ასტროლოგია აპრილის ჯანმრთელობის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რას უნდა მიაქიოთ ყურადღება მომავალ თვეში 2020, 29 მარტი, 23:15 რა უნდა გაითვალისწინოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა აპრილის თვეში?
სერიოზული დაავადებები არ გელით. შეიძლება ზოგიერთს ალერგია განუვითარდეს. არ გაატაროთ უყურადღებოდ, მიმართეთ ექიმს. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს კვება. არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ პროდუქტები, რომლების გაგიღიზიანებენ კუჭ-ნაწლავის სისტემას. დალიეთ ვიტამინების კოქტეილი, ბალახების ჩაი.
თუ ჯანმრთელობის მიმართ გულგრილი ხართ, ნუ გაგიკვირდებათ, რომ თავს შეუძლოთ იგრძნობთ. დროულად მიმართეთ ექიმს, თუ გრძნობთ, რომ გაცივება გაგიგრძელათ, სწრაფად იღლებით ან წნევა დახტის. სასურველია, იფიქროთ ზედმეტი წონის დაკლებაზეც. თვის ბოლოს სიფრთხილე გმართებთ საჭესთან. თუ შორ გზაზე მიემგზავრებით, წინასწარ მოამზადეთ ავტომობილი და ეცადეთ, ყველა აუცილებელი დეტალი თან გქონდეთ.
პროფილაქტიკური კვლევა გმართებთ იმ შემთხვევაში, თუ გაწუხებთ გასტრიტი, ოსტეოქონდროზი ან ბრონქიტი. აგრეთვე, გირჩევთ, გაზაფხულზე არ ჩაიცვათ ზაფხულის სამოსი, ჯერ ძალიან ადრეა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხოლოდ აივანზე გიწევთ გასვლა. გამორიცხეთ რაციონიდან კალორიული საკვები, ჩაანაცვლეთ ფაფით, წვნიანით, ხილით და რძის პროდუქტებით. მეტად დაისვენეთ, გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. გამორიცხული არაა, რომ საყოფაცხოვრებო ტრავმები მიიღოთ.
ვარჯიში და საცეკვაო ილეთების შესრულება - აი, რა გჭირდებათ, შინ მუშაობის დროს, წონაში რომ არ მოიმატოთ. მეტად დაისვენეთ, მოიწესრიგეთ ფიქრები. უმნიშვნელო მიზეზების გამო ნერვების მოშლა არაფერში გჭირდებათ. არ გადატვირთოთ წელი. აპრილში მიხედვას საჭიროებს სახის კანი, გაიხსენეთ და გაიკეთეთ ბებიების რეცეპტებით ნიღბები, კრემები. თვის ბოლოს კარგ შედეგს მოგიტანთ პილინგი.
იმოძრავეთ, ივარჯიშეთ, იცეკვეთ, დაკავდით სპორტით და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უსიამოვნებები არ გექნებათ. მთავარია, მოერიდოთ მჯდომარე საქმიანობას და უმოძრაობას. მომატებულ გაღიზიანებას უშველით სულიერი პრაქტიკებით, მედიტაციით. ფსიქოლოგიურ განწყობას გაგიუმჯობესებთ არომატული სეანსები. აგრეთვე, მოერიდეთ ნეგატიურ ადამიანებთან ურთიერთობას. ხშირად უსმინეთ კლასიკურ მუსიკას.
აპრილში განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს სახსრები. გაიუმჯობესეთ კვების რეჟიმი. რაციონიდან გამორიცხეთ ცხიმიანი საკვები. დილაობით კი მიიღეთ კონტრასტული შხაპი. შუა აპრილში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ კუჭ-ნაწლავის მუშაობას. დაიცავით რეჟიმი, მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალი. კარგია სუნთქვითი ვარჯიშის შესრულება. მიიღეთ ბუნებრივი ვიტამინები.
აპრილის თვეში ზედმეტად აქტიური იქნებით და ამის გამო, მოიმატებს გადაღლილობა და ძველი დაავადებების განახლება. გაფრთხილდით, არ დაიზიანოთ თირკმელები. თუ დიდი ხანია არ გაგისინჯავთ თვალები, მიმართეთ ოკულისტს, რათა მომავალში გარკვევით შეძლოთ წერა და კითხვა. აპრილი ის თვეა, როცა სულიერადაც უნდა მოძლიერდეთ და ფიზიკურადაც. შუა აპრილში მეუღლეს სთხოვეთ, ზურგის მასაჟი გაგიკეთოთ ხოლმე. ეცადეთ, შეამციროთ ან სრულიად ამოიღოთ რაციონიდან მარილიანი და ცხიმიანი საკვები. მეტად გაუფრთხილდით კუჭ-ნაწლავის სისტემას, დაიცავით დიეტა.
