი მიწისქვეშაა ჩაშენებული 25 მეტრში.
7. მორმონების საცავი მორმონების ეკლესიამ საკუთარი საცავი იუტას შტატში ააშენა, იქ შესვლის უფლება მხოლოდ ეკლესიის მაღალ ჩინებს აქვთ. ამბობენ, რომ მორმონების საცავში ინახება უძველესი ბიბლიურო დოკუმენტები, რომელთა გამოაშკარავება ეჭვქვეშ დააყენებს ქრისტიანულ სარწმუნოებას.
8. ფორტ ნოქსი 9. საიენტოლოგების ბაზა ცნობილი სექტის ბაზა ნიუ-მექსიკოს უდაბნოში აშენებული და ძალიან დაცულია. იქ შესვლის უფლება მხოლოდ სექტის წევრებს აქვთ და არც არავინ იცის ბაზაზე რას მალავენ. 10. ვატიკანის ბიბლიოთეკა ვატიკანის ბიბლიოთეკა XV საუკუნეში დაარსდა. იმისათვის რომ იქ შესვლის ნებართვა მოიპოვონ, მსოფლიოს ცნობილი მეცნიერები განაცხადს აგზავნიან ვატიკანში, ნებართვას კი თვით რომის პაპი იძლევა. გარკვეული ხელნაწერების ნახვის უფლებაც მხოლოდ მას აქვს. 824 1-ს მოსწონს
|