სისხლის სამართალი ამერიკაში მამაკაცი, რომელიც მაღაზიაში ენით ლოკავდა პროდუქტებს, დააკავეს როგორც ტერორისტი 2020, 25 მარტი, 14:19
ამერიკაში შტატ მისურის ქალაქ უორენტონში, დააკავეს მამაკაცი, რომელიც სუპერმარკეტში ენით ლოკავდა პროდუქტებს. მას ტერორიზმში ედება ბრალი. იუწყება Riverfront Times.
26 წლის კოდი ფისტერმა, თავისი საქციელი ჩაიწერა და შემდეგ ვიდეო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელებში წარწერით: "მერე და ვის ეშინია კორონავიირუსის?". ვიდეორგოლმა გამოიწვია დიდი უკმაყოფილება მსოფლიოს მასშტაბით. ადგილობრივი პოლიცია მადლიერია ხალხის, რომელთაც ამხილეს დამნაშავე. გაირკვა, რომ ვიდეო გადაღებულია 11 მარტს, ეპიდემიის დასაწყისში. დაკავებული ამჟამად ციხეშია, იგი ნასამართლევი იყო ძარცვაში, ცეცხლსასროლი იარაღის ქურდობაში, ნარკოტიკების შენახვასა და ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვაში. 25 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს ხელისუფლება მუქარასა და განზრახ საფრთხის შექმნის მცდელობებს სხვათა დასაინფიცირებლად, ტეორირიზმთან გააგივებს. 23 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექსტრემისტი ინტერნეტ -დაჯგუფებები მოუწოდებენ დააინფიცირონ კორონავირუსით ებრაელები და პოლიციელები. ქვეყანაში, ბოლო მონაცემებით, დაფიქსირდა ინფიცირების 55.231 შემთხვევა; დაიღუპა 801 ადამიანი, 354 განიკურნა. მთლიანობაში, მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციით 423 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, დაიღუპა 18.9 ათასზე მეტი, 108, 6 ათასი განიკურნა. COVID-19 პნევმონიის დაავადება, რომელიც გამოწვეული იყო ახალი ტიპის კორონავირუსით, პირველად დაფიქსირდა 2019 წლის დეკემბრის ბოლოს, ჩინეთში, ვუჰანში. 793 2-ს მოსწონს
|