სხვა კაცი კარანტინიდან ღამის კლუბში გაიქცა და დიდი თანხით დაჯარიმდა 2020, 24 მარტი, 21:32 ტაივანის მცხოვრები მილიონი ტაილანდური დოლარით დაჯარიმდა მას შემდეგ, რაც დაარღვია კარანტინი და ღამის კლუბში წავიდა. ამაზე წერს Сhannel News Asia. მამაკაცი, რომლის სახელიც არ ხმაურდება, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიიდან დაბრუნების შემდეგ ვალდებული იყო 14 დღე თვითიზოლაციაში გაეტარებინა, მაგრამ კვირას, 22 მარტს, ის პოლიციამ ღამის კლუბში დააკავა, სადაც ჩვეულ შემოწმებას ატარებდნენ. ორშაბათს, 23 მარტს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მამაკაცი მაქსიმალური თანხით დააჯარიმა, რაც ერთ მილიონ ტაილანდურ დოლარს შეადგენს. "ის ადამიანები, რომლებიც შემოწმებისას აღმოჩნდებიან მრავალი ადამიანის თავშეყრის ადგლზე, სადაც არ იქნება კარგი ვინტილაცია, გადაყვანილი იქნებიან ეპიდემიის საპროფილაქტიკო ცენტრში და დაჯარიმებული იქნებიან მილიონი ტაილანდური დოლარით. არავის ექნება შეღავათი!" - განაცხადა ნიუ-ტაიბეის მერმა ჰოუ იუ-იმ. 211 1-ს მოსწონს |