მუსიკა ცნობილი რუსი მომღერალი ლევ ლეშჩენკო კორონავირუსით დაინფიცირდა, მისი მდგომარეობა მძიმეა 2020, 27 მარტი, 10:49
მოსკოვის კომუნარკას №40 საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა დენის პროცენკომ კომენტარი გააკეთა რუსეთის სახალხო არტისტის, ლევ ლეშჩენკოს ჰოსპიტალიზაციაზე და დაადასტურა მომღერლის კორონავირუსით დაინფიცირება.
” შემოყვანის პირველსავე დღეს, შემდგომი გამოკვლევის შემდეგ დადასტურდა კორონავირუსით გამოწვეული პნევმონია, პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა. ”- წერს Facebook -ზე პროცენკო. მედიკოსმა აღნიშნა, რომ მომღერალს აღენიშნება ქოშინი, სისხლში დაქვეითებულია ოქსიგენაცია, ის რეამინაციაში არის გადაყვანილი ამჟამად მისი მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, აპირებენ ჩვეულებრივ განყოფილებაში გადაყვანას. პროცენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას სწორედ ლეშჩენკომ სთხოვა სოციალურ ქსელში ამ პოსტის გამოქვეყნების ნებართვა, რათა შეწყდეს ზოგიერთი მედიასაშუალების სპეკულაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ". 26 მარტს ცნობილი გახდა, რომ ლეშჩენკოს დაუდასტურდა კორონავირუსი, რამაც ორმხრივი პნევმონია გამოიწვია, რის გამოც მისი მდგომარეობა არის შეფასებული, როგორც "მძიმე", გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეშჩენკოს დაეწყო ფილტვის შეშუპება. 78 წლის მომღერალმა სახელი გაითქვა ისეთი სიმღერებით, როგორებიცაა " не плачь девчонка, "День Победы», Родительский дом, «Почему ж ты мне не встретилась?», «Главное, ребята, сердцем не стареть" და სხვა. 577 6-ს მოსწონს
|