x
image
merabi11
სასაცილო ანეკდოტების ნაკრები

imageკაკოია სახლს მიუახლოვდა და ხედავს, ეზო ხალხითაა სავსე.
– რა ხდება ჩემს თავს? – ჰკითხა მეზობელს.
– შენი სიდედრი გახდა ცუდად. ხან ნიშადური ვასუნთქეთ, ხან ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარეთ, ახლა ქალები უტყაპუნებენ ლოყაზე, მაგრამ ვერაფერს გრძნობს.
– მე მიმიშვით, მე ვლეწავ ლოყაში და მაშინვე პოლიციაში გავარდება.


ნუ ეწევი, ბიჭო, პლანს! ნარკოტიკი გონების დადამბლავებას იწვევს.
– დადამბლავებას არა, კვახი! მაგას ჯობია, გარეთ გაიხედო და დატკბე, როგორ გამოიტყემლა ატამი.


გუშინ შოთაიას სიდედრის დასაფლავებაზე ვიყავი, – უყვება ერთი ძმაკაცი მეორეს.
– მერე ყვავილები მიუტანე?
– აპა რა, თან იმფერი ლამაზი თაიგული იყო, მიცვალებულმა თავისი ხელით გამომართვა.

ბინის მფლობელი ოთახს აქირავებს და მომავალ მდგმურს ეუბნება:
– კარგი ოთახია, ნათელი. თქვენამდე აქ ქიმიკოსი ცხოვრობდა და ძალიან კმაყოფილი იყო.
– ჭერზე ის ლაქა ალბათ მისი ქიმიური ცდების შედეგია?
– არა, ეს თავად ქიმიკოსია.


სვანი სახაჭაპურეში შევა და ხაჭაპურს მოითხოვს. გამყიდველი ეკითხება:
– რამდენ ნაჭრად დაგიჭრათ, ექვსად თუ თორმეტად?
– ექვსად დამიჭერით, თორმეტს რა შეჭამს!



გამოცდაა. სტუდენტი ბილეთს იღებს, ნახავს, არ იცის პასუხები და გამომცდელს ეუბნება:
– ეს ბილეთი არ ვიცი, შეიძლება კიდევ ავიღო?
– აიღე, – პასუხობს ლექტორი.
სტუდენტი მეორეს იღებს:
– არც ეს ვიცი, შეიძლება კიდევ ვცადო?
– მიდი, სცადე.
ასე განმეორდა რამდენჯერმე. ბოლოს ლექტორი ეუბნება:
– კარგი, მომეცი ჩათვლის წიგნაკი, სამიანს გიწერ...
ამ დროს ერთი სტუდენტი გაკვირვებული ეუბნება:
– ეს ხომ არასწორია, რისთვის უწერთ სამიანს?
– რახან ეძებს, ე.ი. რაღაც იცის!!! – პასუხობს ლექტორი.


ორი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს. მანქანები დაიმტვრა, მძღოლებს არაფერი მოსვლიათ. ერთი ამბობს:
– ღმერთმა მომცა, ღმერთმა წამართვა.
– ერთი ვიყიდე, მეორესაც ვიყიდი, – პასუხობს მეორე, – მოდი, ცოტა ხასიათი გამოვისწოროთ, თითო ჭიქა დავლიოთ, ბოთლი არ გატეხილა.
დაუსხა პირველს, მანაც დალია.
– შენ რატომ არ სვამ? – ეკითხება პირველი.
– მე მერე დავლევ, აი, პატრულიც მოვიდა.


.სვანი ბაზარში კიტრს ყიდის.
მივიდა მოხუცი პენსიონერი ქალი, აიღო კიტრი, ხელში ატრიალა და ამბობს:
–ვიშ, რა ძალიან პატარაა და რა ძალიან ბებერი......
–შენ თვითონ რას გავხაარ – შეიბღვიერა სვანმა.


მესტიაში ომია
რამდენიმე სვანი თხრილში ჩამწკრივებულები არიან, იმალებიან.
სნაიპერი იძახსის:
გურამი ! ამოყოფს გურამი თავს, მოკლავს სნაპიერი.
შაქრო ! ამოყოფს თავს შაქრო, მოკლავს სნაიპერი.
გელა ! ამოყოფს თავს გელა მოკლავს სნაიპერი.
ბოლოში ერთი სვანია ჩამჯადარი და ლოცულობს : ღმერთო ოღონდ ჯუმბერი არ დაიძახოსო.


.სვანი მამა და შვილი ქუჩაში მიდიან. უცებ სვანი ბავშვი გაჩერდება და პირჯვარს გადაიწერს. სვანი მამა თავში ჩასცხებს და ეტყვის: რამდენჯერ უნდა გითხრა აფთიაქებთან პირჯვარს ნუ იწერ მეთქი!!!




1
183
3-ს მოსწონს
ავტორი:merabi11
merabi11
183
  
2012, 11 აგვისტო, 15:22
სასაცილო ხო?;))))))))))))))))
0 1 1