ჯანმრთელი კვება დიეტური ჩიფსები, სახლში მომზადებული "სასუსნავი" 2020, 26 მარტი, 16:38 მიუხედავად უამრავი უარყოფითი თვისებისა და არაჯანსაღი შემადგენლობისა მაინც მივირთმევთ ჩიფსებს, ჩიფსები არა მხოლოდ მოზრდილების არამედ ბავშვებისთვისაც საყვარელი "სასუსნავია" სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ საკმაოდ მარტივად მოსამზადებელი დაბალკალორიული და ჯანსაღი ჩიფსის რეცეპტს თქვენ დაგჭირდებათ: სომხური ლავაში 2-3 კოვზი ზეთი, უმჯობესია ზეითუნის ნიორი (უმჯობესია ნივრის ფხვნილი) დაფქული ორეგანო ან რეჰანი მარილი და პილპილი გემოვნებით კარგად აურიეთ მითითებული ინგრედიენტები დაჭრილი ლავაშის ნაჭრებთან ერთად, გამოაცხვეთ 180გრადუსზე ღუმელში 10 წუთის განმავლობაში . მიირთვით გემრიელად. 336 1-ს მოსწონს
|