x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138409
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
COVID-19-ის ვირუსი შეიძლება უსიმპტომოც იყოს

ამ დასკვნამდე მივიდნენ ისლანდიელი მედიკოსები, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებაზე დაკვირვების და მისი კვლევის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ კორონავირუსის მატარებლების, თითქმის, 50 % სიმპტომები საერთოდ არ აღენიშნებათ.


image


ზუსტ ინფორმაციას COVID-19–ის შესახებ, მედიკოსები, ისლანდიის ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე ტვირთავენ:
25 მარტის მდგომარეობით, ისლანდიაში 12 615 ტესტი ჩატარდა და ვირუსით დაავადების 802 შემთხვევა დადასტურდა;
ეს, შეიძლება, ბევრი არ იყოს, მაგრამ ქვეყანისთის, რომლის მოსახლეობა, სულ რაღაც, 364 ათასია – ცოტა არ არის.
აღნიშნული ინფორმაცია, გარკვეული თვალსაზრისით, შემაშფოთებელიც კი არის, რადგან ისლანდია იზოლირებული, კუნძულოვანი, ქვეყანაა და თუ იქ ამდენი ადამიანია ინფიცირებული, დანარჩენ მსოფლიოში რაღა იქნება?!

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ისლანდიელები თავს არ ზოგავენ და აქტიურად ებრძვიან ვირუსს. დღევანდელი მონაცემებით, მათ ქვეყნის მოსახლეობის 3, 4% ტესტირება უკვე ჩაუტარეს და ამ მიმართულებით, პროცესი გრძელდება.

გარდა ამისა, ადგილობრივი ბიოფარმაცევტული კომპანია deCode Genetics, ვირუსებს და მის მუტაციებს განუწყვეტლივ სწავლობს და მსოფლიოს ფასდაუდებელ ინფორმაციას აწვდის, დაკვირვების შედეგების სახით. ეს კი, თავის მხრივ, ვაქცინის შექმნის მომენტთან უფრო გვაახლოვებს.

«ჩვენმა იზოლირებულობამ, დაავადების მასობრივი გავრცელებისგან დაგვიცვა. მოქალაქეების ნახევარს, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება. მაგრამ, ისინი ინფექციის გამავრცელებლებად რჩებიან. მეორე ნახევარს კი, ზომიერი სიმპტომები აქვთ. მაგრამ, რადგან საავადმყოფოები გადატვირთული არ არის, სიტუაციის კონტროლს ვახერხებთ.
უბრალოდ წარმოიდგინეთ: მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში, თუ ადამაინს მაღალი სიცხე არა აქვს, ან ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომი არ აღენიშნება, საზოგადოებისგან მისი იზოლირება არ ხდება, – მას შეუძლია მაღაზიაში იაროს, საზოგადო ტრანსპორტით ისარგებლოს და ავადმყოფობა გაავრცელოს», – განაცხადა ისლანდიის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ტ. გუდნასონმა.

ყველაზე ეფექტური საშუალება ეპიდემიისგან თავდასაცავად, თვითიზოლაცია და მოსახლეობის მასობრივი ტესტირება არის – აცხადებენ ისლანდიელი მედიკოსები.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კუნძულზე კომენდანტის საათის არ შემოუღიათ. თუმცა, მოსახლეობის შეკრებები აკრძალულია.

imageimageარხის სხვა სიახლეები:
imageimageimage

1. 2020 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური სტილის კაბები

2. ბრიტანელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სიმპტომები დაასახელეს

3 ყავა თუ ჩაი? – პასუხობენ გენეტიკოსები

4. როდესაც პარამეტრები არაფერს ნიშნავს! – ვარსკვლავები მოდელების წინააღმდეგ (25 ფოტო)
5. რატომ მიატოვეს ადამიანებმა მთვარე და რატომ ღირს მასზე დაბრუნება
6. თუ მარსზე სიცოცხლე არის, ის მიწისქვეშეთში იქნება – აცხადებენ ასტრობიოლოგები

0
309
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
309
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0