სხვა ცხრა საუკეთესო ანიმაცია, რომელიც სასიამოვნოდ და მხიარულად გაგატარებინებთ დროს! 2020, 7 აპრილი, 0:00 გრაფიკული ანიმაციის ფუძემდებლად ითვლება ფრანგი მხატვარი ემილ კოლი. 1908 წელს პირველად აჩვენეს პარიზში მისი ნახატი ფილმი "ფანტასმაგორია", რომელშიც კადრობრივად გააცოცხლა თავისი დახატული პერსონაჟები. 20-იანი წლების შემდეგ უფრო მეტად დაიხვეწა და პოპულარული გახდა მულტფილმები, ყველასათვის კარგად ცნობილი და საყვარელია უოლტ დისნეის მიერ შექმნილი "ფიფქია და შვიდი ჯუჯა"(1939), "ბემბი"(1939), "პინოქიო" (1942) და სხვა.
21-ე საუკუნეში შექმნილი ანიმაციები ბევრი რამით გამოირჩევა, არამარტო პატარებს, არამედ უფროსებსაც აძლევს სასიამოვნოდ დროის გატარების საშუალებას, მუხტავს დადებითი ენერგიით...
სახლში ყოფნის დროს მრავალი სასარგებლო და სასიამოვნო საქმით შეიძლება დავკავდეთ, მხიარულად გავატაროთ დრო. გაგიზიარებთ იმ მულტფილმების ჩამონათვალს, რომლითაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება დაინტერესდეს: კოკო-ანიმაცია, რომელიც ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაურებთ მიგელთან ერთად, გასწავლით ოცნებებისა და მიზნებისკენ სწრაფვას, ოჯახის სიყვარულსა და ერთგულების ფასს, ის სავსეა მოულოდნელი, უცნაური, დაუჯერებელი ამბებითა და მექსიკური სიმღერებით.
სახლი-შესაძლოა მთელს პლანეტაზე არ მოიძებნებოდეს შენი მსგავსი, შენი სულიერი მეგობარი, რომელსაც შენსავით ძალიან ეყვარება წვეულებები; ვინ იცის, იქნებ სხვა პლანეტაზე შეძლო ასეთის პოვნა?! უცხოპლანეტელი ოჰი და დედამიწელი გოგონა მხიარული თავგადასავლებით ბევრ საგმირო საქმეს ჩაიდენენ.
ციცინათელების სასაფლაო-იაპონური ანიმაცია, რომელიც სრულად გადმოსცემს ომის საშინელებას, ადამიანების პირად ტრაგედიას, არასოდეს დაივიწყებთ ამ ანიმეს და უფრო შემწყნარებლები გახდებით, ვიდრე აქამდე იყავით.
რაპუნცელი/ჩახლართული/აბურდული-საინტერესო და სასაცილო თავგადასავლებით სავსე ისტორია, რაპუნცელის განახლებული ამბავი, რომელიც აუცილებლად შეგიქმნით კარგ განწყობას.
მოანა-მამაცი გოგონას ისტორია, რომელიც არ შეუშინდა დაბრკოლებებს, დაარღვია წინაპრების მიერ დაწესებული ზღვარი, გასცურა შორი ოკეანისაკენ და...
რიო-თუთიყუშების ფერადი თავგადასავალი რიო დე ჟანეიროში, ბევრი ცეცხლოვანი ცეკვითა და დაუვიწყარი ისტორიებით.
სპირიტი-თავისუფლებისა და მეგობრობის სიმბოლო, საოცარი კადრებით, საუნდრეკებითა და თავგადასავლებით.
ფერინანდი-ზოგჯერ გვატყუებს გარეგნობა, ზოგჯერ ადამიანები გაგვირბიან მხოლოდ იმის გამო, რომ მათ მიერ გამოგონილი საშიში ისტორიები თვითონვე დაიჯერეს...
მულანი-ყველაფერი შესაძლებელია, როცა გულით გსურს!
თქვენ რომელ ანიმაციას გვირჩევდით?
753 6-ს მოსწონს
|