10 ცნობილი მამაკაცი, რომლებიც სექსზე უარს ამბობდნენ და ინტიმური ცხოვრებიდან მოშორებით იდგნენ
წარმოგიდგენთ 10 მსოფლიოში სახელგანთქმულ მამაკაცს, რომელთაგან რამდენიმეს სექსი პრაქტიკულად არ ჰქონია, რამდენიმემ კი მასზე უარი განაცხადა და ამას მოუცლელობის მომიზეზებით არ ამართლებდნენ, მათ უბრალოდ არ იზიდავდათ სექსი და თვლიდნენ, რომ ეს დროის ფუჭად ხარჯვა იყო.
თუმცა მკითხველს მინდა ასევე შევახსენო, რომ ეს ადამიანები არც განსხვავებული ორიენტაციის მამაკაცები იყვნენ იყვნენ და არც ქალთმოძულეები, უბრალოდ მათ არ უყვარდათ სექსი და მის გარეშეც მშვენივრად გრძნობდნენ თავს.
ზედა სურათზე გენიალური ნიკოლა ტესლაა, რომელიც ელექტორიბს მამად ითვლება, ტესლა ამაყობდა თავისი უბიწოებით და თვლიდა, რომ სექსი უსაქმურების გასართობად იყო მოგონილი.
ეს კი ინგლისის მეფე ედუარდ "აღმსარებელია", რომელიც XI საუკუნეში მეფობდა, არც საკუთარ ცოლთან ასრულებდა ცოლქმრულ მოვალეობას, სხვებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია და სწორედ ეს გახდა მიზეზი შეწყვეტილიყო მისი დინასტია.
ეს კი ისააკ ნიუტონია, ფიზიკოსი რომელსაც ქალები სულაც არ აინტერესებდა და ცხოვრება ისე განვლო, ქალებთან სექსით არ დაკავებულა.
ეს კი ცნობილი მეზღაპრე ჰანს ქრისტიან ანდერსენია. წარმოიდგინეთ მისი უნარების წყალობით რამდენ ქალს შეაცდენდა, მაგრამ მას სექსი საერთოდ არ აინტერესებდა თავისი ზღაპრების გარდა.
ეს კი ჯეიმს მეთიუ ბარი გახლავთ. მუდმივი ბავშვის "პიტერ პენის" შემქნელი, რომელიც ბუნებით თავადაც ბავშვად დარჩა, ერთადერთხელ დაოჯახდა, თუმცა თავადვე აღიარებდა, რომ ცოლთან სექსი არასდროს ჰქონია.
ეს კი ცნობილი იმპრესიონისტი მხატვარი ედგარ დეგაა, რომელსაც ქალები საერთოდ არ იზიდავდა. კითხვაზე, თუ რატომ იყვნენ მის ნახატებში ქალები ასეთი უსახურნი? მან უპასუხა: ქალები არ არიან მომხიბლავი არსებები და მე მათ ვხატავ ისეთს, როგორიც არიან.
ეს კი მოაზროვნე სიორენ კიერკეგორია, შეუყვარდა გოგონა, მას თხზულებაც კი მიუძღვნა, მისგან ცოლობაზე თანხმობა მიიღო, მაგრამ უკანოუხედავად გაიქცა.
ისე, რომ ქალთან სექსი არ ჰქონია.
ეს კი ცნობილი ილუსტრატორი და პოეტი ედვარდ ლირია.
"ყველაზე მამაც ქალსაც, რომ შეყვარებოდა ნახევრად ბრმა, ასთმიანი მამაკაცი, რომლიც გრძელი ცხვირი სპილოსაც კი შეშურდებოდა, მე მზად არ ვიყავი ასეთ ქალთან სექსისათვის"-ეს სიტყვები ლირს ეკუთვნის.
ჰენრი მორტონ სტენლი, ჟურნალისტი და მოგზაური. ერთხელ დაოჯახდა და პირველივე ღამეც ცოლს უთხრა: "სექსი ცხოველების საქმეა და ჩვენს შორის სექსი არ იქნება".
მაჰათმა განდს თქვენს წინაშე წარმოდგენა არ სჭირდება.
მას შემდეგ რაც რამდენიმე შვილი შეეძინა მეუღლესთან, კატეგორიული უარი განაცხადა სექსზე ერთადერთი მოტივით-"ბევრად უფრო სერიოზული საქმეები მაქვს ვიდრე სექსიაო".