პროფილაქტიკა ეფექტური მეთოდი კორონავირუსთან ბრძოლაში: რა უნდა გავაკეთოთ იმუნური სისტემის გასაძლიერებლად? 2020, 24 მარტი, 11:40 იმისთვის, რომ ჩვენი სხეული შეეწინააღმდეგოს ყველა სახის ვირუსს, უნდა შევინარჩუნოთ ძლიერი იმუნიტეტი. აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენთაგანი ცდილობს იმნური სისტემის გაძლიერებას. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულ მეთოდებს იყენებენ, ზოგჯერ მედიკამენტების საშუალებითაც ცდილობენ იმუნიტეტის ამაღლებას, მაგრამ საუკეთესო ვარიანტი მსოფლიოს ცნობილი ექიმების რეკომენდაციით შექმნილი სპეციალური მეთოდია, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალი შეფასებაც აქვს. ვნახოთ როგორ უნდა გავიძლიეროთ იმუნიტეტი, რათა კორონავირუსთან არ დავმარცხდეთ: შეამცირეთ სტრესის დონე ქრონიკული სტრესი ათავისუფლებს კორტიზოლის ჰორმონს, რომელიც თრგუნავს ორგანიზმის იმუნურ სისტემას. კორტიზოლი ერევა T უჯრედებში (სპეციფიკური სისხლის უჯრედები) ორგანიზმიდან სიგნალის წარმოქმნისა და მიღებისთვის. სტრესის გასაკონტროლებლად რეგულარულად დაკავდით მედიტაციით და იფიქრეთ თქვენს ჰობიზე. შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება უკვე ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ალკოჰოლის გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება ცუდად იმოქმედოს იმუნურ სისტემაზე. ნუ შეაფერხებთ ვიტამინების მიღებას ვიტამინები A, B6, C, D და E ხელს შეუწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას. აქედან C ვიტამინი ყველაზე დიდი გამაძლიერებელია და მისმა დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები. C ვიტამინის მიღება შესაძლებელია ხილის სახეობებიდან, როგორიცაა :ფორთოხალი, გრეიფრუტი, მანდარინი და მარწყვი. უფრო მეტი ბოსტნეული ბოსტნეული, ხილი და კენკრა დატვირთულია ჩვენი იმუნური სისტემისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებებით. ყოველდღიურად მოხმარებას შეუძლია გააძლიეროს იმუნიტეტი. მოიხმარეთ მწვანილი და დანამატები ექსპერტთან კონსულტაციით მწვანილეული ხელს უწყობს დაავადების ხანგრძლივობისა და სიმძიმის შემცირებას. შეიცავს მინერალებს და ვიტამინებს, რომელიც იმუნურ სისტემას ექსტრა-გამძლეობას უმატებს. თუმცა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში რამდენად ეფექტური იქნება ჯერ-ჯერობით უცნობია, ამიტომ დღიური ნორმა დაიცავით ექსპერტთან კონსულტაციის ფარგლებში. ივარჯიშეთ მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ რეგულარულად მუშაობა(ვარჯიში) აძლიერებს იმუნურ სისტემას. რეგულარული ვარჯიში ააქტიურებს T უჯრედებს, (სისხლის თეთრი უჯრედების ერთობას) რომელიც იცავს ორგანიზმს ინფექციისგან. ამასთან ერთად გაითვალისწინეთ, რომ მუდმივი და გადაჭარბებული ვარჯიში ასუსტებს იმუნურ სისტემას და გიბიძგებთ გრიპის და ვირუსული ინფექციებისკენ. (who) მნიშვნელოვანია რეგულარული და ეფექტური ძილი უძილობამ და არაეფექტურმა ძილმა შეიძლება შეამციროს ორგანიზმში T უჯრედების აქტივობა. ამან შეიძლება შეასუსტოს თქვენი იმუნური სისტემა და თქვენი სხეულის რეაგირება ვაქცინებზე, წამლებზე და ვირუსზე. შეეცადეთ იძინოთ დღეში 7-8 საათი. მიირთვით სოკო პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი საკვები- სოკო (საკვები) მდიდარია აუცილებელი საკვები ნივთიერებებით და მინერალებით. არ დარჩეთ მშიერი შიმშილის თავიდან ასაცილებლად ნუ შეივსებთ კუჭს მთლიანად, მაგრამ აუცილებლად მიირთვით საკვები, რომლებიც ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს. შიმშილი იწვევს სისუსტეს, ხოლო როდესაც ორგანიზმი სუსტდება, ვირუსებთან საბრძოლველად ვერ ადაპტირდება. მოწიეთ ცოტა ან საერთოდ არ მოწიოთ შეწყვიტეთ მოწევა, რადგან ეს არა მხოლოდ ზრდის კიბოს რისკს, არამედ არღვევს იმუნურ სისტემას. ყოველიმხრივ დამტკიცებულია, რომ მოწევა ადაპტირებადია და უარყოფით გავლენას ახდენს თანდაყოლილ იმუნიტეტზე. მიიღეთ მზის ენერგია შესაფერის დროს მზე არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში D ვიტამინის გამომუშავებას უწყობს ხელს. ვიტამინი D აუცილებელია იმუნური სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის, რადგან ის ორგანიზმს ანტისხეულების წარმოებაში ეხმარება. მზის შუქზე 10-15 წუთის განმავლობაში სწრაფი სიარული ან კიდევ უბრალოდ სეირნობა უზრუნველყოფს ორგანიზმში საკმარისი ვიტამინების მიღებას. გისურვებთ ჯანმრთელობას! #დარჩისახლში სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<ერთადერთი ქვეყანა, სადაც კორონავირუსი იყო და აღარ არის! ქვეყანა, რომელიც კორონავირუსს ძლიერ წინააღმდეგობას უწევს - სამხრეთ კორეის სტრატეგია! კოსმოსში შავი ხვრელის ყველაზე დიდი აფეთქება მოხდა - ნასას ოფიციალური განცხადება თურქი ექიმები: არ მოიკლოთ D ვიტამინი, ის დაგიცავთ ყველა სახის ვირუსებისგან 425 4-ს მოსწონს
|