x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138972
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ანეკდოტები და სახალისო ფრაზები კორონავირუსზე
image


განცხადება გასაცნობ საიტზე: სასწრაფოდ! ვარ 50 წლის მამაკაცი, წიწიბურას და მაკარონის მარაგით. ოჯახის შექმნის მიზნით, გავიცნობ 45–48 წლის ქალბატონს, შაქრის და ტუალეტის ქაღალდის მარაგით.

***

მამაკაცმა ავტობუსში დაახველა და ყველა მას მიაშტერდა...

კონდუქტორი:

— კორონავირუსი გაქვთ?

მამაკაცი:

— არა, ტუბერკულიოზი!

კონდუქტორი:

— მადლობა, ღმერთს!

***

კრედიტი თუ გაქვთ, ჯერ ნუ გადაიხდით, თუ ბანკიდან დარეკავენ, უბრალოდ, ჩაახველეთ.

***

დადგა მომენტი, როდესაც ქვეყნის და მსოფლიოს გადარჩენა, პიჟამით, სახლიდან გაუსვლელად, შეგვიძლია.

***

საშიში დროა! ადამიანებს ხელების დაბანა, საჭმლის სახლში მომზადება და შვილებთან ურთიერთობა უწევთ... თუ მდგომარეობა, უახლოეს მომავალში არ გამოსწორდა, შეიძლება, საქმე წიგნების კითხვამდეც მივიდეს.

***

ბედმა სხვადასხვა დივნებზე გაფანტვა გვარგუნა.

***

კორონავირუსი, უდავოდ, მსოფლიოს ქალთა შეთქმულებაა!
მტკიცებულება:
– ვირუსით, ძირითადად, მამაკაცები (ყოველი 100 დაღუპულიდან, 70 კაცია) ითუპებიან.
– გაუქმებულია ყველა სახის სპორტული სანახაობა.
– დაკეტილია ბარები და გასართობი დაწესებულებები.
– გადარჩენილები, სახლში, ცოლებთან სხედან.

***

ჩვენ მოგზაურობას ვაგრძელებთ! ისევ ვეწვიეთ სამზარეულოს – ჩვენი ბინის დედაქალაქს!!!

***

კარანტინზე ყოფნისას, პიჟამას ნუ ენდობით და დროდადრო ჯინსი მიიზომეთ!!! თორემ, კარანტინის დასრულების შემდეგ, შეიძლება, ტანსაცმლის გარეშე დარჩეთ!

***

კარანტინის კიდევ ერთი კვირა და ნიღბები დაგვიპატარავდება...

***

ჩანაწერი დღიურში: კარანტინის III დღე არის. შემთხვევით ცოლს გამოველაპარაკე... და არც ისე ცუდი ქალი აღმოჩნდა.

***

მეხუთე დღეა დივანზე ვწევარ და კატას უკვე კონკურენტად მივაჩნივარ.

***

ჩემი კატა იმის გამო ნერვიოლობს, რომ უკვე რამდენიმე დღეა, მის ბინაში ვარ და გარეთ არ გავდივარ.

***

სკოლები თუ კიდევ დიდ ხანს იქნება დახურული, მშობლები ვაქცინას მეცნიერებზე ადრე შექმნიან.

***

მაღაზიაში ყველაფერი შევიძინე, რაც მჭირდებოდა. მივედი სალაროსთან, იქ კი უზარმაზარი რეგი იყო. ხმამაღლა დავაცემინე და წარმოვთქვი: «დავტეულიყავი სახლში, რამ მინდოდა იმ უხანში?». «რიგი დაიკავე – ჩვენც უხანიდან ჩამოვედითო» – მიპასუხეს სალაროსთან მდგომებმა.

***


და ბოლოს, შავი იუმორი:


თქვენთანაც ის დადის მაღაზიაში, ვინც ყველაზე ნაკლებად გედარდებათ?

***

სიძე მიმართავს სიდედრს: «თქვენ ჩემით მუდამ უკმაყოფილო ბრძანდებით. მე კი, თქვენ მაინც გაფასებთ და მილანის საგზური გიყიდეთ!»

***

ბუნება:

– ხალხო, თუ შეგიძლიათ, გამონაბოლქვი შეამცირეთ, ნაკლები იარეთ და იფრინეთ, ჰაერს ზედმეტად ნუ აჭუჭყიანებთ? ამდენი სიბინძურის გაწმენდას ვეღარ ავუდივარ!
ხალხი:

– ჩვენ შენი არ გვესმის...
ამოიოხრა ბუნებამ და თავისთვის ჩაილაპარაკა:

– კარგი, მაშინ კორონავირუსს გიგზავნით.

***

ნუ იჩქარებთ COVID-19–თან დაკავშირებით, სექტემბერში ახალი – COVID-20 ვერსია გამოვა!

***

ვირთხის წელიწადია და ვირთხებივით ვცხოვრობთ:

1. სახლში ვსხედვართ, როგორც სოროში;

2. საკვები სოროში მიგვაქვს და იქ მივირთმევთ;

3. ადამიანს ვხედავთ და ვიმალებით;

***

ჩინეთი:

– ვაი... – წამოიძახა ლაბორატორიაში ერთმა თანამშრომელმა.

– რამ მოხდა? – იკითხა მეორემ.

– სინჯარა გამიტყდა – უპასიხა პირველმა.

– მერე, ხომ იცი, რომ ჭურჭლის გატეხვა ბედნიერების ნიშანია?

– ჰო, მაგრამ... სინჯარაში კორონავირუსი იყო...

***

ვიდრე გათხოვდებით, ან ცოლს მოიყვანთ, კარგად დაფიქრდით, – შეიძლება, ამ ადამიანთან ერთად, კარანტინში მოგიწიოთ ყოფნა.

***

ხალხო, ნუ მიეცემით პანიკას! ნუ ჩაიშხამებთ სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს!

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage1. 2020 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური სტილის კაბები

2. «უკვდავების» ელექსირი – ნატურალური ვიტამინები იმუნიტეტის გასაძლიერებლად

3. სწრაფი და გემრიელი! – ნაპოლეონი 30 წუთში

4. როდესაც პარამეტრები არაფერს ნიშნავს! – ვარსკვლავები მოდელების წინააღმდეგ (25 ფოტო)
5. 15 საოცარი და სახალისო ფაქტი კატების შესახებ
6. ჩინეთის ხელისუფლება COVID–19-ის ეპიდემიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

4
2096
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2096
  
2020, 17 აპრილი, 2:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 14 აპრილი, 1:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 3 აპრილი, 22:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 3 აპრილი, 10:26
ვიხალისე მაგრად
0 1 4