x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უგემრიელესი ნამცხვარი ჩაისთვის

imageimageინგრედიენტები, 20 ნამცხვრისთვის:image

ცომისთვის:imageკვერცხი — 2 ცალი

მაწონი, ან კეფირი — 1 ჭ. (250 მლ.)

ფქვილი — 3 ჭ. (480 გრ.)

მარილი — 0, 5 ჩ. კ.

სოდა — 1 ჩ. კ.

შაქარი — 3 ს. კ. (60 გრ.)

კარაქი — 100 გრ.imageგულსართისთვის:image

ფქვილი — 130 გრ.

შაქარი — 130 გრ.

კარაქი — 100 გრ.

ნიგოზი — 50 გრ.

ვანილინი — 1 ჩ. კ.

კვერცხი — 1 ცალი

imageმომზადება:

imageI. გაცერით ფქვილი და მოათავსეთ თასში > შეურიეთ მარილი > დაუმატეთ კარაქი (თუ კარაქი გაყინულია, გახეხეთ, თუ დარბილებული – ხელით შეაზილეთ) > ფხვიერი მასის მიღების შემდეგ, ცენტრში ჩააღრმავეთ, მაწონში ჩაყარეთ სოდა და როდესაც ამოფუვდება, ჩაასხით თასში > დაამატეთ კვერცხი > თასში მოთავსებული მასალა ერთმანეთს შეურიეთ, დასაკრემით > ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ, ცომი ხელით მოზილეთ.

უნდა მიიღოთ რბილი, წებოვანი ცომი.

II. ცომს გადააკარით სამზარეულოს აპკი და 15 წთ. დაასვენეთ.

III. ამ დროის მანძილზე, მოამზადეთ გულსართი: ფქვილს შეაზილეთ კარაქი > დაუმატეთ შაქარი, ვანილინი და დაბლენდერებული ნიგოზი.

IV. გაყავით ცომი 2 ნაწილად > გააკეთეთ გუნდები > გააბრტყელეთ ერთი გუნდა, 0, 5 სმ–ს სისქეზე > მიეცით მართკუთხედის ფორმა > გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა > გული გადადეთ, ცილას ცოტა მარილი დაამატეთ და მსუბუქად ათქვიფეთ > ცილის ნახევარი გადაუსვით გაბრტყელებულ ცომს > გაანაწილეთ ზემოდან გულსართის ნახევარი > გადაატარეთ ზემოდან ცომის გასაბრტყელებელი > გადაკეცეთ ცომი ხვეულის სახით და ზემოდან მსუბუქად გადაატარეთ გასაბრტყელებელი > დაჭერით ხვეული 10 ნაწილად:image
image
imageV. თითოეულ ნაჭერს, ხის ჩხირით დააწექით ჯერ ჰორიზონტალურად და შეაერთეთ ზედა და ქვედა ბოლოები > შემდეგ გადააბრუნეთ და იგივე გააკეთეთ ვერტიკალურად > შეაერთეთ მოპირდაპირე გვერდები, ისე, როგორც ეს ფოტოებზეა.

VI. გამოსაცხობად გამზადებული ნამცხვრები, გადაიტანეთ საცხობ ფირფიტაზე (გამოაცხვეთ პერგამენტით) > კვერცხის გულს დაამატეთ ცოტა რძე, ან წყალი და ვანილინი > ერთმანეთს შეურიეთ და ზემოდან გადაუსვით > გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.imageimage

არხის სხვა სიახლეები:


* კანადელი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ სტალინი 1959 წ. გარდაიცვალა

* პენტაგონში არ უარყოფენ, ოკეანის ფსკერზე, უცხოპლანეტელების ბაზის არსებობის შესაძლებლობას

* ფოტოებზე ასახული იშვიათი დამთხვევები, რომელიც არასდროს გამეორდება

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები


0
65
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0