x
image
beko777
Mediator image
რატომ არის ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ვირუსი გაცილებით სუსტი და რა კავშირი შეიძლება ქონდეს მას ე.წ. "ბეცეჟე" ვაქცინასთან
image

ადამიანები, რომლებიც ე.წ. „ბე-ცე-ჟე“-თი (BCG) არიან აცრილები covid19-ის მიმართ მდგრადები არიან?

პანდემიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია, თუ რამდენად სწრაფად შეძლებენ მეცნიერები ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ან სამკურნალო პრეპარატის შექმნას. წინასწარმა კლინიკურმა კვლევებმა ცხადყო, რომ გასული საუკუნის ოციან წლებში შექმნილმა ვაქცინამ რომელიც ტუბერკულოზის წინააღმდეგ გამოიგონეს, შეუძლია covid-19-ის წინააღმდეგ სასიცოცხლო დაცვა უზრუნველყოს. ინფორმაციას ამის შესახებ neuros cience news ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კარგად ცნობილი ვაქცინა, ე.წ. ბე-ცე-ჟე, რომელსაც ბავშვებში დღესაც აქტიურად იყენებენ, covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოგონებამდე, შესაძლოა, წარმატებით იქნას გამოყენებული დაავადების პრევენციისთვის.


france24 წერს, რომ ავსტრალიელი მკვლევარები დაჩქარებული ტემპებით ატარებენ ტესტირებას ადამიანებზე, რათა დაადგინონ, შეუძლია თუ არა ვაქცინას მედიცინის მუშაკებისა და ხანშიშესული ადამიანების დაცვა ახალი კორონავირუსისგან.

მელბურში, მერდოკის კვლევით ინსტიტუტში აცხადებენ, რომ ტესტები ტარდება მთელ ავსტრალიაში 4000-მდე მედიცინის მუშაკზე.

ანალოგიური ცდები ტარდება რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც, მათ შორის ნიდერლანდებში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში. ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ აღნიშნული აცრის შემდეგ, ახალი კორონავირუსი გაცილებით იოლ ფორმებში მიმდინარეობს და ლეტალურ შედეგს არ იწვევს.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. ბეცეჟე ყველაზე ფართოდ გამოიყენებოდა ყოფილ საბჭოთა კავშირში. არ არის გამორიცხული, სწორედ ეს იყოს მიზეზი, რომ ამ ტერიტორიაზე არსებულ ქვეყნებში (სსრკ-ში შემავალ ყოფილ რესპუბლიკებში) სწორედ ამიტომ არ შეინიშნება ახალი კორონავირუსის მწვავე აფეთქება, ისეთი, რასაც ადგილი აქვს ევროპასა და აშშ-ში. დღეს მსოფლიოში მილიონობით ბავშვს ცრიან „ბე ცე ჟეს“ შედარებით გაუმჯობესებულ ვარიანტით -VPM1002-ით. შესაძლოა, ბავშვების ორგანიზმის მდგრადობა ახალი კორონავირუსის მიმართ სწორედ ამით აიხსნება.

image



0
833
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
833
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0