x
image
ლურჯი თოლია
ბუნებრივად ჯანსაღი პროდუქტი საკვებად და სახის კანის მოვლისათვის

სტაფილო საუკეთესოა მათთვის, ვისაც ფერმკრთალი კანი აქვს და სურს მსუბუქი რუჯის შეფერილობა მისცეს. ერთი თვის განმავლობაში კვირაში 2-3 ჯერ გამოიყენეთ სტაფილოს ნიღაბი და დაიტოვეთ 20-30 წუთით, შემდეგ კი გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

კანის დასატენიანებლად და მის გასაჯანსაღებლად გაიწმინდეთ კანი სტაფილოს წვენით კვირაში 2-ჯერ.

პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად გამოიყენეთ სტაფილოსა და ლიმონის წვენი, რომელიც ასევე საუკეთესოდ აშორებს ჭორფლებს და ეხმარება კანს ბუნებრივად ჯანსაღი ფერის შენარჩუნებაში.

კანის გასახალისებლად საუკეთესო საშუალებაა სტაფილოს ნიღაბი - დაიდეთ ის სახეზე 20 წუთის განმავლობაში.
ნაოჭების გაჩენას ხელს უშლის გახეხილი სტაფილოს წვენში შერეული 1 ს/კ რძე.

გამოიყენეთ ბუნებრივად ჯანსაღი პროდუქტი, რომელსაც არანაკლები სარგებლის მოტანა შეუძლია ვიდრე ძვირადღირებულ კოსმეტიკურ კანის მოვლისთვის განკუთვნილ საშუალებებს.

image

0
71
შეფასება არ არის
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0