პროფილაქტიკური პროცედურები, სპორტული აქტიურობა და პოზიტიური შეხედულებები მოვლენებზე - აი, რა არის აპრილში თქვენი "წამალი". ნაკლები ინერვიულეთ იმ პრობლემებზე, რომელთა მოგვარებაც არ შეგიძლიათ. მოერიდეთ ნეგატიურ ადამიანებთან კონტაქტს. სახლში ყოფნა გამოიყენეთ დაძინების და ნერვების დამშვიდებისთვის. ვარჯიშის დროს სიფრთხილე მოგეთხოვებათ. მოსალოდნელია ტრავმები, მყესების დაჭიმულობა. კარგი თვეა ორგანზიმის გასაკაჟებლად. გაამდიდრეთ რაციონი ხილისა და ბოსტნეულის სალათებით. მიიღეთ თხილეულიც. აპრილის ბოლოს სიფრთხილე გმართებთ საჭესთან. მგზავრობის წინ საოჯახო აფთიაქში ჩაიხედეთ და არც დოკუმენტების მოწესრიგება დაგავიწყდეთ.
თვითმკურნალობას არ გირჩევთ. უმნიშვნელო საეჭვო სიმპტომების გამოვლენის დროსაც კი გამოიძახეთ "სასწრაფო". იყავით პოზიტიური, თქვენი მხარდაჭერა და იუმორის გრძნობა ახლობლებზე დადებითად მოქმედებს. დილა მსუბუქი ვარჯიშით დაიწყეთ, თუ თავს კარგად გრძნობთ, შეგიძლიათ გაკაჟებაზეც დაფიქრდეთ. შინ ყოფნის დროს მხოლოდ კომპიუტერის ყურებით ნუ დაიღლით თვალებს. გამონახეთ დრო წიგნის კითხვისთვისაც. გადახედეთ ძველ ნივთებს, შეიძლება ზოგიერთის არსებობა არც გახსოვდეთ, ზოგი შეიძლება გადასაყრელი გახდეს. აპრილში ალკოჰოლის რაოდენობა უნდა შეამციროთ. გაიუმჯობესეთ კვება, გაამდიდრეთ ხილითა და ბოსტნეულით, თუ არ მარხულობთ, უცხიმო ხორცითა და თევზით.
თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან. დაკავდით ფიზკულტურით, ეს მეტ ენერგიას შეგმატებთ. აგრეთვე, კარგი იქნება, თუ გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან. კარგ შედეგს მოგიტანთ იოგა და არომატული აბაზანები. მთვარის კლების პერიოდში, შინაურული მეთოდებით, გაიწმინდით სახის კანი. ეს ეხება ასაკიან ადამიანებსაც და ახალგაზრდებსაც.
იმისათვის, რომ აპრილი უპრობლემოდ განვლოთ, გაიხსენეთ "სხეულისა და გონების ჰიგიენა". არ მოგეჩვენათ, ჯანსაღი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა ყველა სიტუაციასთან გამკლავებისთვის გჭირდებათ. ნებისმიერი უსიამოვნო სიმპტომის შემთხვევისას, გამოიძახეთ "სასწრაფო". მოერიდეთ ვიზიტს კოსმეტოლოგთან და სტომატოლოგთან. იზრუნეთ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე, რათა დეპრესიაში არ ჩავარდეთ.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოთ. მოერიდეთ თვითმკურნალობას, თუ, რა თქმა უნდა, ექიმი არ ხართ. თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ, მიმართეთ სპეციალიტს. ზოგიერთს შეიძლება დასჭირდეს იმუნიტეტის ამაღლება, მიიღეთ ვიტამინები და მინერალები. აპრილი საუკეთესო თვეა, მავნე ჩვევებისგან რომ გათავისუფლდეთ. სახლში კი შეგიძლიათ ზომიერად ივარჯიშოთ. მანდილოსნები თვის ბოლოს გინეკოლოგთან ჩაეწერეთ ვიზიტზე. ასევე ნახეთ:ცხოვრებისეული გაკვეთილების პლანეტა ნიშანს იცვლის - მსოფლიოს და ზოდიაქოს ნიშნებს რადიკალური ცვლილებები ელით, რომელიც მინიმუმ 3 წელს გასტანსზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე მეტად უნდა უფრთხილდნენ კორონავირუსს - ვის აქვს დაინფიცირების ყველაზე ნაკლები შანსი2020 წლის ივლისისთვის ვირუსი სრულად მართვადი გახდება - ცნობილი ასტროლოგები კორონავირუსის მიზეზებზე და გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს"ცვლილებები სასიკეთო იქნება" - რას წერს ასტროლოგი, როდის დასრულდება კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში?"ფრთხილად იყავით 10 მარტამდე" - ვინ შეიძლება გამოჩნდეს ან რამ შეიძლება თავდაყირა დააყენოს თქვენი ცხოვრება, აი, რას წერს ასტროლოგინახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 241006 შეფასება არ არის
|